როგორ მოვახდინოთ მანიპულირება სხვებზე - rogor.ge

როგორ მოვახდინოთ მანიპულირება სხვებზე

 

გაიგეთ მანიპულირებენ თუ არა თქვენზე. სანამ დაიწყებთ მანიპულაციების სწავლას და შემდეგ მათ პრაქტიკაში გამოყენებას, მინდა თავიდანვე მოკლე შესავალი გავაკეთო: იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ სამომავლოდ თავის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში თავდასხმა, საჭიროა გამოავლინოთ თუ როგორ მანიპულირებენ თქვენზე. დააკვირდით ადამიანების ქცევებსა და ჟესტებს, მათ "სხეულის ენას", საუბრის მანარესა და სიჩქარეს. თუ რა სიტყვებს იყენებს მოსაუბრე ხშირად და ყველაზე მთავარი, როდესაც გესაუბრებიან და თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას აუცილებელად გაამახვილეთ ყურადღება უფრო მეტად იმაზე, თუ რატომ გეუბნებიან და გელაპარაკებიან ამა თუ იმ თემაზე, ვიდრე რას ამბობენ და როგორ.

 

სიმშვიდე, წონასწორობა.წარმოუდგენელია ადამიანზე მოახდინო მანიპულირება თუ ვერ აკონტროლებ საკუთარ თავს. ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა, უპირველსად სანამ შეეცდებით სხვაზე ზეგავლენის მოხდენას. იმისათვის, რომ გაგიადვილეთ ეს უკანასკნელი, არსებობს რიგი ვარჯიშებისა. 1. დაუკვირდით საკუთარ აზრებსა და ფიქრებს, 2. იყავით მობილიზებული და კონცენტრირებული. 3. მოერიდეთ ზედმეტ არასაჭირო ქცევებს, იქნება ეს ფეხის მოუსვენარი მოძრაობა თუ ხელებისა და მხრების გაუაზრებელი მოძრაობები. 4. დააკვირდით ჩამოყალიბებულ ადამიანებს, იქნება ეს პოლიტკოსები თუ მაღალი რანგის სხვა ადამიანები. ნახეთ თუ როგორ იქცევიან ისინი და გაავლეთ პარალელები. დაკვირვების შემდეგ კი გამოიტანეთ სათანადო დასკვნები და დაიწყეთ თქვენი მანერების დახვეწა.

 

მანიპულირება შაბლონებზე. ძალიან ადვილია მანიპულირების ამ ხერხის გამოყენება. ადამიანების უმეტესობა მიჩვეულია რუტინულ კითხვა პასუხს, მაგალითისათვის "გამარჯობა,როგორ ხარ ? რას შვები ?" და ამ კითხვებზე მეტნაკლებად ერთი და იგივე პასუხია. ლაპარაკისას არსებობს ბევრი ასეთი კითხვა რომლებზე საპასუხოდ ყველა ადამიანი მომზადებულია, როგორც კი განსხვავებული კითხვა ან განსხვავებული პასუხი ესმის ადამიანს მისი ტვინი იწყებს ფიქრს თუ რა პასუხი გასცეს დასმულ კითხვას, ეს კი თქვენ დროში გაძლევთ უპირატესობას, თანამოსაუბრეს კი უქმნის დისკომფორტს. ეს შეეხება ასევე საქციელს, თქვენ თუ გააკეთებთ ისეთ რამეს რაც გაკვირვებას და გაოცებას იწვევს კონკრეტულ სიტუაციასა და ადამიანებში ეფექტი იგივე იქნება. ნუ იხელმძღვანებელბთ შაბლონებით. განსხვავებული კითხვა პასუხი და ქმედებები ყოველთვის არის საბაბი სხვა ადამიანების დაბნევის.

 

მზერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელება. გამოხედვისას შეიძლება ბევრი რამის წაკითხვა ადამიანის თვალებში. გახსოვდეთ გადმოცემისას როცა უყვებით, ან უმტკიცებთ ადამიანს რამეს, შეეცადეთ ყოველთვის უყუროთ მას თვალებში, ნუ მიაშტერდებით რომელიმე, მარჯვენა ან მარცხენა თვალს, უყურეთ ზუსტად წარბების შუა ადგილს. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ გელაპარაკებიან და ცდილობენ თქვენს თვლებში ყურებას, მოარიდეთ მზერა.

 

სხეულის ენა როდესაც ცდილობთ ადამიამზე მანიპულირებას ან რამის დამტკიცებას გამალებით, აუცილებლად უნდა იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული. ახსნისას დიდი მნიშვნელობა არავერბალურ ჟესტიკულაციას. ის რასაც ლაპარაკობთ იგივეს უნდა გადმოსცემდეს სხეული თავის მოძრაობებით. როდესაც ხსნით რამეს თავად კი ხელები ჯიბეში გაქვთ ან გადაჯვარედინებული, ესე არ გამოგივათ არაფერი. საუბრისას როცა ხსნით რამეს ან გინდათ, რომ დაგიჯერონ, აჩვენეთ ხელის გულები !

 

მანიპულირებისას დიქციას მიაქციეთ ყურადღება. ისაუბრეთ საშუალო ტემბრით და მშვიდად. ადამიანი რომელიც საუბრობს ჩქარა, გაურკვევლად და აღელვებულად, რთულია მისი გაგება. დაუკვირდით თქვენს მეტყველებას. თუ ამჩნევთ, რომ არ ხართ კმაყოფილი, აუცილებლად იმუშავეთ მასზე გადახედეთ ინსტრუქცუას გავიუმჯობესოთ მეტყველება.

 

თუ გსურთ. რომ მიიღოთ დადებითი პასუხი, გამოიყენეთ სოკრატეს მეთოდი. ეს არის ძალიან ძველი და ეფექტური მეთოდი, საუბრისას შეეცადეთ ისაუბროთ ისე, რომ დაგეთანხმონ, თქვით 6-7-10 ფაქტი რაზეც ყველანი თანახმანი ხართ და საერთო მოსაზრება გაგაჩნიათ, ხოლო ბოლოსკენ მოიტოვეთ ისეთი რამ რაზეც გინდათ, რომ დაგეთანხმონ, შანსი იმისა, რომ პასუხი მიიღოთ "კი" ძალიან დიდია.

 

მანიპულირება შეიძლება ხშირად დაგჭირდეთ კამათისას, ან თუნდაც იმის შემჩნევა მანიპულირებენ თქვენზე გააზრებით თუ გაუაზრებლად. იმისათვის, რომ ორივე შემთხვევაში შეიარაღებული იყოთ წაიკითხეთ მანიპულირება კამათისას. ასევე გაეცანით ინსტრუქციას როგორ მოვახდინოთ ადამიანის მანიპულირება.