როგორ დავარეგისტრიროთ შპს და რა უნდა ვიცოდეთ - rogor.ge

როგორ დავარეგისტრიროთ შპს და რა უნდა ვიცოდეთ

მისი რეგისტრაცია მარტივია და შესაძლებელია დაფუძნდეს როგორც რამდენიმე, ისე მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ, ამ შემთხვევაში კომპანიის დამფუძნებელი/პარტნიორი და დირექტორი/ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ერთი და იგივეა. (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოებისა და კოოპერატივის რეგისტრაციისათვის აუცილებელია სულ მცირე 2 დამფუძნებლის არსებობა);პარტნიორი/დამფუძნებელი კრედიტორების წინაშე პასუხს თავისი ქონებით არ აგებს, სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელწოდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ვინაიდან პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ შპს-ს ქონებით განსხვავებით მეწარმე სუბიექტების სხვა სამართლებრივი ფორმებისა (ინდივიდუალური მეწარმე სრულად მთელი თავისი ქონებით არის პასუხისმგებელი აღებული ვალდებულებებისათვის, ისევე როგორც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებლები);შპს-ს რეგისტრაციისათვის არ მოითხოვება საწესდებო კაპიტალის არსებობა;კანონმდებელი დამფუძნებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ თავად განსაზღვროს წესდებით მმართველობის ფორმა, მმართველი ორგანო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შპს არის იურიდიულ პირს და ის როგორც დამოუკიდებელი უფლებებისა და ვალდებულებების მქონე, აუცილებელია, დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში, ვინაიდან, რეგისტრაციამდე განხორციელებული მოქმედება არ ითვლება საზოგადოების მიერ განხორციელებულად და მის შედეგებზე ამ მოქმედების განმახორციელებელი პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად მთელი თავიანთი ქონებით.

როგორ ხდება შპს-სრეგისტრაცია?

შპს-ს რეგისტრაციისათვის აუცილებელია, მოქალაქეებმა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (იუსტიციის სახლს), რომელიც მეწარმეთა და არასამეწრმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ახდენს შპს-ს სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემები და დაცული დოკუმენტაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული სახით.

რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;- ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება;- იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი რეგისტრირდება პარტნიორის/დამფუძნებლის, ხელმძღვანელის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირების საკუთრებას, დამატებით აუცილებელია მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოთ აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა);- იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იმავდროულად არ არის საზოგადოების დამფუძნებელი, შპს-ს რეგისტრაციისათვის აუცილებელია სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული მისი წერილობითი თანხმობა ხელმძღვანელ პირად დანიშვნის თაობაზე. იხილეთ ვრცლად

წყარო: myadvokat.ge