კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ლობიანი

ავტორი: თაკო კარკალაია

ლობიოს მომზადების მარტივი რეცეპტი. იხილეთ ინსტრუქცია სრულად.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • კარაქი ან მარგარინი 200 გრ.
  • პურის ფქვილი 300 გრ.
  • კვერცხი 1 ცალი.
  • ლიმონის მჟავა 5 გრ.
  • მარილი 5 გრ.
  • საფუარი 5 გრ.
  • შაქარი 4-5 გრ.
  • წყალი დაახლოებით 100 მლლ.
  • წითელი ლობიო 250 გრ.
  • ხახვი 100 გრ.
  • უცხო სუნელი 5 გრ.
  • ზეთი 50 მლლ.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 ცომი მზადდება ისვე როგორც იმერული ხაჭაპურის, ოღონდ ლობიანის შემთხვევაში ცომი საჭიროებს უფრო მეტ მოზელვას.
  2. 2 ლობიო გადაარჩიეთ, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. როგორც კი ლობიო დარბილდება დაამატეთ ხახვის მთლიანი თავი და უცხო სუნელი.
  3. 3 ლობიოს მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ, გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და დაამატეთ მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და ზეთი.
  4. 4 ლობიოს გაცივებისთანავე შეგიძლიათ შეუდგეთ მის შეხვევას.
  5. 5 შემდეგ ლობიანი გააბრტყელეთ მოათავსეთ ის ღუმელის გაცხელებულ ტაფაზე და გამოაცხეთ 220 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
  6. 6 ბოლოს ლობიანს ზევიდან გადაუსვუთ კარაქი (ცხიმი).