საქართველოში ბიზნესის დაწყება მინიმალური ბიუროკრატიითაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ უამრავი ახალგაზრდა, ადგილობრივი და დისტანციურად მომუშავე ადამიანიც იჩენს ინტერესს სტარტაპის წამოწყების მიმართ.
ეს სტატია გაგაცნობთ პრაქტიკულ რჩევებს და ბიუჯეტურ ბიზნეს-იდეებს, რომ საქართველოში საკუთარი საქმე წარმატებით დაიწყოთ.
ინვენტარიზაცია ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რუტინული და დამღლელი მოვალეობაა, თუმცა რეალურად ეს პროცესი პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის ეფექტიანობაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და მომავალი ზრდის პოტენციალზე.
მართებული და გამარტივებული ინვენტარიზაცია არა მხოლოდ ამცირებს ადამიანურ შეცდომებს, არამედ გეხმარებათ უფრო სწრაფად მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როგორ გავიმარტივოთ ინვენტარიზაცია.
ვერასდროს გაიგებ, რომელ უცნაურ იდეას მოჰყვება დიდი მოთხოვნა და წარმატება. ზოგიერთი ბიზნესმენი სრულიად უჩვეულო იდეებით გამდიდრდა და მათი ისტორიები მოულოდნელად შთამაგონებელია.
ტკბილეული ერთ-ერთია, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ უყვარს ტკბილეული. ბაზარზე ბევრი ტკბილი პროდუქტია და ყველას შეუძლია იპოვოს ის, რაც მოსწონს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეული - კარამელია. მხოლოდ შოკოლადს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მას ყველაზე მოთხოვნადი დელიკატესის ტიტულისთვის.
თქვენ არ გჭირდებათ ყველა ხიდის დაწვა თქვენი წარმატებული ბიზნესის დასაწყებად. ამჟამინდელი სამუშაოს შენარჩუნება დაგეხმარებათ ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭიროთ - არა მხოლოდ გექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო, არამედ ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. თუმცა მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ წონასწორობა და გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ და რა ქმედებებია მკაცრად აკრძალული.
ნეგატიური "რევიუები" ბიზნესის ტკივილია. ხალხი შეიძლება არ იყოს კმაყოფილი პროდუქტის ხარისხით. იგივე ეხება სერვისებს - მაგალითად, სასწავლო კურსის მოლოდინები შეიძლება სულ სხვა აღმოჩნდეს. ჩვენ გეტყვით, როგორ გადაჭრათ პრობლემა.
რთულ დროს ცუდი იდეა არ არის სანდო პარტნიორის პოვნა, როცა გჭირდებათ პირად ცხოვრებაზე ფოკუსირება. დაისვენეთ ნებისმიერ დღეს. არ გსურთ რაღაცის გაკეთება? დავალებას სხვას აძლევთ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის.
მარც კუკერბერგი რა ხანია, მსოფლიო მილიარდერებს შორის არის. "ფეისბუქის" დამაარსებელი და მფლობელი 29 წლის არის, თუმცა, კარგა ხანია, მილიარდიან ქონებას უდგას სათავეში. ამჟამად მისი ქონება 28,6 მლრდ დოლარია.
მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, პროგრამისტი და მეწარმე ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში, 1984 წელს დაიბადა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ უაიტ-პლეინსში, ებრაულ ოჯახში. მამამისი სტომატოლოგია, დედა - ფსიქოლოგი. მარკს სამი და ჰყავს. სკოლის წლებშივე დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამირებით. ქსელური თამაშების შექმნაც სცადა; ხოლო სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" შექმნა მეგობრებთან, კრის ჰიუზსა და დასტინ მოსკოვიცთან ერთად ჯერ კიდევ სტუდენტობისას წამოიწყო. ფინანსური დახმარება ამ ჭკვიან ბიჭებს ბრაზილიელმა სტუდენტმა ედუარდო სავერინმა გაუწია. სხვათა შორის, ის მოგვიანებით ცუკერბერგმა კომპანიის მმართველობას ჩამოაშორა, რასაც სასამართლო გარჩევები მოჰყვა.
დღეს ცუკერბერგს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია აქვს, თუმცა, ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობს: არ უყვარს პომპეზურობა და დიდი ფუფუნება. ცოლიც სრულიად ჩვეულებრივი მოიყვანა - დიდი ხნის მეგობარი პრისცილა ჩანი, რომელიც ფოტომოდელის გარეგნობით არ გამოირჩევა.
ფელიქს გონგლაძეს ხუთი თვეა, რაც ბატიბუტის ბიზნესი აქვს.
ინდმეწარმეს ”პოპკორნის” აპარატი ასლების გადაღებისათვის ნაქირავებ ფართთან აქვს განთავსებული და ბატიბუტის გაყიდვიდან შემოსული თანხა, მისთვის მცირე, მაგრამ დამატებითი შემოსავალია. ”ბიზნესპრესნიუსი” ამ ბიზნესის დეტალებით დაინტერესდა ...
რა არის საჭირო იმისათვის, რომ მსურველმა ბატიბუტის ბიზნესი დაიწყოს? ამ საქმიანობით დაკავებული ინდმეწარმე კითხვაზე საპასუხოდ ამბობს, რომ ამ ბიზნესის დაწყება ერთ-ერთი ყველაზე მარტივია, მთავარია გქონდეს აპარატი, შეიძინო ბატიბუტის სიმინდი, ზეთი და მარილი.
ბიზნეს-გეგმა-ეს არის პროგრამა, რომელიც აღწერს კომპანიის საქმიანობას, პროდუქტზე, მომსახურებაზე, ინფორმაციის წარმოებაზე და ასევე ორგანიზაციის ეფექტურობაზე. სწორი დაგეგმარება ხელს უწყობს კომპანიის სწორ მუშაობას და მოგების გაზრდას. სერიოზულად მიუდექით ბიზნეს გეგმის შემუშავებას, რადგან შემდეგი წლები კომპანია იმუშავებს თქვენს მიერ გაწერილი გეგმით.
ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეთ, მაგრამ არც გამოცდილება გაქვთ და არც საწყისი კაპიტალი? ე.ი. ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა და კარგი იქნება, თუ მას გულდასმით შეისწავლით. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ნამდვილად არ ინანებთ. აღნიშნულ ინსტრუქციაში ავხსნით ყველა იმ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც ახალბედა ბიზნესმენებს საქმის წამოწყებას გაუადვილებს და წარმატებას უფრო მიუახლოვებს. იმისთვის, რომ ბიზნესი მინიმალური რისკებით და წარმატების დიდი შანსებით დაიწყოთ, ეს 10 რკინის წესი გაითვალისწინეთ.
როგორ უნდა დავიწყოთ ან განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი და რა სახის დახმარებას გვთავაზობს ამისათვის სახელმწიფო? როგორ ახორციელებს სახელმწიფო ბიზნესის ხელშეწყობას და რა პროცედურების გავლაა ამისათვის საჭირო? რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ იმისათვის, რომ სახელმწიფო დაფინანსება მივიღოთ? ეს კითხვა საქართველოს ბევრ მოქალაქეს აწუხებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოგცეთ ინსტრუქცია სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჩართვის დეტალებთან დაკავშირებით.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროგრამას "აწარმოე საქართველოში". პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს რეგიონებში. პროგრამა გამიზნულია ახალი ბიზნსის წამოწყებისთვის, ან
არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.
ბიზნესის მფლობელები, რომლებიც შეწუხებული არიან თავიანთი გაყიდვებით და მარკეტინგული შესაძლებლობებით, გაუმჯობესება უნდა დაიწყონ იმით, რომ დაშალონ ტერმინი „გაყიდვები და მარკტინგი“ ადვილად მართვად ელემენტებად, რაც სრულდება ჩამოყალიბებული სიით. სია უნდა გადაიხედოს და ამის შედეგად დადგინდეს პრიორიტეტული სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს სია ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლად გამოიყენება.
ახალი პროდუქცია ეს არის კომპანიის კონკურენტუნარიანობის სტრატეგიის ზრდის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი. წარმატებული კომპანიის წარმომადგენლებისათვის ცნობილია, რომ საკმარისი არ არის ახალი პროდუქტის განვითარება მხოლოდ ერთჯერად საწყისზე. უკანასკნელი წლის განმავლობაში, თითქმის 22 000 პროდუქტი იქნა წარმოდგენილი სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, დიდ უნივერმაღებში.
ჩვენში ადამიანები ესწრაფვიან წარმატებას, მაგრამ არ ფლობენ მისი მიღწევის ტექნოლოგიებს. ამ ეტაპზე, თქვენ გჭირდებათ ჩამოყალიბდეთ თქვენს მიზნებში, ნათლად განსაძღვროთ რა გსურთ და რა გაკლიათ იმისათვის, რომ ის მიიღოთ. წარმატებას, რომ მიაღწიოთ საჭიროა გახდეთ ზუსტად ისეთი პიროვნება, რომელსაც აქვს ყველას ის თვისება და შესაძლებლობა, რაც მიზნის მისაღწევად არის საჭირო.
მცირე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ადგილის შერჩევა. მაღაზიის ადგილის შერჩევის კრიტერიუმებად უნდა მიიჩნიოთ: მაღაზიის შეთავსებადობა და ზონირება. მცირე ბიზნესისათვის ადგილის შერჩევა განვიხილოთ საცალო სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) მაგალითზე.
მცირე ბიზნესში მეტად მნიშვნელოვანია დროის შერჩევა – როდის დავიწყოთ იგი. საკუთარი ბიზნესის დაწყება ყოველთვის შეიძლება, თუნდაც პენსიაზე გასვლის დადგომის პერიოდისათვის, მთავარია თქვენ თავს თვლიდეთ მომზადებულად. მიუხედავად იმისა, ბიზნეს-იდეის გაჩენის მომენტისათვის სად მუშაობთ, რა საქმიანობას ეწევით და მოგწონთ თუ არა ეს საქმიანობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში საკუთარ ბიზნესს იწყებენ: სასწავლებელში სწავლის ან მისი დასრულების შემდეგ პერიოდში, ან სხვა სამუშაოზე მუშაობის დროს.