როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება გარშემომყოფებზე - rogor.ge

როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება გარშემომყოფებზე

 

პირველ რიგში, სანამ გადავიდოდეთ სხვა პუნქტებზე, მინდა გაითვალისწინოთ იმისათვის, რომ მოახდინოთ შთაბეჭდილება სხვებზე, აუცილებელია უპირველესად ისწავლოთ საკუთარი თავის პატივისცემა. გახსოვდეთ თქვენ ხართ უნიკალური ადამიანი, თქვენნაირი მეორე ადამიანი არ არსებობს, ჯერ თქვენ უნდა მოგწონდეთ საკუთარი თავი, რომ შეძლოთ სხვების კეთილგანწყობის მოპოვება. აქვე მინდა ავღნიშნო ერთი რამ, - [u]საკუთარი თავის პატივისცემა არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ თავმდაბლობა და სხვების დაფასება.[/u] არ არის საჭირო სნობური თვისებების გამოვლინება, რომ თქვენზე უკეთესი არავინ არის. ეს გამოიწვევს საპირისპირო, ნეგატიურ დამოკიდებულება სთქვენს მიმართ, იყავით ზომიერი.

 

მიაქციეთ ყურადღება თქვენს გარეგნობას, ის თქვენი სავიზიტო ბარათია. იყავით მუდამ კარგ ფორმაში და მოწესრიგებული. აუცილებელი არ არის თქვენი სხეულის პარამეტრები იყოს 90-60-90 და მუდმივად დიეტას იცავდეთ, ასევე მხოლოდ ძვირადღირებული და ბრენდული ტანსაცმლით იმოსებოდეთ - საჭიროა მიაქციოთ გარეგნობას სათანადო ყურადღება ზომიერების ფარგლებში, იცვამდეთ არა ძვირად არამედ გემოვნებიანად და რაც მთავარია სუფთად.

 

იყავით ყველას მიმართ პოზიტიურად განწყობილი და თავაზიანი. გაიღიმეთ ბევრი. იუმორი ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენის შესანიშნავი საშუალებაა . მხიარული ადამიანები თითქმის ყველა კამპანიაში ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, ხოლო სევდიანები არიან მოწყენილები მარტო. აქაც დაიცავით ზომიერება, არ არის საჭირო პერფომანსების დადგმა და იუმორისტის პროფესიის ათვისება, იყავით ბუნებრივი.

 

იყავით კარგი მსმენელი, თუ ეს არ შეგიძლიათ, აუცილებლად ისწავლეთ ადამიანების მოსმენა. თქვენ ხომ გსიამოვნებთ, როცა საუბრობთ და გისმენენ ყურადღებით ასე, რომ თქვენც გამოხატეთ მადლიერება და მოუსმინეთ სხვებსაც. ასევე გასათვალისწინებელია ფაქტი, როდესაც ადამიანი ლაპარკობს ბევრს, ძალაუნებურად ვერ აცნობიერებს ყველაფერს და შესაძლოა ბევრი გაუაზრებელი რამ თქვას, რაც სამომავლოდ სანანებელი ექნება. უსმინეთ უფრო მეტი ვიდრე ლაპარაკობთ, ეს ბევრ რამეში გამოგადგებათ. არ არის აუცილებელი ყველაფერზე თქვენი აზრი თქვათ და დამოკიდებულება გამოხატოთ. ნუ იტრაბახებთ საკუთარი თავით, პირიქით, ჰკითხეთ თანამოსაუბრეს მის მიღწევებსა და წარმატებებზე, მიეცით სხვას საშუალება მან ეცადოს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა და არ ჩანდეს ისე, რომ თქვენ ცდილობთ მის მოხიბვლას. [u]დასვით ისეთი კითხვები რაზეც ხალხს სიამოვნებს პასუხის გაცემა.[/u]

 

მიაქციეთ ყურადღება თქვენს დიქციას, მეტყველებასა და ჟესტიკულაციას. დახვეწეთ საკუთარი თავი. ადამიანის მიმიკა, ჟესტები, მოძრაობები და თხრობის მანერა დიდ როლს თამაშობს ურთირთობისას. პოლიტიკოსები წლობით ხვეწავენ ამ უნარებს რათა ადვილად მოახდინონ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილება. თუ შეძლეს მათ, შეგიძლიათ თქვენც. დასაწყისისთვის გადაეჩვით ჯიბეში ხელჩაყოფილ საუბარს, ლაპარაკისას სახეზე ხელის მიტანას, განსაკუთრებით ცხვირთან, ეს აღიქმება, როგორც ტყუილი. ისაუბრეთ საშუალო ტემბრით, ნურც ხმამაღლა ნურც ჩრჩულით. მკვეთრად გამოთქვით ასოები, სიჩქარე არ არის საჭირო.

 

არ მოგერიდოთ კომპლიმენტებისა და ქათინაურების თქმა არავისთვის, არც მეგობრებისთვის, არც თანამშრომლებისათვის. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გადააჭარბოთ. თქვით ის რისიც თქვენ თვითონვე მაქსიმალურად გჯერათ. რა გიშლით ხელს იმაში, რომ თანამშრომელს თავაზიანად ტაქტის ფარგლებში უთხრათ, რომ ის დღეს კარგად გამოიყურება? ასევე შეაქოთ კარგად შესრულებული სამუშაოსათვის. ადამიანს უყვართ როცა უფასებენ მას მიღწევებსა და შრომას.

 

ყოველთვის დაიცავით ღირსება ყველანაირი კომფლიქტისას. ნუ იქნებით მწარე და უხეში ენის პატრონი, იყავით მშვიდი და გაწონასწორებული. ადამიანი, რომელიც უცებ ღელდება და ადვილია მისი მწყობრიდან გამოყვანა არ სარგებლობს პოპულარობით გარშემომყოფებში. პატივი ეცით სხვების აზრს, არ არის აუცილებელი ყველაფერში დაეთანხმოთ ან ყველაფერი გააპროტესტოთ. თუ თქვენ არ ხართ რაღაცაში მართალი აღიარეთ ეს, ამით პატივისცემას დაიმსახურებთ. სიჯიუტე არ არის ის თვისება რითაც შეიძლება ამაყობა.

 

თუ თქვენ გაწუხებთ რამე პირადი, ნურასდროს მოახვევთ პრობლემებს სხვებს. ადამიანი, რომელიც წუწუნებს არ არის სასიამოვნო მოსასმენი. შეეცადეთ მოაგვაროთ პრობლემა თქვენ თვითონ ისე, რომ არ დაგეტყოთ ეს, ან სთხოვოთ დახმარება მეგობრებს, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ წუწუნი და ოხვრა.

 

ნუ იქნება თქვენი იდეაფიქსი ის, რომ მოახდინოთ ვინმეზე შთაბეჭდილება. იყავით ბუნებრივები და ის ვინც ხართ რეალურად, არ არის საჭირო ზედმეტად ბევრი რამის აღება საკუთარ თავზე, შესაძლოა დროებით მოახერხოთ ეს მაგრამ ხანგრძლივათ ეს არ გამოგივათ. ამიტომ გირჩევთ იყავით თავდაჯერებული, მოიქეცით ისე, რომ აქეთ გაუჩინოთ სხვებს სურვილი, თქვენზე დაიწყონ შთაბეჭდილების მოხდენა.