2026 წლიდან საქართველოში მიუსაფარი ცხოველების მართვის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. თუ აქამდე ქუჩის ძაღლებზე ზრუნვა მხოლოდ მოხალისეებსა და მცირე მუნიციპალურ სამსახურებზე იყო დამოკიდებული, ახალი კანონმდებლობა აწესებს მკაცრ წესებს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მოქალაქეებისთვის.
ამ გზამკვლევში განგიმარტავთ, რა ბედი ეწევათ მიუსაფარ ძაღლებს და რა უნდა იცოდეთ, თუ მათზე ზრუნავთ.
თუ თქვენი ფუმფულა მეგობარი რეგულარულად გკბენთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ბოროტია. ხშირად კატა ცდილობს რაღაც მნიშვნელოვანი შეგატყობინოთ. კატების ქცევას ყოველთვის აქვს ლოგიკური მიზეზი. Centralna Vet განმარტავს, რატომ კბენენ კატები და როგორ უნდა ვუპასუხოთ სწორად, რომ სახლში ჰარმონია შევინარჩუნოთ.
საუკუნეების მანძილზე კატები ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ შინაურ ცხოველებად ითვლებოდნენ. მათი ღამის აქტივობა ბუნებრივი თავისებურებაა, სანამ ადამიანებს სძინავთ, ისინი იკვლევენ ტერიტორიას, უსმენენ ხმებს და პერიოდულად ამოწმებენ, ყველაფერი კარგადაა თუ არა სახლში.
ბევრ კულტურაში კატებს განსაკუთრებულ უნარებს მიაწერდნენ. საფრთხის წინასწარგრძნობიდან დაწყებული, სახლის ნეგატიური ენერგიისგან დაცვის უნარით დამთავრებული. ბევრი მფლობელი ამჩნევს, რომ ღამით მათი ფავორიტები სრულიად სხვანაირად იქცევიან, ვიდრე დღისით. მათ შეუძლიათ დიდხანს იარონ ბინაში, დაჟინებით უყურონ სიბნელეს ან მოულოდნელად შეიცვალონ მოსასვენებელი ადგილი. ეზოტერიკოსები თვლიან, რომ ასეთი ქცევა შემთხვევითი არ არის.
ვირთხები სახლებში ყველაზე ხშირად შემოდგომასა და ზამთარში აღწევენ, როდესაც სითბოსა და საკვებს ეძებენ.
მღრღნელებისგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად დაიწყეთ პროფილაქტიკით: ამოავსეთ ყველა ნაპრალი, რომელიც მონეტაზე განიერია, მოაცილეთ საკვების ნარჩენები და ნაგავი. შემდეგ გამოიყენეთ ხაფანგებისა და როდენტიციდების (საწამლავების) კომბინაცია. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ანადგურებს არსებულ ვირთხებს, არამედ თავიდან აგაცილებთ ახალ შემოსევებს, რაც ამცირებს რისკებს ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის.
მარტივი და ეფექტური გზა, რომლითაც დაიცავ დივანს კატის ბრჭყალებისგან. დაზიანებული ავეჯის პრობლემა კარგად ნაცნობია ყველა კატის მფლობელისთვის. ფუმფულა საყვარელი ცხოველები ხშირად იყენებენ ძვირადღირებულ დივნებს როგორც იდეალურ ინსტრუმენტს ბრჭყალების გასალესად. არც მუქარა, არც სპეციალური სპრეები და არც სპეციალური ხალიჩები არ იძლევა ხანგრძლივ შედეგს.
მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა: ავეჯის გადარჩენის გზა იწყება კატის ფსიქოლოგიის გაგებით და ერთი სულ რაღაც ბიუჯეტური, მაგრამ გენიოსური ხრიკის გამოყენებით.
კატები თავისი ქცევითა და სხეულის ენით ცდილობენ პატრონს აცნობონ საკუთარი განწყობისა და საჭიროებების შესახებ.
შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ კატები საინტერესო არსებები არიან, რომლებსაც საკუთარი ფიქრები აქვთ. თუმცა, რადგან ისინი ადამიანების ენაზე არ საუბრობენ, ხშირად რთულია იმის გაგება, თუ რის თქმას ცდილობენ კონკრეტულ მომენტში. შინაური ცხოველების ზოგიერთ პატრონს მიაჩნია, რომ კატები გარიყულები ან არამეგობრულები არიან, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. მათი ქცევის გაგება დაგეხმარებათ თქვენს ფუმფულა მეგობართან კავშირის გაძლიერებაში.
შეგიძლიათ არ ინერვიულოთ: ხანგრძლივი განშორების დროსაც კი, თქვენს ფუმფულა მეგობარს ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაავიწყდეთ.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კატებს მხოლოდ პატრონის გარეგნობა არ ამახსოვრდებათ. მათ მეხსიერებაში მყარად იბეჭდება სახლის ატმოსფერო, ნაცნობი სურნელები, ბგერები და ყოველდღიური რიტუალები, რაც მათში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას ქმნის.
ორჰუსის უნივერსიტეტის კვლევამ დაადასტურა, რომ შინაური კატების უმეტესობას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს მოგონებები მოვლენებზე, განსაკუთრებით კი მათზე, რომლებიც კონკრეტულ ადგილებსა და ადამიანებს უკავშირდება.
თუთიყუშის სახლში მოყვანა დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი სიხარულია. იმისათვის, რომ თქვენმა ფრთოსანმა მეგობარმა თავი ბედნიერად იგრძნოს და დიდხანს იცოცხლოს, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა.
კატები განსაკუთრებით მგრძნობიარე და დამოუკიდებელი ცხოველები არიან. სინამდვილეში, მათ ყოველი შეხება როდი სიამოვნებთ. სპეციალისტები განმარტავენ, სად, როგორ და როდის უნდა მოეფეროთ თქვენს საყვარელ ცხოველს, რათა მან თავი მშვიდად იგრძნოს, გენდოთ და ნამდვილი სიამოვნება მიიღოს.
ხშირად პატრონებს შეცდომით ჰგონიათ: თუ კატა გვერდითაა, მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოვეფეროთ. რეალურად კი, არასწორმა შეხებამ შესაძლოა ცხოველში სტრესი, გაღიზიანება ან აგრესიაც კი გამოიწვიოს. კატების ქცევის ექსპერტები გვიხსნიან, როგორ მოვიქცეთ სწორად.
რა შეიძლება იყოს უფრო ჯანსაღი და მხიარული, ვიდრე თამაში სუფთა ცივ ჰაერზე? ბევრი ოთხფეხა ცხოველი სიცივეს უკეთ იტანს, ვიდრე სიცხეს, ამიტომ ხშირად უფრო მეტად ტკბებიან ზამთრის სეირნობით. იმისათვის, რომ ცივ ამინდში გასეირნებამ არ შეუქმნას ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ძირითადი რეკომენდაციები.
თუ გეღვიძებათ დილით ადრე, 5 საათზე, როცა თქვენი კატა იწყებს „კონცერტს“, იცოდეთ - ეს მისი სიჯიუტე არ არის. კატა ასე იქცევა ინსტინქტებისა და ჩვეული რიტმების გამო. პრობლემის გადაჭრა ყვირილით ან ბრაზით ვერ მოხდება, საჭიროა სწორად აგებული სტრატეგია და კატების ფსიქოლოგიის გამოკვლევა.
პატარა ლეკვი ოჯახში ისეთივე სიხარულია, როგორც ახალშობილი ბავშვი: უამრავი ემოცია, მაგრამ არანაკლები კითხვაც: რამდენჯერ უნდა ვაჭამო, რამდენი უნდა შეჭამოს და როგორ არ გადავაჭარბო, მაგრამ არც მშიერი დავტოვო.
გამოცემა Daily Paws წერს, რომ პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯიშზე, ასაკზე, აქტივობაზე და საკვების ტიპზე. უმჯობესია, კვების რაოდენობა განსაზღვროთ იმ რეკომენდაციების მიხედვით, რაც მითითებულია შეფუთვაზე. ისინი გათვლილია კალორიულობასა და კვებით ღირებულებაზე. თუ საკვები მაღალკალორიულია, მისი ნაკლები რაოდენობა საკმარისია. თუ ნაკლებად ენერგეტიკული, უფრო მეტი დასჭირდება. მთავარია, კვებითი ბალანსის დაცვა.
ორსულობა ძაღლებში, ანუ გესტაციის პერიოდი, საშუალოდ 63 დღეს გრძელდება ოვულაციის მომენტიდან. თუმცა ზუსტი ხანგრძლივობა მერყეობს ჯიშის, ასაკის, ფიზიოლოგიური თავისებურებებისა და ნაშიერების რაოდენობის მიხედვით. ზოგჯერ ეს ვადა შეიძლება იყოს 57-დან 72 დღემდე — სწორედ ამიტომ აუცილებელია ვეტერინართან რეგულარული კონსულტაცია.
კატის აბანაოსას ბევრ მეპატრონეს უჩნდება სირთულე – შინაური ცხოველები ჩვეულებრივ წყალს არ უყურებენ მეგობრულად და პროცესი მათთვის სტრესთან ასოცირდება. თუმცა ვეტერინარები ამბობენ, რომ სწორი მიდგომით აბანაო შეიძლება უსაფრთხო და ნაკლებად სტრესული გახდეს როგორც კატისთვის, ასევე მეპატრონისთვის.
შეიძლება პრობლემად არ მოგეჩვენოთ, რომ ძაღლმა თქვენს საწოლში დაიძინოს, თუმცა მოგვიანებით ამან შეიძლება გამოიწვიოს დაუმორჩილებლობა და ზედმეტი მესაკუთრეობა.
ყველა ძაღლის მფლობელს კარგად ესმის, როგორი მძიმეა საყვარელი ოთხფეხა მეგობრის სახლში მარტო დატოვება. მათი სევდიანი თვალები და ჩუმი წკმუტუნი ნამდვილად გულს გვტკენს. მაგრამ ოდესმე დაფიქრებულხართ, რას გრძნობს და როგორ იქცევა თქვენი ძაღლი, როდესაც თქვენ სამსახურში ან სხვა საქმეებზე მიდიხართ?
თუნდაც წყალი სუფთა იყოს და დეკორი – ლამაზი, თევზებისთვის ეს საკმარისი არ არის. ხშირად სწორედ იმ პირობებს ვეღარ ვუქმნით, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლისთვის. შედეგად, თუნდაც საუკეთესოდ მოწყობილ აკვარიუმში, თევზები იღუპებიან. ქვემოთ გაგაცნობთ 7 ძირითად შეცდომას, რომლებიც ასეთი ტრაგიკული შედეგის გამომწვევი შეიძლება გახდეს:
აივანზე მტრედები — ხმაურიანი და ბინძური სტუმრები — ხშირად ნამდვილ პრობლემად გვევლინებიან. საბედნიეროდ, მათი მოშორება შესაძლებელია მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდებით.
რთული წარმოსადგენია, მაგრამ დაახლოებით 100-150 წლის წინ, ტალღოვანი თუთიყუში იშვიათობა გახლდათ და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდრებისათვის. ამჟამად, კი ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკური ფრინველია. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ თუთიყუშის შეძენა, მიჰყევით ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც კატები იწყებენ დივნისა და შპალერის დაზიანებას. ნამდვილი მიზეზების გაგების შემდეგ მიხვდებით, როგორ შეგიძლიათ გადაჭრათ პრობლემა.