როგორ შეარჩიოთ ფერი, რომელიც ინტერიერში არასდროს მოგბეზრდებათ - rogor.ge

როგორ შეარჩიოთ ფერი, რომელიც ინტერიერში არასდროს მოგბეზრდებათ

თეთრი

ღია ფერები - თეთრი და ნაცრისფერი -ინტერიერში ყოველთვის კარგი ბაზაა. თუ არ იცით, რა ფერი აირჩიოთ კედლებისთვის ან შეცდომის დაშვების გეშინიათ - აირჩიეთ თეთრი. ის ყველაფერს უხდება, შეუძლია გააუმჯობესოს დამატებითი ფერები და ინტერიერის მეორადი ნივთები. თეთრი (და მისიყველა ელფერი) იძლევა ნებისმიერი ექსპერიმენტის შესაძლებლობას.

მწვანე

თუ აქრომატულ ფერებზე ვისაუბრებთ, მაშინ ყველაზე ხელსაყრელი ფერია მწვანე: ზეთისხილისფერი, ღია ხაკისფერი, ნაცრისფერი-მწვანე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონის ფერები უნდა შეირჩეს კომპლექსურად, ხოლო აქცენტებისთვის ფერები უფრო ღია უნდა იყოს, სხვა ფერების დანამატების გარეშე, თუმცა იმავე ფერში, როგორიც ფონია. ვისაც არ აშინებს თამამი გადაწყვეტილებები, შეუძლია განიხილოს თიხის ფერი, აგურისფერი და ქვიშის პალიტრის ფერები. ასეთი ინტერიერი ვიზუალურად თბილი და მყუდრო იქნება. გაგრძელება