როგორ მოვიგოთ მწვანე ბარათი, რეგისტრაცია და წესები - rogor.ge

როგორ მოვიგოთ მწვანე ბარათი, რეგისტრაცია და წესები

მოთხოვნა #1: განმცხადებელი უნდა იყოს დაბადებული პროგრამისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში.

თუ თქვენ არ დაიბადეთ იმ ქვეყანაში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია, არსებობს კიდევ ორი გზა, რა შემთხვევაშიც შესაძლოა, იყოთ კვალიფიციური:

● თქვენი მეუღლე დაიბადა იმ ქვეყანაში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია? თუ ასეა, მაშინ შეგიძლიათ, მიუთითოთ მეუღლის დაბადების ქვეყანა იმ პირობით, თუ თქვენ და თქვენი მეუღლე ერთდროულად მიიღებთ ვიზებს და ერთდროულად გაემგზავრებით აშშ-ში.

● დაიბადეთ იმ ქვეყანაში, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია, მაგრამ თქვენი არცერთი მშობელი იქ არ დაბადებულა და თქვენი დაბადების მომენტში იმ ქვეყნის რეზიდენტები არ იყვნენ? მაშინ შეგიძლიათ მიუთითოთ ქვეყანა, სადაც თქვენი რომელიმე მშობელი დაიბადა, თუკი ეს ქვეყანა შედის იმ ქვეყანათა სიაში, რომელსაც 2024 წლის პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს.

მოთხოვნა #2: თითოეული განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს განათლების ან სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას.

თითოეული განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს განათლების ან სამუშაო გამოცდილების მოთხოვნას: ● განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია - და, რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით.

ან

● ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. აშშ-ის შრომის დეპარტამენტის “O*Net OnLine” მონაცემათა ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ საკვალიფიკაციო სამუშაო გამოცდილების დადგენა.

ასევე მეტი დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ აშშ-ის საელჩოს გვერდს საქართველოში . https://uploads.mwp.mprod.getusinfo.com/uploads/sites/97/2022/10/DV-2024-Instructions-in-GEO-1.pdf

ნატა ბეწუნაიძე