როგორ შევურჩიოთ ინტერიერს მისი შესაფერისი ფარდის ფერი
წითელი ფერი ინტერიერში ძალიან საფრთხილოა. თუ არ ცდილობთ მდიდრული, კლასიკური სტილის შექმნას, ამ ფერს არ გირჩევთ. წითელი ფერი ასოცირდება თეატრის ფარდასთან, საშობაო არდადეგებთან, პომპეზური სასტუმროებთან ან უძველეს ციხე-სიმაგრეებთან. ეს ფერი არ არის შესაფერისი ლაკონური ინტერიერის მქონე თანამედროვე ბინისთვის. ის სადღაც წარსულში დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი მრავალმხრივი ფერია და ნებისმიერ სივრცეს უხდება, დიზაინერები იშვიათად ირჩევენ სუფთა თეთრ ფერებს. თეთრი შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან მკაცრად და ცივად, განსაკუთრებით თუ თბილი ნეიტრალური ტონები არ არის გამოყენებული. თეთრის ნაცვლად ყოველთვის უფრო ადვილია ისეთი ფერის არჩევა, რომელიც ჰარმონიულად შეესაბამება დანარჩენ ატმოსფეროს.