როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან - rogor.ge

როგორ დავიცვათ ბავშვები სიცხისგან

 

ჩვილებს თერმორეგულაციის პროცესი სათანადოდ ჩამოყალიბებული არ აქვთ. მათი ორგანიზმი ვერ ახერხებს გარემოს ტემპერატურის შესაბამისად სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის ოთახი ხშირად ნიავდებოდეს და ოთახის ტემპერატურა არ აღემატებოდეს 22 გრადუსს.

 

არ არის საჭირო ჩვილის ზედმეტად თბილად ჩაცმა. მისი სამოსი ნატურალური მასალისგან უნდა იყოს შეკერილი და არ უნდა იყოს მჭიდრო და ტანზე მოტმასნილი.

 

ბანაობა ჩვილისათვის ყოველდღიური აუცილებლობაა. საპნის გარდა გამოიყენეთ გვირილას, ორკბილას ნაყენი. ეს არაჩვეულებრივია ბავშვის კანის ჯანმრთელობისათვის. სასურველია, თუ დასაბანად საღამოს საათებს შეარჩევთ და პატარას აბაზანის მიღებიდან მალევე დააძინებთ.

 

ბავშვისათვის განკუთვნილი პირსახოცი აუცილებლად ნატურალური და რბილი უნდა იყოს კანი, რომ არ გააღიზიანოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირსახოცი კარგად ამშრალებდეს, სხვაგვარად შეიძლება კანის სხვადასხვა პრობლემა განვითარდეს. დაბანის შემდეგ ჩვილს კანი სპეციალური საშუალებებით უნდა დაუმუშაოთ. გამოიყენეთ საბავშვო კრემი, ტალკი და პამპერსის ჩაცმამდე ყოველთვის გადაუსვით პატარას.

 

საბავშვო კოსმეტიკის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ბრენდს. ზამთრის პერიოდში შედარებით ცხიმოვანი კონსისტენციის კრემები გამოიყენეთ, ზაფხულში – ნაკლებცხიმოვანი.

 

მნიშვნელოვანია ჩვილის გაკაჟება. სიცოცხლის პირველივე თვეებიდან დაიწყეთ ჰაერის აბაზანები მინიმალური დროით და ნელ–ნელა ეს დრო 15–20 წუთამდე გაზარდეთ. ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში კი კონტრასტული შხაპი მიაღებინეთ.