4 რჩევა, თუ როგორ აქციოთ ჰობი ბიზნესად - rogor.ge

4 რჩევა, თუ როგორ აქციოთ ჰობი ბიზნესად

უპასუხეთ კითხვას: „თქვენი გატაცება მხოლოდ ჰობია თუ საოცნებო კარიერა"?

ჰობის კარიერად გადაქცევა სულაც არ არის ადვილი. თქვენ უნდა გეყოთ მოთმინება და მზად იყოთ წარუმატებლობისთვისაც. ჰობის ბიზნესად გადაქცევას დიდი ძალისხმევა სჭირდება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანების 99% არ რისკავს.

აირჩიეთ სამიზნე

როდესაც გადაწყვეტთ რა სფერო გაინტერესებთ, ეცადეთ მაქსიმალურად იყოთ ინფორმირებულები ამის შესახებ, მაგალითად თუ გადაწყვეტთ მწერალი გახდეთ, დაინტერესდით იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებმაც ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს: ჰემინგუეი, სტივენ კინგი, სელინჯერი. შემდეგ, წაიკითხეთ იმ ავტორთა ნაწარმოებები, რომლებიც არ მოგწონთ, თუმცა, შეძლეს თავიანთი წიგნების ათობით მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა. შეგიძლიათ დაინტერესდეთ სხვა ტიპის მწერლებითაც, მაგალითად როგორიცაა ქოფირაითერი, მიმომხილველი, ჟურნალისტი.

ივარჯიშეთ

ყოველდღე უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს ეს საქმე და გამონახოთ დრო. მთავარია მცირედი მაინც გააკეთოთ და თუნდაც მხოლოდ რამდენიმე წუთი გამოყოთ. ყოველდღიური პრაქტიკის გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი გატაცების ბიზნესად გადაქცევას. ადამიანები ძირითადად გამოცდილებაში იხდიან და არა თეორიაში.

ისწავლეთ საქმიანი მხარე

ადამიანები უნდა გაეცნონ თავიანთი ინდუსტრიის ბიზნეს მხარეს. მიზეზი, რის გამოც ასე ცოტა მწერალი ხდება ცნობილი და დიდ ფულს შოულობს, არის ის, რომ უმეტესობა არც კი ცდილობს ისწავლოს თავისი ინდუსტრიის ბიზნეს მხარე. მათ ეჩვენებათ, რომ ფული ჯადოსნურად მოვა და ნერვიულობენ, როდესაც ეს არ ხდება. რომ ხალხი არ ყიდულობს პროდუქტს, ან მომსახურებას. ისინი ყიდულობენ გრძნობებს, ემოციებს და ბრენდებს. ყიდულობენ შედეგებს.