
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ნიგოზი 100 გრ.
- 2.5 ჭიქა გადადუღებული წყალი
- ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
- ნიორი 3 ან 4 კბილი
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ნიგოზი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ნიგოზს დავუმატოთ მცირეოდენი მარილი და ერთი სუფრის კოვზი გადადუღებული წყალი. ვზილოთ ნიგვზის მასა ზეთის გამოხდამდე.
- 2 ზეთი გადავიღოთ ცალკე ჭურჭელში.
- 3 ნიგოზი, სანელებლები და ნიორი მოვათავსოთ ჭურჭელში და დავაბლენდეროთ. დავამატოთ მარილი და წითელი წიწაკა.
- 4 თუ ნიგვზის სოუსი არ გამოვიდა ერთგვაროვანი მასის, გაატარეთ ის საცერში.
- 5 ბაჟე მოათავსეთ საწებლის ჭურჭელში და მოასხით ზედ რამდენიმე წვეთი ნივზის ზეთი.
- 6 ბაჟე შეგიძლიათ მოასხათ თევზს, ქათამს ან ღომს.