როგორ მივიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად? - rogor.ge

როგორ მივიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად?

ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი

დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ბიომეტრიული პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ რაც თქვენ მოთხოვნების შესაბამისად, დააკმაყოფილებთ ყველა არსებულ პუნქტს, გექნებათ წვდომა ინფორმაციასთან თუ როდის იქნება მზად თქვენი პასპორტი და რამდენია საფასური.

ბიომეტრიული პასპორტის გაცემისა და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.

რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად?

ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტოსურათი (იხ. ICAO-ს სტანდარტების ბიომეტრიული ფოტოსურათების მაგალითები), ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

დეტალურად

ნატა ბეწუნაიძე