როგორ გავიკაჟოთ სხეული - rogor.ge

როგორ გავიკაჟოთ სხეული

 

ჰაერით გაკაჟება ჰაერით გაკაჟების დროს ნახევრად ან მთლიანად შიშველ ტანზე კეთდება ჰაერის აბაზანა. ამ პროცედურის ჩატარებისას ადგილმდებარეობა დაცული უნდა იყოს გამჭოლი (ორპირი) ქარისაგან. ჰაერის აბაზანა ორგანიზმზე ყველაზე კარგად მოქმედებს დილისა და საღამოს სათებში. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს დილის 8-დან 9 საათამდე და საღამოს 17-დან 19 საათამდე. ამ საათებში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 18-20 გრადუსს უნდა უდრიდეს. იმ პირებს, რომლებიც უკვე ნავარჯიშები არიან, შეუძლიათ ჰაერის აბაზანა უფრო დაბალი ტემპერატურის (16-14°) დროსაც მიიღონ. დასაწყისში სხეულის ჰაერაცია 10-15 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, შემდგომში კი ყოველდღიურად 5-10 წუთი უნდა მოუმატოთ. ჰაერით გაკაჟების დრო შეიძლება ავიყვვანოთ 1-2 საათამდე. ბავშვებისათვის ეს პროცედურა პირველ დღეს უნდა ჩატარდე 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ ემატება 3-5 წუთი. მათთვის ჰაერის აბაზანის ხანგრძლივობა შეიძლება 1 საათამდე გავზარდოთ. ჰაერის აბაზანა ცივია, როდესაც მასის ტემპერატურა უდრის 10-14°, გრილი - 15-20°, იდიფერენტული - 21-24°, თბილი - 25-30, ხოლო ცხელი 30 და მეტი.

 

მზით გაკაჟება მზით გაკაჟება გულისხმობს შიშველი ტანის დასხივებას. ამ დროს უმჯობესია თავი იყოს დაცული (ქუდით, თავსაფარით და სხვა). მზის სხივებით დასხივება ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგვითი პროცესების გააქტივებას. ბაქტერიების ცხოველმოქმედების დასუსტებას, სისხლის წითელი ბურთილებისა და ჰემოგლობინის მომატებას, სუსნთქვის გაღრმავებას, გულის მოქმედებისა და ჩონჩხის კუნთების ტონუსის გაძლიერებას. მზის სხივებით გაკაჟების წინ უმჯობესია სხეული შევაჩვიოთ ჰაერის მოქმედებას, რისთვისაც უნდა ჩავატაროთ ჰაერ-სინათლის აბაზანის პროცედურები. რაც გულისხმობს ჩრდილში (ტენტის ქვეშ) ნახევრად ან შიშველი ტანით ჯდომას. ამ დროს ანარეკლი მზის სხივებით ხდება სხეულის დასხივება, რომლის მოქმედება ბევრად უფრო სუსტია. მზის აბაზანების მისაღებად საუკეთესო დროა დილის 8-12 საათი და საღამოს 17-19 საათი. აღსანიშნავია, რომ ამ საათებში დასხივება უპირატესად ულტრაიისფერი სხივებით ხდება, რომელიც ორგანიზმში დადებით რეაქციას იწვევს. შუადღის მზის სხივებში ჭარბობს წითელი და ინფრაწითებილი სხივები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ და ამიტომ ამ საათებში მზის აბაზანების მიღება რეკომენდირებული არ არის. დასაწყისში მზის აბაზანის მიღება 5-10 წუთს უნდა გრძელდებოდეს, შემდეგ ყოველდღიურად შეიძლება 5-10 წუთის მომატება. მზის აბაზანის ხანგრძლივობა ჯანმრთელი ადამიანისათვის 1.5-2 საათით უნდა განისაზღვროს. უფრო დიდხანს მზეზე გაჩერებამ შეიძლება ორგანიზმის გადახურება გამოიწვიოს. ბავშვებმა მზის აბაზანის მიღება უნდა დაიწყონ მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა არანაკლებ 20-30 გრადუსია. პირველ დღეს აბაზანის ხანგრძლივობა უნდა უდრიდეს 3-5 წუთს, შემდეგ კი 2-3 წუთის მომატებით შესაძლებელია 1 საათამდე ავიდეს.

 

წყლით გაკაჟება წყლით გაკაჟება გულისხმობს სხეულის წყლით დაზელას, გადავლებას და წყალში ბანაობას. ჰაერთან და მზესთან შედარებით წყალს ის უპირატესობა აქვს, რომ ადამიანს ადვილად შეუძლია, როგორც მისი ტენპერატურის, ისე მოქმედების ხანგრძლივობის დოზირება. ამიტომ წყალი გაკაჟების საუკეთესო საშუალებად ითვლება და მისი გამოყენება წლის ყოველ დროს შეიძლება. წყლით გაკაჟებისას ადამიანის ორგანიზმი სამ რეაქციას ავლენს. პირველი რეაციას უარყოპითი რეაქცია ეწოდება რადგან დასაწყისში გვაქვს სიცივის შეგრძნება, რომელიც ძალიან მალე გადადის სასიამოვნო გრძნობაში ეს კი დადებით რეაქციად ითვლება. წყალში დიდი ხნით დარჩენის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი ნაკლებად მოძრაობს (არ ცურავს, ორგანიზმს აქვს სიცივის შეგრძნება (ამ დროს ჩნდება ე. წ. ბატის კანი). ეს მესამე კვლავაც უარყოფითი რეაქციაა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროს აუცულებელია წყლიდან ამოსვლა. ცივი წყლით გაკაჟება ერთბაშად არ შეიძლება დაივიწყოთ, რადგან გაღიზიანება, რომელსაც ამ დროს მივიღებთ, მეტად ძლიერია და ზიანის მომტანი. ტანის დაზელა და გადავლება უნდა დავიწყოთ ოთახის ტემპერატურის წყლით. უმჯობესია დასაწყისში წყლის ტემპერატურა იყოს 20-24 გრადუსი (გულით ავადმყოფებისათვის წყლის საწყისი ტემპერატურა 33-34°-ს უდრის), შემდეგ შეიძლება თანდათანობით ოთახის ტემპერატურაზე დაბლა და ვიყვანოთ. წყლის გადავლება და ტანის დაზელა მოსამზადებელ საფეხურად ითვლება წყალში ბანაობისათვის, ზღვაზე ჩასულმა დამსვენებელმა, იმ შემთხვევაში თუ ის პირველად არის ზღვაზე. პირველი 3-5 დღის განმავლობაში თანდათანობით უნდა შეაჩვიოს ორგანიზმი ზღვის წყლის მოქმედებას. ზღვაში ბანაობას წინ უნდა უსწრებდეს მზის აბაზანის მიღება და შემდეგ ჩდილში დასვენება. გაოფლიანებული ტანით წყალში ბანაობა რეკომინდირებული არ არის. ბანაობის დროს წყლისა და ჰაერის ტემპერატურა 20-22° უნდა უდრიდეს. ორგანიზმის თანდათან გაკაჟებასა და გავარჯიშებასთან ერთად შესაძლებელია უფრო დაბალი ტემპერატურის წყალში ბანაობა. თუ წყლის ტემპერატურა 25-27° უდრის, იგი ითვლება ცივად, 28-32° არის გრილი, 33-34° - ინდიფერენტული, 35-37° - თბილი და 38° და მეტი - როგორც ცხელი. ზემოაღნიშნული ბუნებრივი ფაქტორებით სხეულის გაკაჟების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ გაკაჟება შეხამებული უნდა იყოს ფიზიკურ ვარჯიშთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ორგანიზმის ცალხმრივ განვითარებას. გარდა ამისა, სხეულის გაკაჟების შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი რეაქციით არ უპასუხებს ჰაერის, მზისა და წყლის სხვადასხვა ტემპერატურის მოქმედებას, ამიტომ მუდამ უნდა დავიცვათ ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი. 60 წლის შემდეგ ადამიანი უნდა ერიდოს ბუნებრივი საშუალებებით ორგანიზმის აქტიურ გაკაჟებას. დაავადების გადატანის შემდეგ გაკაჟება უნდა გამოვიყენოთ (ამ დროს პირველ ხანებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰაერის აბაზანების მიღებას) როგორც ორგანიზმის დამცველი ( იმუნო-ბიოლოგოური) ძალების გამაძლიერებელი საშუალება. უნდა გვახსოვდეს, რომ სხეულის გაკაჟება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით შეიძლება დავიჭყოთ.