
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ისპანახი 1 კგ.
- ნიგოზი 100 გრ.
- ნიორი 2 კბილი
- ძმარი 1 ჩ.კ.
- ხმელი ქინძი 5 გრ.
- უცხო სუნელი 5 გრ.
- ყვითელი ყვავილი 5 გრ.
- ცოცხალი ქინძი 30 გრ.
- მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
- 1 საშუალო ბროწეული
საფეხურები
- 1 ისპანახი გავრეცხოთ. თუ ძირები უხეშია, მოვაცალოთ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 5 წთ. მომზადებამდე.
- 2 გადმოვიღოთ საწურზე და გავაგრილოთ.
- 3 კარგად გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ, ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ნიგოზიც გავატაროთ ხორცის საკეპი მანქანის წვრილ ბადეში, შევურიოთ ნიორი, სუნელები, ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
- 4 წვრილად დავჭრათ ქინძი და გადავურიოთ ისპანახისა და ნიგვზის მასაში.
- 5 მომზადებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გავუკეთოდ ჩაღრმავება, რომელშიც მოვათავსოთ ბროწეულის მარცვლები.