როგორ ვაბანაოთ ჩვილი - rogor.ge

როგორ ვაბანაოთ ჩვილი

 

საბანაოდ მომზადება 1) ჩაასხით ცივი წყალი დაამატეთ ცხელი და გაანელეთ. იდაყვით გასინჯეთ - წყალი თბილი უნდა იყოს და აბაზანას 10 სმ - მდე ავსებდეს. თუ გსურთ აბაზანის სითხეც ჩაასხით. 2) გამოსაცვლელ ლეიბზე აბანოს პირსახოცი გაშალეთ, ბავშვს გახადეთ და საფენისამარა დატოვეთ. 3) ბავშვს პირსახოცი შემოახვიეთ და ანადუღარ წყალში დასველებული ბამბით თვალები და სახე გაუწმინდეთ.

 

ბავშვის თავის დაბანა ცალი ხელი თავქვეშ ამოუდეთ, მკლავზე დააწვინეთ და ფეხები იღლიაში ამოუდეთ. აბაზანიდან პეშვით ამოუღეთ წყალი და ფრთხილად დაასხით თავზე. აბაზანის სითხეების ხმარებისას, როგორც წესი, სუფთა წყლის გადავლება საჭირო არ არის. ბავშვი კალთაში ჩააწვინეთ და მეორე პირსახოცით ფრთხილად შეუმშრალეთ თავი.

 

ბავშვის ჩასმა აბაზანაში ბავშვი კალთაში გახსენით და ხელში აიყვანეთ. თავკისერი მკლავით შეაკავეთ და ხელი მაგრად მოჰკიდეთ მხარში. მეორე ხელი დუნდულებსა და ბარძაყებზე შემოხვიეთ. ბავშვს გამუდმებით ღიმილით ელაპარაკეთ, სანამ თავისუფალი ხელით წყალს ფრთხილად ასხამთ ტანზე. თუ ბავშვი დაძაბულია წყალი ნელ-ნელა დაასხით.

 

ამოყვანა და გამშრალება 1) ჩვილისათვის საკმარისია წყალში 2-3 წუთი ყოფნა. თავისუფალი ხელი საჯდომზე შემოხვიეთ და ამოიყვანეთ. ბავშვი მაგრად გეჭიროთ, რადგან სველი სხეული არ გაგისხლტეთ. 2) კალთაში ჩაისვით, პირსახოცი შემოახვიეთ და გაამშრალეთ. გამოსაცვლელ ლეიბზე დააწვინეთ და კანის ნაკეცები გაუმშრალეთ. სუფთა საფენი ჩააცვით. 3) თუ ტალკს ხმარობთ ხელებზე დაიფრქვიეთ და ერთმანეთს გაუსვით. შემდეგ კი ფრთხილად შეაზილეთ ტანზე.