როგორ მოიქცეთ, როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გაბარებთ? - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გაბარებთ?

- ბატონო ოთარ, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, უძრავი ქონების შეძენის რა რეგულაციას ითვალისწინებს კანონმდებლობა?

- უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთების შემთხვევისგან განსხვავებულ წესს ადგენს, რაც მოიაზრებს შემდეგს:

იმისათვის, რათა ბინის შემძენი ჩაითვალოს უძრავი ნივთის მესაკუთრედ და წარმოეშვას მესაკუთრის უფლება-მოვალეობები, აუცილებელია 2 კომპონენტის დაცვა:

1. ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება და

2. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაცია.

- ანუ მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება და უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის გადახდა არ არის საკმარისი...

- დიახ, არ არის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულებებს წარმოშობს, თუმცა ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ცვლილებას უძრავ ნივთზე.

საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, უძრავის ნივთის მესაკუთრედ სწორედ ის პირი ითვლება, ვინც ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

შესაბამისად, თუკი რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია არ განხორციელდა, მხოლოდ ხელშეკრულების დადება საკუთრების უფლებას ვერ შეცვლის უძრავ ნივთზე. საკუთრების უფლება შემძენზე წარმოიშობა სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ.

- ძალიან პრობლემურია ბინის შეძენა, განსაკუთრებით, მშენებარე მდგომარეობაში. რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს ამ კუთხით?

- დიახ, გეთანხმებით, ბინის შეძენა საკმაოდ რთული პროცესია და დეტალურ დაკვირვებას საჭიროებს, განსაკუთრებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე.

უმჯობესი იქნება, შეამოწმონ გამყიდველი კომპანია სამეწარმეო რეესტრში, რათა მიიღონ ინფორმაცია შესაძლო აკრძალვებისა და ყადაღების შესახებ, რამაც შესაძლოა სამომავლოდ დაბრკოლებები წარმოქმნას. ასევე, სასურველია შეამოწმონ უძრავი ქონების სტატუსიც, რათა გამოირიცხოს ფართზე რაიმე სახის შეზღუდვა/იპოთეკა/სხვა ვალდებულება.

უშუალოდ მშენებარე ბინის შემთხვევაში, აღვნიშნავ, რომ მას მინიჭებული უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი და ხელშეკრულების გაფორმებამდე, სასურველია, განაახლონ ის. განაგრძეთ კითხვა

წყარო: myadvokat.ge