როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა - rogor.ge

როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა

 

ბიზნეს გეგმაში უნდა შედიოდეს თავფურცელი, რეზიუმე და შემდეგი განყოფილებები: -ინფორმაცია კომპანიის შესახებ.; -პროდუქტები და მომსახურება; -ეკონომიკური სექტორის ანალიზი; -მარკეტინგული ანალიზი და სტრატეგია; -საწარმოო გეგმა და პროცესი; -ორგანიზაცია და მართვა; -ფინასური გეგმა; -რისკის ანალიზი; -განცხადება;

 

თავფურცელი: მიუთითეთ სახელი, მისამართი, კომპანიის ტელეფონი, მფლობელების სახელი გვარი, ტელეფონი, ბიზნესის სფერო, დაფინანსირების საჭიროება, ბიზნეს გეგმის შექმნის თარიღი, შემქნელის სახელი გვარი, შეიტანეთ პუნქტი კონფინდეციალობის შესახებ.

 

ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანიის შექმნის ისტორია, ბიზნესის ტიპი, ბიზნესის ტენდენციები, ძირითადი მიზნები, მიღწევები და პრობლემები, ძლიერი და სუსტი მხარეები, აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდები, უსაფრთხოების სისტემა.

 

პროდუქტები და მომსახურება: განმასხვავებელი მახასიათებლები პროდუქციისა და მომსახურების, მოიტანეთ ასორტიმენტი, მისი დამზადების ღირებულება და მომგებიანობა, სტრატეგიული შესაძლებლობები და გეგმები, ფართო წარმოება.

 

ეკონომიკური სექტორის ანალიზი: აღწერეთ სიმწიფე კონკურენციის ხასიათი კონკრეტულ სფეროში, ინოვაცია და ტექნოლოგიური ცვლილებები, სამართლებრივი კანონმდებლობა და ეკონომიკური ტენდეციები.

 

მარკეტინგული ანალიზი და სტრატეგია: დიდი ყურადღება მიაქციეთ მარკეტინგულ ანალიზს და სტრატეგიას, რადგან ისინი აჩვენებენ ფირმის შესაძლებლობებს და უნარს გავიტანოთ ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება ბაზარზე. ასახეთ თქვენი ბაზრის წილი ქალაქის ან ქვეყნის მაშტაბით, დეტალურად აღწერეთ კონკურენტები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, პერსპექტივები.

 

საწარმოო გეგმა და პროცესი: დაითვალეთ მარკეტინგზე გაწეული ხარჯები, წარმოადგინეთ სტრატეგია საბაზრო დაგეხმარება და ხარჯები მომხმარებლის მომსახურეობაზე, ხარისხის კონტროლი, ნედლეურის საჭიროება და მასთან დაკავშირებული ხარჯები, მიუთითეთ ძირითადი მომწოდებლები, ისტორია ურთიერთობის და ძირითადი თანამშრომლობის პირობები, აღნიშნეთ ხელმისაწვდომი იჯარით ფართი ან საკუთარი, მოწყობილობები, ინფორმაცია პერსონალის შესახებ, ხელფასის დონე, იმის საჭიროება, რომ მოვიზიდოთ ახალი კადრები.

 

ორგანიზაცია და მართვა: უნდა შეიცავდეს საკუთრების ფორმას (შპს,სპს, სს და ა. შ.) მთავარი მონაწილეები და აქციონერები, ინფორმაცია ტოპ მენეჯერებზე, პროფესიული გამოცდილება, მიღწევები და მოვალეობები.

 

ფინასური გეგმა: სავარაუდო გაყიდვების რაოდენობა, ხარჯები, ფულადი ნაკადი და საანგარიშო პროგნოზი. ბიზნეს გეგმის ეს ნაწილი მაქსიმალურად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, აღნიშნული გათვლებით, სქემებით, გრაფიკებით და ა. შ.

 

რისკის ანალიზი: რომელიც შეიძლება შეიცვალოს ეკონომიკის ვითარებით ქვეყანაში, ბაზრის არასტაბილურობით, არასტაბილური ვითარებით რეგიონში და სხვა.

 

განცხადება: შეაჯამეთ ძირითადი იდეები, მიზნები და ბიზნეს გეგმის შედეგი. ბიზნეს გეგმა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ ინვესტროს მოანდომოს დეტალურად წაიკითხოს. ინვესტორს წარუდგინეთ: მტკიცე ბაზრის ანალიზი, პროდუქტის სპეციფიკურობა, ფოტოები, სარეკლამო ბროშურები, ტოპ მენეჯერების რეზიუმე, კონტრაქტი, სარეკომენდაციო წერილი.