როგორ მოვამზადოთ ახალშობილი დასაძინებლად - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ახალშობილი დასაძინებლად

 

დამამშვიდებელი კონტაქტი ბავშვი შეიძლება ზურგზე ხელის რიტმულად ჩამოსმამაც დააწყნაროს და დააძინოს. ნუ შეცვლით რიტმს, თორემ აფორიაქდება; ნურც შეჩერდებით, სანამ თვალები არ დაეხუჭება.

 

კენგურუ თუ ბავშვს ჩაწვენისთანავე ეღვიძება, კენგურუთი გაატარ გამოატარეთ; თქვენი მოძრაობა მას ძილს მოჰგვრის.

 

რწევა ბავშვი მკლავებში დაარწიეთ, სანამ არ ჩაეძინება. შეიძლება საწოლში ჩაწვენისას გამოეღვიძოს კიდეც, მაგრამ, ზოგადად, რწევა მაინც ბავშვის დაძინების ნაცადი ხერხია.
ძუძუს წოვება ბავშვს ძუძუს ან თავისი მუშტის წოვაც დააწყნარებს. შეგიძლიათ საწოვარა მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გამოიყენოთ. ამ ასაკში ბავშვი საწოვარას არ შეეჩვევა.