როგორ მოვამზადოთ შემწვარი ღორის ხორცი პომიდვრით და კარტოფილის გარნირით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ღორის ხორცი პომიდვრით და კარტოფილის გარნირით

 

ღორის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით ტაფაში ჯერ მაღალ, შემდეგ საშუალო ცეცხლზე. თავისივე ქონში შემწვარი ღორის ხორცი გამოდის უფრო ნაზი, ვიდრე სხვა სახეობის ცხიმში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი ერბო. შემწვარი ღორის ხორცი გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში, ცხიმის გარეშე.

 

ახალ ტაფაში ჩაასხით ცოტაოდენი ერბო ( შესაძლებელია კარაქის გამოყენება) და ზეთი, გაცხელებისთანავე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

 

ღია სახეობის ლუდში გახსენით აჯიკა, გახეხილი ნიორი და დაასხით მიღებული ნაზავი მოშუშულ ხახვს. ლუდის აორთქლებისთანავე ჩაყარეთ ტაფაში კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი.

 

შუშეთ პომიდვრის წვენის ამოშრობამდე და დაამატეთ შემწვარი ღორის ხორცის ნაჭრები. კარგათ მოურიეთ, ტაფას დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ორი სამი წუთის განმავლობაში.

 

კერძი მოათავსეთ თეფშზე და გვერდით მოუწყვეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი და ზეთში შემწვარი კარტოფილი.