შეამოწმეთ, რა გიშლით ხელს რეალურად: დაუსრულებელი „თათბირები“, ბრაუზერში გახსნილი უამრავი ფანჯარა თუ სხვა არამიზნობრივი ჩვევები.
როდესაც სამუშაო პროცესში ყურადღება გვეფანტება, ყველაზე ძვირფასს - ფოკუსს ვკარგავთ. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, გლორია მარკის კვლევის მიხედვით, თანამშრომელს, რომელიც სამუშაო პროცესს სატელეფონო ზარით ან იმეილის შემოწმებით წყვეტს, საშუალოდ 23 წუთი სჭირდება საწყის ამოცანაზე სრულფასოვნად დასაბრუნებლად.
ეს ზრდის სტრესის დონეს და გვაიძულებს, დღის ბოლოს თავი ბევრად უფრო გადაღლილად ვიგრძნოთ.
ხშირად ყურადღება გარე ფაქტორების გამო გვეფანტება, თუმცა ხშირად დამნაშავე ის უაზრო ჩვევებია, რომლებსაც ინსტინქტურად ვიმეორებთ:
გახანგრძლივებული ჯდომა უარყოფითად მოქმედებს გულზე, ნივთიერებათა ცვლაზე და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.რისკების შესამცირებლად აუცილებელია, რომ პერიოდულად ადგეთ და იმოძრაოთ.
კარდიოლოგი შერონ გეიზი განმარტავს: საათობით ჯდომა (რადგან მუშაობთ ან სახლში ისვენებთ) ასუსტებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის სწორ ცირკულაციას.
გასაუბრება არ არის მხოლოდ დამსაქმებლის შანსი, შეგაფასოთ თქვენ, ეს არის თქვენი შესაძლებლობაც, გაიგოთ, რამდენად შეესაბამება ეს კომპანია თქვენს მოლოდინებს. მომზადება წარმატების 90%-ია.
დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს self-employed ცხოვრების სტილს, როცა თავად ხარ შენი თავის უფროსი, თავად განსაზღვრავ სამუშაო დროს, მიმართულებასა და შემოსავალს. მაგრამ რას ნიშნავს ეს ტერმინი სინამდვილეში და როგორ შეიძლება მასში წარმატების მიღწევა?
პირადი ბრენდი არ არის მხოლოდ პოპულარობა; ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ გახდეთ უფრო მოთხოვნადი სპეციალისტი, გაზარდოთ თქვენი მომსახურების ღირებულება და მოიზიდოთ სასურველი პროექტები.
როდესაც დიდი ხნის ნანატრი საახალწლო არდადეგები მოდის, ერთი მხრივ, ეს ძალიან სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, მას ბევრი საზრუნავი მოაქვს, რადგან ნამდვილად გსურთ ყველას მიულოცოთ, გააკვირვოთ და გაახაროთ... და ეს ეხება არა მხოლოდ ნათესავებსა და მეგობრებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებთანაც ყოველდღე კონტაქტობთ.
თუ ფანტაზიას ვერ გაშლით და ორიგინალური არაფერი მოგაფიქრდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგადად მიღებული და ტრადიციული საჩუქრები, რომლებიც აუცილებლად მოეწონებათ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს.
1993 წელს კანადის ქალაქ აბოტსფორდის ბანკმა დაიქირავა 23 წლის ბროკერი, ტრენტ დირსმიდი. ახალგაზრდა, გამოუცდელი და პატარა ქალაქში არაფერი მიუთითებდა დიდ კარიერულ ამაღლებაზე.
მაგრამ დირსმიდმა თავისი კარიერა ჩუმად, შეუმჩნევლად და სწრაფად ააგო იმ წესით, რომელსაც ყოველდღე იყენებდა - „ქაღალდის სკრეპის წესით“.
გრძელი და დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენი ტვინი ისეთივე დასვენებას საჭიროებს, როგორც სხეული. სტრესი, გადაღლა და მუდმივი სიჩქარე დროთა განმავლობაში იწვევს ემოციურ გამოფიტვას, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში მცირე, მაგრამ შედეგიანი ჩვევების დამატება შეიძლება ფსიქიკურ კეთილდღეობაზე საგრძნობლად დადებითად აისახოს.
ახალი სამსახური ყოველთვის სტრესია. არამარტო იმიტომ, რომ ყველაფერი უცხოა, არამედ იმიტომაც, რომ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან, რათა წარმატებით გაიაროთ საცდელი ვადა. ამ პროცესის გასამარტივებლად და ადაპტაციის დასაჩქარებლად რამდენიმე პრაქტიკული რჩევა არსებობს.
არ ღირს ლოდინი, რომ ვინმე სხვამ გამოგიყვანოთ ჩრდილიდან — თავად გადადგით ნაბიჯი სინათლისკენ.
ხშირად ხდება, რომ ადამიანი ხარისხიანად და ეფექტურად მუშაობს, უამრავ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, მაგრამ ხელმძღვანელობა ამას თითქოს ვერ ამჩნევს — არ გამოარჩევს თანამშრომელს და არ აჯილდოებს. თუ თქვენც ასეთ „უხილავ მუშაკად“ გრძნობთ თავს, გთავაზობთ 7 ნაბიჯს, რომლითაც უფრო შესამჩნევი გახდებით.
როდესაც სამსახურში დამატებითი დავალებების შესრულებას გთხოვენ, პირველ რიგში, მიზეზი უნდა გაარკვიოთ. შესაძლოა, ეს ერთჯერადი ამბავია. მაგალითად, კოლეგა შვებულებაშია და თქვენ მხოლოდ მისი არყოფნის დროს გჭირდებათ მოვალეობების შესრულება. ან გამოჩნდა სასწრაფო პროექტი, რომელიც მთელი გუნდის მონაწილეობას მოითხოვს.
დროებით სამუშაო დატვირთვაზე მკაფიო და გასაგები ახსნა-განმარტებით დათანხმებით, თქვენ სარგებელს მიიღებთ - თქვენი უფროსი თქვენში სანდო თანამშრომელსა და გუნდის წევრს აღიქვამს, რომელზეც შეგიძლიათ დაყრდნობა. თუმცა, თუ დამატებითი დავალებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული პირობების გარეშე უნდა შესრულდეს, მაშინ დათანხმებამდე უნდა აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე.
ხშირად გვგონია, რომ ყველაფრის მოსასწრებად დღეში მეტი საათი გვჭირდება — ან ჯობია, მეორე მე გვყავდეს. გვინდა დავდიოდეთ საქველმოქმედო გარბენებზე, მივიღოთ ჯანსაღი ძილი, მოვუაროთ ეზოს, ვასწავლოთ ბავშვებს, ვნახოთ მეგობრები... მაგრამ დროის დეფიციტი — ის, რასაც ფსიქოლოგი კესი ჰოლმსი "დროის სიღარიბეს" ეძახის — ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი გრძნობაა.
მაგრამ ჰოლმსის თქმით, მთელი საიდუმლო იმაშია, რისთვის ვიყენებთ იმ 2-5 საათს, რაც დღეში თავისუფლად შეგვიძლია გვქონდეს. დროის მოპოვება შეიძლება ძალიანაც კი რეალური იყოს — თუ ამ რჩევებს მივყვებით:
როდესაც სუპერმარკეტში, სპორტდარბაზში, ტაქსიში ან სამუშაოდ ჩართული ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენთ, გვგონია, რომ ის უბრალოდ ფონურ ხმოვანებას ქმნის. სინამდვილეში კი ჩვენი ტვინი მას აქტიურად ამუშავებს — ერთდროულად გააქტიურებულია ზონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყურადღებაზე, მეხსიერებაზე და ემოციებზე. ანუ მუსიკა — თუნდაც პასიური მოსმენით — ახდენს გავლენას ჩვენს განწყობაზე, კონცენტრაციის უნარზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე.
რამდენჯერ გაგიცნობიერებიათ დამღლელი, დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს, რომ საათობით დარბოდით ბორბალში ციყვივით და ბევრი პრობლემა მოაგვარეთ, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს დრო არ დაუთმეთ?
რამდენჯერ დაჰპირდით საკუთარ თავს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან რამეს გააკეთებდით: სპორტს, შემოქმედებითობას, სწავლას, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერც კი მოახერხეთ ამის გაკეთება? თუ ეს თქვენც დაგემართათ, მაშინ, როგორც ადამიანების უმეტესობა, თქვენც აურზაურის ხაფანგში ჩავარდით.
ახალი სამუშაოს დაწყება ყოველთვის ცოტა სტრესულია. ახალი ადგილი, ახალი ხალხი, ახალი დავალება - ამ ყველაფერს ადვილად შეუძლია ქაოსურ მდგომარეობაში გამყოფოთ. ჩვენ გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ პირველივე თვეს, რათა წარმატებულად გააგრძელოთ მოღვაწეობა ამ კომპანიაში.
ვერასდროს გაიგებ, რომელ უცნაურ იდეას მოჰყვება დიდი მოთხოვნა და წარმატება. ზოგიერთი ბიზნესმენი სრულიად უჩვეულო იდეებით გამდიდრდა და მათი ისტორიები მოულოდნელად შთამაგონებელია.
ხშირად ვფიქრობთ, რომ თუ დღე-ღამეში მეტი საათი იქნებოდა ან შეგვეძლებოდა საკუთარი თავის კლონირება, ყველაფერს მოვასწრებდით. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი არ არის დამოკიდებული დროზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ მას.
ფსიქოლოგი კესი ჰოლმსი ამ მდგომარეობას „დროის სიღარიბეს“ უწოდებს, რაც თავს გადატვირთულად გვაგრძნობინებს. კვლევები აჩვენებს, რომ 2-5 საათი თავისუფალი დრო დღეში საუკეთესოა. მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორ ვხარჯავთ ამ დროს.
მსახიობი თინა დალაქიშვილი საზოგადოებაში პოპულარული განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ანუკის როლის შესრულების შემდეგ გახდა, თუმა მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს მისი მონაწილეობით სხვადასხვა ქართული ფილმი.
პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩნდა პატარა ეპიზოდური როლით. შემდგომი როლი ფილმ „სეზონში“ შეასრულა. პოპულარობა მოიპოვა ფილმით „გასეირნება ყარაბაღში“, რასაც მოჰყვა ფილმი „სიყვარული აქცენტით“.
ითამაშა სომეხი რეჟისორის ფილმში „ვარსკვლავი“. ბოლო ერთ-ერთი წარმატებული როლი კი ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“, რითიც არაერთ კინოფესტივალზე მოხვდა.
თინა დალაქიშვილი პროფესიით მსახიობი არ გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის ლანდშაფტის დიზაინერია. დაქორწინებულიც გახლდათ, მაგრამ ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა.
კარიერული წინსვლა დიდი სამუშაოა. კარიერული წარმატება ყოველთვის იქნება დამოკიდებული თქვენს ყოველდღიურ ჩვევებზე. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი წარმატებული იქნება ცხოვრებაში. ამის შესახებ ვებგვერდი Hack Spirit წერს.