როგორ გავხდეთ პოპულარული - rogor.ge

როგორ გავხდეთ პოპულარული

 

ნუ ეცდებით იყოთ პოპულარული. ცდა იმისა, რომ გახდე პოპულარული არის შეცდომა. როდესაც ჩვენ ვცდილობთ სხვის მოხიბლვას და ვუქმენით წამროდგენას საკუთარ თავზე, ეს გარდაუვლად გვამხნევებს და ჯამში ჩვენგან გამოდის ფარული პირფერობა. ამ შემთხვევაში ავტომატურად მოგვივა ფიქრები იმის შესახებ თუ რა ვთქვათ, რა გავაკეთოთ, მოეწონება თუ არა ეს მსმენელს. ეს არ არის სწორი მიდგომა. როცა ვიქცევით ასე, ჩვენი ეგო გამოდის წინა პლანზე და ჩვენ ვკარგავთ საკუთარ ნამდვილ მეს. დროებით შეიძლება ამან მოახდინოს მცირე ეფექტი ადამიანებზე, მაგრამ ხანგრძლივი დროით არაფერი გამოგვივა. ეს გეგმა არ იქნება მდგრადი. ნამდვილი მეგობრობა უნდა იყოს დაფუძნებული ბუნებრივობაზე. ნუ შეეცდები აკეთო ექსტრავაგანტული რაღაცები, ეცადე იყო ის ვინც ხარ, ხოლო თუ არ ხარ ჯერ ისეთი როგორიც გინდა იყო, გახდი ახლო მომავალში !

 

იფიქრეთ სხვებზე უფრო მეტი, ვიდრე ფიქრობთ საკუთარ თავზე. ადამიანები აფასებენ მათ ვინც არის ყურადღებიანი. თუ თქვენ ლაპარაკობთ მხოლოდ საკუთარ წარმატებებზე და მიღწევებზე, ხალხი ავტომატურად დაიწყებს თქვენთვის თავის არიდებას. ჩვენ ბუნებრივად პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ატარებენ მეტ დროს სხვების მოსმენაში - ვიდრე საკუთარ თავზე ლაპარკში. ეს ნიშნავს, ყველას სთავაზობდეთ კეთილმოსურნეობას. ყველას და არა რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ძალიან პოპულარულები არიან.

 

იყავი ის ვინც ხარ ეს არის ძალიან უცნაური, რომ თავი მოგქონდეს იმათ ვინც არ ხარ. ადამიანები მალევე ხვდებიან თუ ვინ ვინ არის. შენ არ უნდა გჭირდებოდეს იმაზე ფიქრი, რომ სხვების მოლოდინი გაამართლო და ისეთი გახდე როგორსაც აჩვენებდი სხვებს თავს. უნდა გქონდეს ბუნებრივი ნიჭი ადამიანების მოხიბვლის. ამისათვის კი საჭიროა ისწავლოთ, რომ მოიქცეთ ბუნებრივად იმასთან შედარებით თუ ვინც ხართ სინამდვილეში.

 

იყავი სულგრძელი ისწავლე, თუ როგორ უნდა იყო დიდსულოვანი და სულგრძელი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. აპატიე მათ მცირე შეცდომები, მაგრამ დაუფასე ასევე დადებითი მხარეებიც. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რის გამოც ადამიანები უნდა გვაფასებდნენ. თუ ჩვენ ყოველთვის განვიკითხავთ და განვსჯით სხვებს ჩვენი კრიტიკული აზროვნებით, ისინი თავს იგრძნობენ უმნიშვნელოდ და დამცირებულად. გირჩევთ დაუფასოთ სხვებს კარგი საქციელი, დამოკიდებულებები და პოზიტიური თვისებები, სანაცვლოდ კი ისინიც იქნებიან ყურადღებიანი და თბილი თქვენს მიმართ.

 

დაამდაბლე შენი ეგო ცდილობ იყო პოპულარული იმის გამოყენებით, რომ მოაჩვენო თავი სხვა ადამიანებს ჭკვიანად? ლაპარაკისას ხშირად იყენებ სხვადასხვა ცნობილი ადამიანების სახელებსა და მათ მიღწევებს? როდესაც აზვიადებ საკუთარ ეგოს, შენ მხოლოდ ხდი შინაგან მეს პოპულარულს ისევ საკუთარ თავთან. თუ შეგიძლია იმუშავო ზედმეტი მოთხოვნების: დაფასებისა და ქება-დიდების გარეშე, ხალხი იქნება ბევრად თბილი და ჰუმანური შენს მიმართ. მოდით თქვენმა საქციელმა ილაპარაკოს თქვენი სიტყვების ნაცვლად. თუ აკეთებთ კარგ საქმეებს, არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამ საქციელებზე თქვენვე ილაპარაკოთ, თქვენ ხომ არ ხართ პოლიტიკოსები, რომ ამის საჭიროება შეგექმნათ. სხვათაშორის ეს ერთ-ერთი მიზეზთაგანია რის გამოც თითქმის არცერთი პოლიტიკოსი არ არის ბოლომდე პოპულარული.

 

იუმორი პოპულარობისათვის ხანდახან გვჭირდება საკუთარი თავის დამდაბლება. ნუ მიიღებთ ყველაფერს სერიოზულად. კარგი იუმორი არის ერთ-ერთი მომხიბვლელი ატრიბუტი რითაც ფასდება ადამიანი. ასევე არის ნათქვამი, რომ იუმორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხასიათის თვისება, რასაც ქალი მნიშვნელოვნად აფასებს და აკვირდება მამაკაცთან ურთიერთობისას. იუმორი არ ნიშნავს იმას, რომ კომიკოსებივით დავისწავლოთ ხუმრობები და ფეხზე დგომით ხანგრძლივი გამოსვლები გვქონდეს. უბრალოდ არ იყოთ ხშირად მოწყენილი და მოღუშული სახით.

 

მიჰყევით თქვენს იდეალებს მშვიდად. ადამიანები აკვირდებიან მათ, ვისაც აქვს მტკიცე ხასიათი შემდეგი ატრიბუტებით : პატიოსნება, გულკეთილობა, სიმტკიცე, თავდაჭერილობა. ეს არის იდეალები რაც უნდა გაგაჩნდეს, ამაზე არ ღირს საუბარი და ხაზგასმა ეს არის ის რაც ეჭვგარეშე უნდა მოიცადევს შენს ყოველდღიურ ხასიათს. ალბათ ხშირად შევსწრებივართ, როცა ადამიანები ლაპარაკობენ თუ როგორ უნდა იცხოვრონ სხვებმა უკეთესი ცხოვრებით. პირველი აზრი რაც უნდა მოგივიდეთ თავში არის ის, რომ უკეთესია მათ საკუთარ ცხვორებას და თავს მიხედონ, არა ლექციები უკითხონ სხვებს ისიც ხშირ შემთხვევაში ზურგს უკან. სხვებზე ცუდის ლაპარაკი არავის ხდის უფრო პოპულარულს.

 

ადამიანების მანიპულირება თუ გაქვთ ეს ნიჭი, გამოიყენეთ იმ შემთხვევაში თუ რეალურად გჭირდებათ და არაკეთილსინდისიერად არ იყენებთ. ადამიანებზე მანიპულირება და მათ გავლენაზე ზემოქმედება, ყოველთვის გამორჩეულ ადამიანად გაქცევთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ და არ გამოიყენოთ ბოროტად ეს თვისება. იმ შემთხვევაში თუ არ იცით ადამიანებზე მანიპულირება და მათზე ზეგავლენის მოქცევა, მოძებნეთ ჩვენს საიტზე მანიპულირება ან/და ზეგავლენა, შეისწავლეთ და გამოიყენეთ კეთილსინდისიერად!