ინტერიერი - rogor.ge

როგორ გამოვაჩინოთ სახლი 10-ჯერ უფრო დიდი: 6 ხერხი ინტერიერის დიზაინერებისგან

პატარა სივრცეში ცხოვრებისას თითოეულ კვადრატულ მეტრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მართალია, კაპიტალური რემონტის გარეშე ფართობის ფიზიკურად გაზრდა შეუძლებელია, თუმცა არსებობს დეკორირების რამდენიმე საკვანძო მეთოდი, რომელიც ოთახს უფრო ვრცელსა და თავისუფალს გახდის. გამოცემამ TheSpruce-მა შეაგროვა დიზაინერების საუკეთესო რჩევები პატარა მისაღების, საძინებლისა თუ სამზარეულოს ვიზუალური გაფართოებისთვის.

როგორ იცვლება ინტერიერი 2025 წელს? მთავარი ტრენდები ექსპერტებისგან

გართულებული ბუნებრივი ფერები, „გადამყვანი“ სივრცეები, ხელოვნური ინტელექტი და 2:1-ში ტექნოლოგიური მოწყობილობები მცირე ბინებისთვის — ეს ის სიახლეებია, რაც წელს ინტერიერისა და დიზაინის კვირეულმა გაგვაცნო.

როგორ ჩაანაცვლა როკოკოს სტილმა მინიმალიზმი და როგორია 2025 ინტერიერის ტრენდული დეკორი

გაზაფხული მხოლოდ მზის სხივებს არ მოაქვს — ის ახალ დიზაინის ტენდენციებსაც შემოაქვს ჩვენს სახლებში. ფერად-ფერადი პასტელები, ყვავილები და ცოტაოდენი ხასიათიანი დეტალები ამ სეზონის სულია. 2025 წელს, ერთმა ტრენდმა ნამდვილად მიიპყრო ყურადღება — ეს არის ‘Rococo Revival’ (როკოკოს აღორძინება), იგივე დეკორის ფუშფუშა რენესანსი, რომელმაც მინიმალიზმის პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყია.

90-იანი წლების ინტერიერის ეს დეტალები ისევ მოდაშია

სულ უფრო მეტი მსოფლიო ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოდა ინტერიერში 90-იანი წლების დეკორს უბრუნდება. მაშ, როგორ შეგიძლიათ ჩართოთ ეს დეკორაციის ტენდენცია თქვენს სახლში, ნოსტალგიის შესაქმნელად?

ინტერიერის 6 ძირითადი დეტალი, რომელიც დაგაბრუნებთ ბავშვობის ან ახალგაზრდობის ატმოსფეროში.

როგორ მოქმედებენ ნახატები სახლის ენერგიაზე - ფენ შუის წესები

ნახატებს "სწრაფ ფენგ შუის" (ან "სწრაფი ბალანსი") უწოდებენ. სურათების დახმარებით ყველაზე ადვილია სახლში ენერგიის ნორმალიზება, დაბალანსება. სახლი ადამიანის მეორე სხეულია და მასში ყველაფერი ჰარმონიულად უნდა იყოს მოწყობილი. ნახატებმა, რომლებსაც აირჩევთ თქვენი სახლისთვის, შეიძლება დიდად იმოქმედოს იმაზე, თუ რომელი ენერგია გაიმარჯვებს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ საძინებლისა და სამზარეულოსთვის სურათების არჩევისას. იმ ადგილებში, სადაც გვძინავს და ვჭამთ, ყველაფერი დადებითი ენერგიით უნდა იყოს დამუხტული.

როგორ დავგეგმოთ შეზღუდული სივრცე - რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

შეზღუდულ სივრცეში ცხოვრება შეიძლება ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდეს ადამიანისთვის - ამ დროს ძალიან რთულია ყველაფრის ორგანიზება ისე, რომ სივრცე არ გამოიყურებოდეს გადატვირთულად. მოდით გავეცნოთ რამდენიმე იდეას პროფესიონალებისგან, რაც დიდი ალბათობით ძალიან გამოადგებათ მცირეგაბარიტიანი სახლების მეპატრონეებს.

როგორ უნდა მოაწყოთ გრძელი და ვიწრო ოთახი: 5 ეფექტური იდეა ინტერიერის გარდაქმნისთვის

ვიწრო, გრძელი ოთახი შეიძლება ბევრისთვის პრობლემა იყოს. მაგრამ ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მოაწყოთ ძვირადღირებული ავეჯის შეძენის გარეშე.

როგორ მოვაწყოთ სახლის ბიბლიოთეკა დიზაინერის რჩევით

წიგნი სამართლიანად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ადამიანთა გულებში და ჩვენი სახლის ბიბლიოთეკების თაროებზე.როგორ შეიძლება მოვაწყოთ ბიბლიოთეკა ინტერიერში?იმისათვის, რომ ინტერიერი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს:

როგორ გავაერთიანოთ საძინებელი და მისაღები - საჭირო რჩევები

ერთოთახიანი და სტუდიოს ტიპის ბინის მფლობელებს საძინებლისა და მისაღები ოთახების გაერთიანება უწევთ. ვეცდებით გასწავლოთ რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ შეიძლება ამის კარგად და გემოვნებით გაკეთება. განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სტუმრებსაც კომფორტულად გაუმასპინძლდეთ და ღამეც გემრიელად დაიძინოთ.

როგორ გავანაწილოთ ნივთები ღია თაროებზე, რომ გემოვნებიანი დეკორაცია მივიღოთ

თაროების გაფორმება შესანიშნავი გზაა სახლის ინტერიერის გასაახლებლად. კედელზე მიმაგრებული თუ თავისუფლად მდგარი სტელაჟი იდეალურ საშუალებას იძლევა ლამაზი ზედაპირის შესაქმნელად, რომელიც ნებისმიერ ოთხას განაახლებს და დაასრულებს.ღია თაროები არ არის მხოლოდ პრაქტიკული შესანახი სისტემაა, ეს არის ლამაზი დეკორატიული ელემენტი, რომელიც გთავაზობთ სივრცეს კრეატიული და ელეგანტური მოწყობის შესაქმნელად, ის ასახავს თქვენს გემოვნებას და აღძრავს სასიამოვნო მოგონებებს.რით უნდა დაიწყოთ გაფორმება?

როგორ შევურჩიოთ ინტერიერს მისი შესაფერისი ფარდის ფერი

გსურთ მისაღებ ოთახში ფარდები შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, თავად კი ამ ოთახში ყოფნა გსიამოვნებდეთ? ფარდებისთვის ქსოვილის არჩევისას შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ინტერიერის ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს გაჩვენებთ. ისინი ხომ სივრცის უმეტეს ნაწილს იკავებენ და არეგულირებენ ბუნებრივი სინათლის ნაკადს.როდესაც ვირჩევთ მისაღები ოთახის ფერთა გამას, ვფიქრობთ ამ ოთახში არსებულ მთავარ ობიექტებზე: რა ფერის იქნება დივანი, რა ფერის იქნება კედლები, ხალიჩა? როგორც წესი, ფარდებს ბოლოს ვკიდებთ ხოლმე. თუმცა, ქსოვილის არჩევა არც ისე ადვილია და თუ ფერს სწორად ვერ გათვლით, შესაძლოა ოთახის მთლიანი იერსახე დაირღვეს.

როგორ შეარჩიოთ ფერი, რომელიც ინტერიერში არასდროს მოგბეზრდებათ

ექსპერტები აკვირდებიან, თუ რომელი ფერები უკეთ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და სახლის ატმოსფეროზე.ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც მომხმარებელი უსვამს ინტერიერის დიზაინერს, გახლავთ შემდეგი: "რა ფერად შევღებო კედლები, რომ არ მომბეზრდეს?" არქიტექტორებს ამ კითხვაზე მოკლე პასუხი აქვთ: "ნებისმიერ ფერად". საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და კედლების ფერის არჩევისას თითოეულის გემოვნებაა გასათვალისწინებელი.არქიტექტორი ამტკიცებს, რომ კედლების ფერის არჩევისას, წინასწარ უნდა იცოდეთ ორი რამ: როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი და გაქვთ თუ არა შესაძლებლობა გამოიყენოთ ის კონკრეტული მასალები, რომლებიც დაგჭირდებათ სასურველი შედეგის მისაღებად. მაგალითად, თქვენ გაქვთ რემონტი, უკვე შეიძინეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, კერამოგრანიტის ფილები, იატაკის ფმასალა და ფიქრობთ კედლების ფერზე. მასალების ცალ-ცალკე შერჩევა არ არის ეფექტური.

ცოტაოდენი თეორია: არსებობს აქრომატული და ქრომატული ფერები. აქრომატული - უფერო: თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ქრომატული - წითელი, ლურჯი, ყვითელი. როდესაც ამ ფერებს ვურევთ, ვიღებთ მეორეხარისხოვან ფერებს: ნარინჯისფერს, მწვანეს, იასამნისფერს და სხვა.

როგორი უნდა იყოს იდეალური აბაზანა - ვიზუალურადაც და პრაქტიკული კუთხითაც

ზოგიერთმა ნივთმა სახლში შესაძლოა არა მარტო ინტერიერი დაგვიმახინჯოს, არამედ შესაძლოა ცუდ ხასიათზეც კი დაგვაყენოს. აბა, წარმოიდგინეთ, რას ვაკეთებთ პირველ რიგში გაღვიძებისთანავე?რა თქმა უნდა, მივემართებით აბაზანისკენ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მყუდრო და ძალიან მოწესრიგებული. და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

როგორი ფარდებია აქტუალური 2024 წელს

ფარდა არა მარტო მზისგან და უცხო თავლისგან დამცავი საშუალება, არამედ ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ამ ელემენტს შეუძლია განსაზღვროს მთლიანი ინტერიერი, შესაძლოა ყურადღება გადაიტანოს ხარვეზებისგან და შესაძლოა საუკეთესო ოთახი ძველმოდურად და უინტერესოდაც წარმოაჩინოს. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება ოთახში ფარდა.2024 წელს მთავარი ტრენდი ფარდების შერჩევის დროს, შეიძლება ითქვას, რომ არ შეცვლილა, აქცენტი ისევ ეკოლოგიურობაზე კეთდება, მასალა უნდა იყოს ბუნებრივი. ასეთ ფარდებს კერავენ, როგორც წესი, ტილოსგან, ბამბისგან ან აბრეშუმისგან.