როგორ უნდა აღადგინოთ საქართველოს მოქალაქეობა - rogor.ge

როგორ უნდა აღადგინოთ საქართველოს მოქალაქეობა

საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

  • არამართლზომიერად;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით გზით;
  • მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

სრულწლოვან ქმედუნარიან დაინტერესებულ პირს აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება, თუ მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა.

საქართველოს სახელმწიფო ენის დადგენილ ფარგლებში ცოდნა არ მოწმდება იმ პირების მიმართ, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ არამართლზომიერად.

შენიშვნა: პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად შეუწყდა, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება მხოლოდ მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

სად შეიძლება წარედგინოს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე?

დაინტერესებული პირი განცხადებას აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე წარადგენს:

იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში;საზღვარგარეთ , საკონსულო დაწესებულებაში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში;

ვინ შეიძლება წარადგინოს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე?

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით;დაინტერესებული პირის წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.შენიშვნა:

არასრულწლოვანის პირის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა.

14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მისი თანხმობით.

რა დოკუმენტებია წარმოსადგენი სრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე?

აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

დადგენილი ფორმის განცხადება;მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა);იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;ფოტოსურათი.საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ასევე აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლების გათვალისწინებისთ ერთ-ერთი დოკუმენტი:

ა) საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, აღდგენის წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის გაივლის ტესტირებას დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნის შესამოწმებლად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!

ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მომსახურეობის ვადა და საფასურისაქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მომსახურეობის საფასური:

30-ე კალენდარულ დღეს მომსახურების საფასური 130 ლარი;მე-20 კალენდარულ დღეს მომსახურების საფასური 195 ლარი ;ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

შენიშვნა: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით განაცხადის წარდგენის დროს გადახდილი საფასური პირს დაუბრუნდება, თუ დადგინდა რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.

წყარო: https://psh.gov.ge/