როგორ მოვამზადოთ ქათამი ლიმნით და ზეთის ხილით

ქათმის მომზადება ლიმნითა და ზეთის ხილის გამოყენებით. საკმაოდ ორიგინალური და გემრიელი კერძია.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 3 ქათმის ნაჭერი (ფრთა ან ბარკალი)
- 1 ლიმონი, შუაზე გაჭრილი
- 1 ნივრის თავი, რამდენიმე კბილად გაჭრილი
- 16 მწვანე ზეთის ხილი
- 500 გრ ახალგაზრდა კარტოფილი (გავთალოთ და გავჭრათ შუაზე)
საფეხურები
- 1 გავაცხელოთ გაზქურა 200 გრადუსამდე.
- 2 დავაწყოთ ქათმის ნაჭრები ფორმაში. დავაწუროთ ზემოდან ლიმონი, შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ქათმის ნახევარი.
- 3 ჩავამატოთ ფორმაში ნიორი, ზეთის ხილი და კარტოფილი.
- 4 ზემოდან დავასხათ ზეითუნის ზეთი და შევკაზმოთ.
- 5 შევდგათ გაზქურაში და დავტოვოთ 30-35 წუთით.
- 6 მივართვათ სალათასთან და ბოსტნეულთან ერთად.
გაფრთხილებები
- ცნობისთვის: მწვანე ზეთის ხილი იყიდება სხვადასხვა სახის : უკურკო, კურკიანი, დაჭრილი, დატენილი ან მწნილის სახით. დაუმატეთ ის მაკარონს, სალათას ან პიცას. დაჭრილი ზეთის ხილი ან უკურკო ისეთი არომატული არ არის, როგორც მთლიანი.