კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ კუჭმაჭი ნიგვზით

ავტორი: თაკო კარკალაია

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • გოჭის ან ხბოს გულრვიძლი 500 გრ.
  • ნიგოზი 125-130 გრ.
  • კარაქი 30 გრ.
  • ნიორი 3 კბილი.
  • ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
  • უნხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
  • დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ხმელი ქონდარი 1/3 ჩ.კ
  • ძმარი 1 ჩ.კ.

საფეხურები

  1. 1 გულღვიძლი გარეცხეთ და დაუჭრელად მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.
  2. 2 პირველი წამოდუღების შემდეგ გამოცვალეთ წყალი და დაამატეთ მარილი და კარაქი.
  3. 3 გულღვიძლის მოხარშვისთანავე, გადაიღეთ ნახარში ცალკე ჭურჭელში და ცხელ გულღვიძლს დააყარეთ სუნელების ნაკრების ნახევარი რაოდენობა. დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააჩერეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
  4. 4 შემდეგ გამოიღეთ მოხარშული გულღვიძლი და დაჭერით.
  5. 5 ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ გახეხილი ნიორი, მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით და დანარჩენი სუნელები.
  6. 6 შემდეგ დაასხით ცოტაოდენი გადანახული ნახარში, ძმარი და კარგად მოურიეთ. დაჭრილ გულღვიძლს დაამატეთ ნიგვზის მასა და მოურიეთ კარგად.
  7. 7 კუჭმაჭი მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.