როგორ მოვაწყოთ ბავშვის საძინებელი ოთახი - rogor.ge

როგორ მოვაწყოთ ბავშვის საძინებელი ოთახი

 

საძინებელი ოთახი ახალშობილისთვის დაწნული საწოლ-კალათი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დიდი საწოლი. ასეთი საწოლი იოლად სატარებელია და თქვენ თვითონვე შეძლებთ ოთახიდან ოთახში დაგატანას, თუმცა, ის მხოლოდ პირველ თვეებში გამოგადგებათ.

 

საწოლი ბავშვის საწოლი საგანგებოდ უნდა აარჩიოთ, რადგან თქვენს პატარას ის დიდხანს დაჭირდება, დაახლოებით 3 თვიდან 3 წლამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა. ისეთი საწოლი აარჩიეთ, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამება. 1) ლეიბი საწოლის კიდეზე 59.5 სმ-ით დაბლა უნდა იყოს, რათა ბავშვი არ გადმოვარდეს. 2) ლეიბი მთლიანად უნდა ავსებდეს საწოლს, რათა ბავშვს კიდეში სახე ან თავი არ ჩაეჭედოს. რეკულებს შორის მანძილი 2,5 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და 6-სმ არ უნდა აღემატებოდეს.

 

ბავშვის თეთრეული ბამბის ზეწრები და გადასაფარებლები ბავშვის ლეიბისთვის საუკეთესო არჩევანია. ბამბა ბუნებრივი, ჰაერგამტარი ქსოვილია, რომელიც ბავშვს ჩახურებისგან იცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ბავშვი იმდენად პატარაა, რომ საბანს ვერ გადაიხდის.

 

ბავშვის საძილე ტომარა საძილე ტომარაში ბავშვი პიჟამათი ჩააწვინეთ. ზემოდან არაფრის გადაფარება არაა საჭირო.

 

დალიანდაგებული საბანი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვისთვის. უფროსი ასაკის ბავშვი იოლად გადაიხდის, თუ ღამით დასცხა.