როგორ გავშალოთ საახალწლო სუფრა - rogor.ge

როგორ გავშალოთ საახალწლო სუფრა

საცივი საახალწლო სუფრა საცივის გარეშე წარმოუდგენელია. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერძია, რომელსაც უფრო ხშირად საახალწლოდ ამზადებენ. საცივი კეთდება ძირითადათ ნიგოზისგან. ბევრმა არ იცის თუ როგორ მზადდება და ამისათვის იხილეთ: როგორ მოვამზადოთ საცივი

გოზინაყი რათქმაუნდა ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ტკბილეულია საახალწლო სუფრაზე. გოზინაყი, რომ გამოვიდეს კარგი ამისათვის აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ კაკლის და თაფლის ხარისხს. ამ უგემრიელესი ტკბილეულის მომზადება არც ისე რთულია და ყველას შეუძლია მისი გაკეთება. ამისათვის იხილეთ: როგორ მოვამზადოთ გოზინაყი

ქათამი ლიმნით და ზეთისხილით ქათმის მომზადება ზეთის ხილით და ლიმნით, საკმაოდ გემრიელი და ორიგინალური კერძია. ასევე კარგი იქნება თუ თქვენ მას მოამზადებთ საახალწლოდ ეს უფრო მრავალფეროვანს გახდის სუფრას. თუ გსურთ მოამზადოთ ეს კერძი იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ქათამი ლიმნით და ზეთის ხილით

ლობიანი ყველასთვის გემრიელი საჭმელია. მნიშვნელოვანი და აუცილებელი არ არის საახალწლო სუფრაზე, მაგრამ კარგი იქნება თუ გამოაცხობთ და შესთავაზებთ სტუმრებს. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ლობიანი

ძეხვეული ახალ წელს სუფრაზე აუცილებელია გქონდეთ ძეხვეული. კარგია ლორი, ბასტურმა, სუჯუხი და ა.შ. ამ ყველაფრის შეძენა თქვენ შეგიძლიათ პროდუქტის მაღაზიებში.

წიწილა ყველის და ღვიძლის შიგთავსით თქვენს სუფრას ძალიან მრავალფეროვანს გახდის. ამასთან ერთად ძალიან გემრიელიც არის. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ წიწილა ყველის და ქათმის ღვიძლის შიგთავსით ნამდვილად არ ინანებთ.

აჩმა ისპანახით როგორ მოვამზადოთ აჩმა ისპანახით და ყველით ეს თქვენს საახალწლო სუფრას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

იმერული ხაჭაპური საახალწლო სუფრაზე ასევე შეგიძლიათ დადოთ იმერული ხაჭაპური. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ იმერული ხაჭაპური

ჭარხლის სალათი სალათები აუცილებელია საახალწლო სუფრაზე, აკეთებენ ოლივიას, სატფილოს სალათს ჩვენ კი შემოგთავაზებთ ძალიან ორიგინალურ და უგემრიელეს სალათს ჭარხლის სალათი. ამის გაკეთებას არც დიდი დრო და ენერგია არ ჭირდება. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათი ნიგვზით

ბაჟე ბაჟე, როგორც საცივი ნიგოზისგან კეთდება. კარგი იქნება თუ თქვენ საახალწლო სუფრისთვის ბაჟესაც მოამზადებთ. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ბაჟე

ბადრიჯანი ნიგვზით იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით

კუჭმაჭი კუჭმაჭი ერთ-ერთი პოპულარული კერძია. თითქმის არ არსებობს სუფრა სადაც კუჭმაჭი არ არის. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ კუჭმაჭი საახალწლოდ და მიართვათ სტუმრებს. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ კუჭმაჭი ნიგვზით

ნამცხვარი თხილით და თაფლით ნამცხვარი თხილით და თაფლით ძალიან გემრიელი და ამავე დროს ძალიან ორიგინალურია თქვენი საახალწლო სუფრისთვის. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი თხილით და თაფლით

შემწვარი ღორის ხორცი პომიდვრის და კარტოფილის გარნირით საახალწლოდ გირჩევთ მოამზადოთ ეს კერძი ნამდვილად არ ინანებთ. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ შემწვარი ღორის ხორცი პომიდვრით და კარტოფილის გარნირით

ნახევრად შემწვარი და ნახევრად მოხარშული გოჭი თითქმის ყველას საახალწლო სუფრაზე შემწვარი გოჭი აქვთ. თქვენ კი შემოგთავაზებთ თუ როგორ მოამზადოთ ნახევრად შემწვარი და ნახევრად მოხარშული გოჭი. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ნახევრად შემწვარი და ნახევრად მოხარშული გოჭი

ღორის ხორცის მწვადი სურვილისამბრ თქვენ შეგიძლიათ საახალწლო სუფრაზე სტუმრებს მიართვათ ღორის ხორცის მწვადი. ამისათვის იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ღორის ხორცის მწვადი

ისპანახის ფხალი მოამზადეთ ისპანახის ფხალი. იხილეთ: როგორ მოვამზადოთ ისპანახის ფხალი

ტკბილეული ახალ წელს რათქმაუნდა სუფრაზე აუცილებელია ტკბილეული. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა შოკოლადის და კარამელის ტკბილეული. საქართველოში ახალი წლის სუფრაზე ყოველთვის აღმოაჩენთ ჩურჩხელას. ასე, რომ ჩურჩხელები და ტკბილეული თქვენი გემოვნებით აარჩიეთ.