როგორი ფარდებია აქტუალური 2024 წელს
განსაკუთრებით პოპულარულია ცოტა უხეში ტილო. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ბუნებრივი მასალა, რომელიც ძალიან სასიამოვნოა ხელით შეხების დროს, ძალიან მალე იკუჭება, გარეცხვის შემდეგ შეიძლება შედგეს და მზეზეც მალე ხუნდება. ამიტომ არსებობს ხელოვნურთან შერეული ქსოვილები, რომელიც ვიზუალურად თითქმის იდენტურად გამოიყურება, თუმცა მოსავლელად ბევრად მარტივი და პრაქტიკულია. შესაბამისად, ყოველწლიურად ცვლას არ საჭიროებს.
რა შეეხება ამ წლის მოდურ ფერებს, აღსანიშნავია, რომ ბუნებასთან კავშირი ამ ჭრილშიც აქტუალურია. ნეონურ და მკვეთრ ფერებს წელს დიზაინერები უარს ეუბნებიან.
როგორც ყოველთვის ტრენდულია და აქტუალობას არ კარგავს თეთრი ფერი, ამას მოჰყვება ნაცრისფერი, ხორცისფრის და ყავისფრის სხვადასხვა ელფერი, ლურჯი, მწვანე და სხვა ბუნებრივი ფერები.