როგორი უნდა იყოს იდეალური აბაზანა - ვიზუალურადაც და პრაქტიკული კუთხითაც - rogor.ge

როგორი უნდა იყოს იდეალური აბაზანა - ვიზუალურადაც და პრაქტიკული კუთხითაც

მოდით, ვნახოთ. პირველ რიგში, თავიდან უნდა ავირიდოთ ვიზუალური ქაოსი, ამისთვის კი არსებობს რამდენიმე ძალიან მარტივი რეკომენდაცია. დავიწყოთ თაროებით. კუთხის თარო ჰიგიენური საშუალებების შესანახად ძვირი არ ღირს, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულიცაა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომელიც ძალიან მალე კარგავს სახეს და არაესთეტიკური სანახავია. ამიტომ ჯობს, კარგი მასალის შეარჩიოთ.

2-1706691005.jpg

ბევრ დიასახლისს უყვარს კოსმეტიკის სარეცხის მანქანაზე განლაგება, რადგან არ იცის სად წაიღოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან აფუჭეს თავად აბაზანის ვიზუალს და ქმნის არეულობისა და ქაოსის შთაბეჭდილებას.დიზაინერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ბევრად ეფექტური და ლამაზია, როდესაც ხელსაბან ნიჟარაზე დევს არა მყარი საპონი, არამედ ლამაზ კონტეინერში მოთავსებული თხევადი საპონი.თაროებზე უკვე ვისაუბრეთ, მისი ყიდვა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ სასურველია ეს იყოს მხოლოდ ერთი ცალი. ბევრი ღია თარო ბევრი კოსმეტიკური საშუალებით ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი. გაგრძელება