როგორ შევქმნათ ახალი პროდუქტი (სასიცოცხლო ციკლი) - rogor.ge

როგორ შევქმნათ ახალი პროდუქტი (სასიცოცხლო ციკლი)

 

მოთხოვნათა შემუშავება. ამ სტადიაზე განისაზღვრება ფუნქციები და ყალიბდება მოთხოვნები პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლებისადმი. რაც არ უნდა შევქმნათ ჩვენ - შენობა, თვითმფრინავი თუ საინფორმაციო სისტემა, - პროდუქტისადმი მოთხოვნებით დადგინდება, თუ როგორ დააკმაყოფილებს ეს პროდუქტი მისი პოტენციური მყიდველის მოთხოვნილებებს.

 

დაპროექტება დაპროექტების დროს მუშავდება პროდუქტის მონახაზები, რომელიც დააკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს. ეს მონახაზები უნდა წარმოადგენდნენ პროდუქტის დაწვრილებით აღწერას. მაგალითად, სამშენებლო ტექნიკური დოკუმენტაცია წარმოადგენს მომავალი სახლის დაწვრილებით აღწერას.

 

შექმნა შემდეგ მზადდება თვითონ პროდუქტი და დგინდება ამ პროდუქტის ეფექტიანი ექსპლოატაციის მანორმირებელი ტექნიკური დოკუმენტაცია. თუ, მაგალითად, საუბარია შენობის მშენებლობის შესახებ, მაშინ ამ სტადიაზე გაკეთდება თხრილი მომავალი საძირკვლისათვის, ჩაისობა ხიმინჯები და ა.შ. თუკი საუბარია თვითმფრინავის ახალი მოდელის შექმნაზე, მაშინ შექმნაში იგულისხმება სამუშაოთა ფართო წრე, მათ შორის, ახალი საწარმოო პროცესების შემუშავებაც. (ასეთ შემთხვევაში პროდუქტს წარმოადგენს არა მარტო ახალი თვითმფრინავი, არამედ თვითმფრინავის აწყობის მთელი ახალი ტექნოლოგიური პროცესი).

 

ექსპლოატაცია მას შემდეგ, რაც შემუშავდება ახალი პროდუქტი, იწყება მისი პრაქტიკული გამოყენების ეტაპი. ამ ეტაპზე ხდება პროექტების გარდაქმნა მიმდინარე ოპერაციებად: ბეისბოლის ახალ სტადიონზე ტარდება მატჩები, ხდება ავტომობილის ახალი მოდელის სერიული წარმოება, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით დაკავებული კომპანია ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს მისი საპროგრამო პროდუქტების მომხმარებლებს. ექსპლოატაციის სტადია შეიძლება გაგრძელდეს მრავალი წლის განმავლობაში და მოიცავდეს უამრავ პროექტს.