
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- კარაქი ან მარგარინი 200 გრ.
- პურის ფქვილი 300 გრ.
- კვერცხი 1 ცალი.
- ლიმონის მჟავა 5 გრ.
- მარილი 5 გრ.
- საფუარი 5 გრ.
- შაქარი 4-5 გრ.
- წყალი დაახლოებით 100 მლლ.
- ყველი იმერული უმარილო 350 გრ.
საფეხურები
- 1 არსებობს ხაჭაპურის ცომის მომზადების მრავალფეროვანი რეცეპტი. დაწყებული ჩვეულებრივი საფუარიანი ცომით და დამთავრებული მაწვნის ცომით.
- 2 ჩვენი რეცეპტის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გავხსნათ საფუარი თბილ წყალში და დავამატოთ შაქარი. მიღებული მასა მოათავსეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ მის აფუებას.
- 3 შემდეგ შევურიოთ ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხის გული, ლიმონის მჟავა, წყალი, მარილი, გამდნარი და შეგრილებული კარაქი ან მარგარინი და შევურიოთ მიღებული მასა საფუარის, წყლის და შაქრის ნაზავს.
- 4 გაცრილი ფქვილი მოვათავსოთ ჭურჭელში, გავუკეთოთ შუაში ჩაღრმავება და დავასხათ მიღებული იგრედიენტების მასა.
- 5 მოვზილოთ ცომი, რომელიც არ ეკრობა ხელის გულებსა და ''დავასვენოთ'' თბილ ადგილას 15 წუთის განმავლობაში.
- 6 ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცომის ზედაპირზე გახეხილი ყველი, მოუჭრათ თავი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე.
- 7 გაბრტყელებული ხაჭაპური მოვათავსოთ გაცხელებული ღუმელის ტაფაზე და გამოვაცხოთ ის 220 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
- 8 შემდეგ გამოვიღოთ ტაფა ღუმელიდან და გადავუსვათ ხაჭაპურს კარაქი. ოდნავ შევაგრილოთ და მოვათავსოთ თეფშზე.
- 9 ხაჭაპური კარგად იჭრება პიცის საჭრელით ან სამზარეულოს მაკრატლით.
- 10 მეგრული ხაჭაპური მზადდება ისევე, როგორც იმერული ორონდ ზევიდან ეყრება გახეხილი სულგუნი არეული ათქვეფილ კვერცხთან.