კანონი და სამართალი - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ ბინა იპოთეკით გაქვთ და დეველოპერი გაკოტრდა

საქართველოში უამრავი მშენებარე ბინაა მიმდინარედ, ზოგიერთი მათგანი ცნობილი სამშენებლო კომპანიების მიერ შენდება, ზოგიერთი კი - მეტნაკლებად. ბინის მყიდველებისთვის, გარდა შემოთავაზებული პირობებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დეველოპერული კომპანიის რეპუტაცია, სტაბილურობა და სანდოობა. როგორ უნდა შევარჩიოთ სამშენებლო კომპანია, ამის თაობაზე შეგიძლიათ ჩვენს წინა ბლოგს გადახედოთ. შერჩევის შემდეგ კვლავ არსებობს რისკი, რომ მშენებლობა დროებით ან განუსაზღვრელი ვადით შეჩერდეს და ამის მაგალითები გვაქვს კიდეც.

ზოგიერთი კომპანია გაკოტრების პირას არის, ზოგიერთი ოფიციალურად გაკოტრდა, ზოგიც კი - განგებ არ ასრულებს იმ პროცედურებს, რაც კანონის მიხედვითაა განსაზღვრული, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს, ამით კი თავის კლიენტებს სრულ გაურკვევლობაშ ამყოფებს. გაკოტრების დროს გადახდის უნარის არმქონე კომპანია ვალების გადახდას ახერხებს, კომპანიების მფლობელებისთვის კი გაკოტრებულის სტატუსის მინიჭება საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად არიდებენ თავს ოფიციალურ პროცედურებს, საბოლოოდ კი შედეგი არ იცვლება - ორგანიზაცია ნადგურდება, კლიენტები კი დაზარალებულები რჩებიან.

როგორ მივიღოთ აშშ-ს მოქალაქეობა

Green Card-ის მფლობელს შეუძლია იცხოვროს აშშ-ში სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მას ეძლება დამატებითი უფლებები და ვალდებულებები: გადაადგილების სიმარტივე (გამგზავრება, დაბრუნება), არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თქვენი შვილები ავტომატურად ხდებიან აშშ-ს მოქალაქეები იმისდა მიუხედავად თუ სად არიან დაბადებულები და სხვა.

როგორ მოვითხოვოთ საპატრულო პოლიციის ჯარიმის გაუქმება

ხშირად მოქალაქეები არ ეთანხმებიან საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილ საჯარიმო ქვითარს, თუმცა არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებების თაობაზე.

როგორ უნდა მოხდეს ბინის გაყოფის პროცესი განქორწინების დროს?

საქართველოში განქორწინების ყოველწლიური სტატისტიკის მატების გათვალისწინებით, თქვენ არ ხართ ერთადერთი და გამონაკლისი, თუ მეუღლესთან დამშვიდობება და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეთ. ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტა სერიოზულინაბიჯიაორივემხარის ცხოვრებაში და არასდროს არის მარტივი, რასაც თან ყოველთვის მძიმე ემოციური ფონი ახლავს. გარდა ამისა, თავს იჩენს მრავალი მნიშვნელოვანი სადავო საკითხი, მათ შორის - როგორ უნდა გაიყოს ქონება, განსაკუთრებით კი საერთო საცხოვრებელი ბინა? აგრეთვე, ამ პროცესში რისი გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი?

ამ კითხვებზე პასუხი საკმაოდ კომპლექსურია, ვინაიდან ბინის გაყოფის რამდენიმე გზა არსებობს. თითოეულ მიდგომას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ამიტომ საუკეთესო გზის ასარჩევად მნიშვნელოვანია, იურისტთან და უძრავი ქონების აგენტთან კონსულტაციის გავლა. თუმცა, ზოგადი ინფორმაციისთვის, მოდით განვიხილოთ ამ პროცესთან დაკავშირებული არსებითი საკითხები.

როგორი განლაგების ბინა შევიძინოთ

დიდი ფართობი ყოველთვის არ არის ბინის კომფორტულობის გარანტია. მისი განლაგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. უკვე აშენებული მეორადი ბინის შეძენისას შეგიძლიათ გულმოდგინედ დაათვალიეროთ ის, შეაფასეთ ხედი ფანჯრიდან და შეამოწმეთ რამდენად კარგად ნათდება ოთახები. ახალ კორპუსში, განსაკუთრებით მშენებლობის საწყის ეტაპზე, მყიდველებს სთავაზობენ მხოლოდ კონკრეტული ბინების განლაგებას ან საცხოვრებელი კომპლექსის გეგმას. მათთვის, ვინც პირველად ყიდულობს უძრავ ქონებას და არაფერი სმენია დაგეგმარების გადაწყვეტების შესახებ, რთულია არჩევანის გაკეთება და მათ შორის მხოლოდ ფართობის და ოთახების რაოდენობის აღქმას შეძლებს.

როგორ დავწეროთ კარგი განცხადება კომერციული ფართის გასაქირავებლად

ონლაინ პლატფორმებს სულ უფრო ხშირად იყენებენ უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავებისთვის. ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად, ისეთი რეალტორების სერვისების პოპულარული იკლებს, რომლებიც მოძველებული წესით მუშაობენ და არ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. მომხმარებლებს, რომლებიც ონლაინ ეძებენ სავაჭრო თუ საოფისე სივრცეს, მარტივადშ ეუძლიათ ნახონ სასურველი ფართი SS.GE-ზე

როგორ შევიძინოთ ბინა იპოთეკით მომგებიანად

იპოთეკით ბინის შეძენა შესანიშნავი შესაძლებლობაა დატკბეთ თქვენი საკუთარი სახლის სიმყუდროვით, მაშინაც კი თანხის უმეტესი ნაწილი გაკლდებათ.

იპოთეკა არის უძრავი ქონების სესხების ფორმა. ის დგება, როდესაც კრედიტით ყიდულობენ ბინას: თანხის ნაწილს ბანკი გაძლევთ, ხოლო მყიდველი იღებს საკუთრების უფლებას. თუ სესხს დროულად არ დაფარავთ, ბანკს შეუძლია გაყიდოს ბინა და თანხა ვალის სანაცვლოდ დაიბრუნოს.

იპოთეკით ბინის შეძენისას საჭიროა ბანკი სწორად შეარჩიოთ და დაიწყოთ დოკუმენტების მოგროვება სესხის და ხელშეკრულების გასაფორმებლად. ასევე უნდა გადახედოთ საკანონმდებლო რეგულაციებს, სესხის პირობებს, წესებს და გადახდის გრაფიკს.

იპოთეკური სესხით შეგიძლიათ უძრავი ქონების (ბინის, აგარაკის, კომერციული ფართის, მიწის ნაკვეთის) შეძენა, რემონტი ან მშენებლობა,საცხოვრებლად ან შემდგომი გაქირავების მიზნით.

როგორ შევარჩიოთ სახლი ხანმოკლე ინვესტიციისთვის, გადაყიდვის მიზნით

უკანასკნელი 6-9 თვის განმავლობაში, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდს და მის შედეგებს ემთხვევა, თბილისსა და ბათუმში მკვეთრად შეიცვალა საბინაო ბაზარი. აღნიშნული მეტ-წილად განპირობებულია დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით და აღნიშნულით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებით მეზობელ სახელმწიფოში. შედეგად, თბილისსა და ბათუმში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, ფაქტობრივად გაორმაგდა. საბინაო ბაზარი, განსაკუთრებით გაქირავების მიმართულებით, მოუმზადებელი შეხვდა გაზრდილ მოთხოვნას, რამაც გასაქირავებელი ბინების დეფიციტი გამოიწვია. TBC კაპიტალის 2022 წლის ოქტომბრის კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქირა უმეტეს უბნებში გაორმაგებულია. ამავე კვლევის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე უბნების მიხედვით 750$-1800$ ფარგლებში მერყეობდა. ყველაზე მაღალი ფასები სოლოლაკში, ვაკეში, ვერაზე და მთაწმინდაზე დაფიქსირდა. ხოლო, საშუალო გასაქირავებელი ფასის ინტერვალი 9$-14$-ია.

როგორ ვიყიდოთ და გავაერთიანოთ ორი ბინა

ორი ბინის გაერთიანება, საუკეთესო შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ეტაპზე ხდება. ამ დროს თავად მშენებელი შეგიწყობთ ხელს მოარგოთ ორი ბინა ერთმანეთს. თუმცა, არც დასრულებული სახლების გაერთიანებაა შეუძლებელი, მართალია, ამ დროს უკვე გარკვეული სირთულეები შეიქმნება წარმოიქმნას.

ორი ბინის გაერთიანებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ყველაზე მთავარი, ყოველთვის ფართის გაზრდაა, ასევე შეამცირებთ კომუნალურ გადასახადებს, გექნებათ ოთახების მრავალფეროვანი განლაგება. მაგრამ როგორ შეარჩიოთ ამისთვის ბინები. ერთ სართულზე თუ ერთმანეთის თავზე. როგორია ბინების გაერთიანების იურიდიული მხარე.

როგორ მოიქცეთ, როცა დამქირავებელი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს?

რა უნდა იცოდნენ მესაკუთრეებმა, როცა დამქირავებელი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს?

ბინის გამქირავებელთა და დამქირავებელთა შორის დავები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცხოეთის მოქალაქეები ბინების დატოვებაზე მესაკუთრეებს უარს ეუბნებიან. აღნიშნული პრობლემის წინაშე ბინათმფლობელთა ნაწილი უკვე წლებია, არა მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებისგან დგას.

2015 წლამდე, კანონმდებლობის შესაბამისად, გამქირავებელს შეეძლო, ურჩი დამქირავებელი საცხოვრებლიდან პოლიციის ძალით გამოესახლებინა, რისთვისაც სამართალდამცველი ორგანოებისთვის მხოლოდ საკუთრების დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენა იყო საჭირო. ამავე წელს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გამქირავებელს დამქირავებლის გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია, რაც საცხოვრებლის გათავისუფლების პროცესს აჭიანურებს და მესაკუთრეს პრობლემებს უქმნის.

როგორ ვიგირაოთ ბინა უსაფრთხოდ

უძრავი ქონების დროებით საკუთრებაში გადმოცემის ერთერთი საშუალება ბინის დაგირავებაა. მათ, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ, უწევთ იქირაონ ან იგირაონ ბინები. ეს ორი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ქირავნობის შემთხვევაში ყოველთვიური საფასურის გადახდაა საჭირო, დაგირავების შემთხვევაში კი შედარებით მაღალ ფასს ერთიანად იხდით და წინასწარ შეთანხმებული გარკვეული დროით ცხოვრობთ ბინაში, დროის გასვლის შემდეგ კი თქვენ მიერ გადახდილი თანხა უკან გიბრუნდებათ. ამ ზედაპირული განმარტების მიღმა, სამართლებრივი კუთხით, გირავნობა უკავშირდება რამდენიმე ტიპის ურთიერთობას: ბინით სარგებლობას, იპოთეკას და სესხის ხელშეკრულებას.

ოქრო და ავტომობილი - როგორია საპროცენტო განაკვეთები ლომბარდებში

ოქროს ნაკეთობები და ავტომობილი - ეს 2 რამ საქართველოში დალომბარდებულ ნივთებს შორის შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლომბარდებიც უფრო მეტად ამ ნივთებს იბარებენ. თუმცა როგორც თბილისში მდებარე ლომბარდებში აცხადებენ, მოსახლეობის ნაწილი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს აბარებს ყველაფერს, რისი დალომბარდებაც შეიძლება.

მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე პოპულარული მაინც ოქროს და ავტომობილის დალომბარდებაა. შესაბამისად, ლომბარდის თუ ლომბარდული სესხის გამცემ საფინანსო სექტორის ვებ-გვერდზე განაცხადები ძირითადად ამ 2 პროდუქტზე გვხვდება.

„თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, თუ თქვენ უცებ დაგჭირდათ თანხა, რომელსაც ვერ შოულობთ და გყავთ ავტომობილი, (გაქვთ ოქრო ან სხვა ძვირფასი ლითონი/ქვა) ჩვენი ლომბარდი მარტივად, ყოველგვარი ზედმეტი საბუთების გარეშე (ხელფასის ცნობა, საბანკო ამონაწერი და ა.შ) დაგიმტკიცებთ ავტო სესხს“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამაინც რა წესები ოქმედებს ქართულ ლომბარდებში და როგორია საპროცენტო განაკვეთები?

რა მეთოდებს იყენებენ ინტერნეტთაღლითები საქართველოში და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

ინტერნეტთაღლითობა ბოლო წლების ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევად რჩება, დაზარალებულთა რაოდენობა კი დღითიდღე იმატებს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების, კერძო თუ საჯარო სექტორის მიერ მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტთაღლითობის ახალი ფორმის შესახებ, იქმნება ახალი და სულ უფრო რთულად ამოსაცნობი სქემები, რომლებსაც უამრავი ადამიანი შეჰყავს შეცდომას.

კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა Phishing-ი - ელ-ფოსტით ან სხვა საშუალებით ყალბი შეტყობინების გაგზავნა ცნობილი კომპანიის ან ორგანიზაციის სახელით, რათა სუბიექტის პირად ინფორმაციას, ძირითადად, საბანკო მონაცემებს დაეუფლონ. ფიშერები ამისათვის მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ: ყალბი გათამაშებები, ბანკებისა და ონლაინ მაღაზიების ყალბი ვებგვერდები, მოდის, მოგზაურობისა და სხვადასხვა მიმართულებით კოლაბორაციის ყალბი შეთავაზება, რაც საბოლოოდ დაზარალებულის ფინანსების მითვისებით სრულდება.

ბოლო პერიოდში ფიშერებმა დაგეგმეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სქემა, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი ონლაინ პლატფორმის მომხმარებლების მონაცემთა უკანონოდ დაუფლებასა და მათი ანგარიშებიდან თანხის მოპარვას გულისხმობდა.

როგორ მივიღოთ კუთვნილი მემკვიდრეობა?

როგორ რეგულირდება კანონით ქონების გაყოფის საკითხები, ეს ყველას აინტერესებს და საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია. ისიც ფაქტია, რომ სამართლებრივი ნორმების არცოდნის გამო ბევრი ადამიანი ზარალდება და კარგავს უფლებას მიიღოს დატოვებული ქონება. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა მემკვიდრეები ქონებას ვეღარ იყოფენ, რაც ოჯახის წევრებს შორის სერიოზულ კონფლიქტამდე მიდის, ამიტომ მათ შორის დავა სასამართლოში გრძელდება. მშობლებმა ასეთი უსიამოვნება ოჯახის წევრებს თავიდან რომ აარიდონ, ალბათ ჯობს, კანონის დაცვით ანდერძი დაწერონ და ქონება შვილებს სიცოცხლეშივე გაუნაწილონ.

ადამიანის გარდაცვალებიდან რა ვადაში უნდა მოითხოვონ მემკვიდრეებმა კუთვნილი წილი, რა უნდა ვიცოდეთ მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფაზე? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იურისტი, ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი - გვანცა გურგენიძე გვესაუბრება.

როგორ შევიცვალოთ სახელი/გვარი სახლიდან გაუსვლელად

სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების მსურველმა პირმა სახლიდან გაუსვლელად ვებგვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება, ატვირთოს საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს ნება სახელის ან/და გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე.

როგორ ავიღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა

საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა.

კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც.