კულინარია

რეცეპტები

როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათი ნიგვზით

როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათი ნიგვზით

ავტორი: თაკო კარკალაია

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ჭარხალი 500 გრ.
  • ნიგოზი 100 გრ.
  • ნიორი 2 კბილი.
  • ძმარი 1 ჩ.კ.
  • ხმელი ქინძი 5 გრ.
  • უცხო სუნელი 5 გრ.
  • ყვითელი ყვავილი 5 გრ.
  • ცოცხალი ქინძი 20 გრ.
  • მწვანე ხახვი 50 გრ.
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

საფეხურები

  1. 1 ჭარხალი გარეცხეთ, მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში, გააგრილეთ, გაფრცქვენით, დაჭერით გრძლად და წვრილ ნაჭრებად.
  2. 2 ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანის წვრილ ბადეში, შეურიეთ ნიორი, სუნელები, ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
  3. 3 წვრილად დაჭერით ხახვი, ქინძი და გაყავით, ნახევარი შეურიეთ ჭარხალს, დაუმატეთ ნიგვზის მასა და მსუბუქად გადაურიეთ.
  4. 4 სალათი მოათავსეთ ჭურჭელში და მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი.