როგორ მოვამზადოთ ღორის ხორცის მწვადი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ღორის ხორცის მწვადი

 

ღორის მწვადის გემოსთვის და სირბილისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხორცის ხარისხს. თუ გაქვთ შერჩეული ჩალაღაჯის ნაჭერი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის მალე შრება ნაკვერჩხალზე და საჭიროებს ნაკლებ შეწვას სხვა ნაჭრებთან შედარებით. ამიტომ ჩალაღაჯის ნაჭრები მოათავსეთ ცალკე შამფურზე.

 

ხორცი დაჭერით და მოათავსეთ ემალირებულ, თიხის ან შუშის ჭურჭელში. დაასხით მინერალური წყალი, დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და დაასხით ლიმნის წვენი. გააჩერეთ ხორცი მარინადში ორი საათის განმავლობაში.

 

მინერალური წყალი არბილებს ხორცს. იგივე ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხორცის დასარბილებლად.

 

ხორცის ნაჭრები ააცვით შამფურზე და შეწვით ნაკვერჩხალზე.

 

თუ მწვადს წვავთ ტაფაზე, გირჩევთ გამოიყენოთ ღორის ცხიმი, რომელიც არაჩვეულებრივად არბილებს მწვადს.

 

შემწვარი მწვადის ნაჭრები დააწყვეთ თეფშზე. შეგიძლიათ მწვადს მოაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები.