როგორ მოვახდინოთ ადამიანის მანიპულირება - rogor.ge

როგორ მოვახდინოთ ადამიანის მანიპულირება

 

უპასუხისმგებლო საქციელი შეიძლება ცუდათ ჩანს, შეიძლება უზრდელობაშიც კი ჩაგითვალონ მაგრამ ერთ-ერთი მეთოდი ადამიანის მანიპულაციის სწორედ რომ უპასუხისმგებლობაა. ეცადეთ, რომ ეს უკანასკნელი არ გადაგეზარდოთ ჩვევაში და უზრდელობაში. როდესაც მიმართავთ ამ მეთოდს, აუცილებლად უთხარით საყვარლად ბოდიში, აუხსენით მიზეზი რატომ ვერ გააკეთეთ და მხიარულად, თბილად გაესაუბრეთ, უთხარით, რომ ძალიან გიყვართ და თქვენთვის ის მნიშვნელოვანია. მაგალითად: მეგობარს უნდა შეხვედროდით დღეს 3 საათზე, თქვენ ცოტას აგვიანებთ, გირეკავთ მეგობარი და მკაცრად გელაპარაკებათ. თქვენ ამ დროს თბილად, საყვარლად იცინიხართ და უხსნით სიტუაციას, რომ მიდიხართ. ჯერ არ მისულხართ და კიდევ გირეკავთ, იგივეს აკეთებთ, არ ასერიოზულებთ და უბრალოდ იცინიხართ, ანეგდოტს უყვებით ან რამეს რაც იცით, რომ გააცინებს თქვენს მეგობარს. აი თქვენც მიხვედით, ჩაეხუტებით არ აცდით ლაპარაკს, ეუბნებით, რომ გიყვართ და რეკავთ სხვაგან, რადგან მისი წამიერი საყვედური აიცილოთ, ის უკვე "მინუსში" რჩება. რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მისი ზემოქმედების/მანიპულირების პირველ ეტაპს უახლოვდებით. მაგრამ ეცადეთ, რომ ძალიან არ გააბრაზოთ :)

 

იგნორირება ადამიანს ძალიან აღიზიანებს იგნორირება, ეს უკანასკნელი ისე უდნა გააკეთოთ, რომ გაღიზიანება არ გადავიდეს სიბრაზეში. აცადეთ გაღიზიანდეს, თქვენ ხომ ისეთი საყვარელი ხართ, რომ ვერც კი აუმაღლებს ტონს. აკოცეთ შუბლზე. - როდესაც გელაპარაკებიან, არ გამოიჩინოთ დიდი ინტერესი; - ტელეფონი, რომ დაგირეკავთ, უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ზარი, ვიდრე მისი საუბარი თქვენთან; - თუ მესამე ადამიანი გამოჩნდა, ზურგი მიაქციეთ იმ ადამიანს ვისზეც აკეთებთ მანიპულირებას, შემდეგ შემოტრიალდი და ბოდიში მოუხადე. ცოტახანში გაიმეორეთ იგივე; - ეცადე ილაპარაკო უფრო მეტი, ვიდრე ლაპრაკობს ის, ვიზეც აკეთებთ მანიპულირებას, ანუ გადაფარეთ მისი საუბარი, არა მხოლოდ ტონალობით და ხმით, არამედ მეტად საინტერესო წინადადებით.

 

მოიყვანეთ ფაქტები (შეიძლება გამოგონილიც) მის დასარწმუნებლად ეს ფაქტები ან უნდა იყოს რეალური, ან იმდენად უნდა გჯეროდეთ თქვენთვითონ და ისეთი რწმენით უდნა უთხრათ, თითქოს რეალურია. მაგალითად: - "მე რაც მაცვია, ვისაც ვკითხე 5 დან 5 კაცს მოსწონს" - რეალურად თქვენ რასაც ამბობთ გჯერათ და მართლაც ასეა! შეიძლება გაეცინოს, გაგეხუმროთ და დაგცინოთ, მაგრამ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მიზანს ნელ-ნელა აღწევთ, რადგან ის თავს იცავს ამით, თუმცა მის ქვეცნობიერს უკვე სჯერა, რომ თქვენ მართალი ხართ.

 

გამოიყენეთ კომპლექსური სიტყვები კარგი იქნება თუ გამოიყენებთ high-tech ბიზნეს სიტყვებს, უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან ტერმინებს ან თუნდაც უცხოურ ენაზე სიტყვებს (ბრენდების დასახელებებს, ამერიკულ ჟარგონებს და სხვ.)

 

დაუსვით უხერხული და ირონიული კითხვები ალბათ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გცოდნიათ სიმართლე ნებისმიერ თემაზე, მაგრამ იმ კონკრეტული ადამიანისთვის არ დაგისვამთ შეკითხვა, რადგან უხერხულში არ ჩაგეგდოთ [i](გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც გულის ტკენას ეხება და ადამიანის სულიერ განცდას)[/i]. დაუსვით ეს კითხვა და დაელოდეთ პასუხს, თუ გიპასუხათ და იცით, რომ სიმართლე არაა, ირონიულად უპასუხეთ სიმართლე, მაგრამ ისევ მოესიყვარულეთ და უთხარით, რომ თქვენ ნუ გატყუებთ. მაგალითად: - "ა ეს ჩანთა შანელში იყიდე ხო?" - არადა იცით, რომ შანელში არ უყიდია; - "არადა იმ ბიჭს შენ მოეწონე (ირონია)" - არადა იცით, რომ იმ ბიჭს არ მოწონებია და არც მოეწონება.

 

მოულოდნელი თხოვნები, მოულოდნელი ქცევები თქვენგან თხოვეთ ნებისმიერი რამ, რაც მოგეწონებათ, რაც გინდათ, რომ იმ მომენტში გააკეთოთ. მაგალითად: - "სიგარეტი მიყიდე რა და მოგცემ მერე ფულს, მეზარება ფულის დახურდავება" - მოულოდნელი/უცნაური თხოვნა; - "ის გოგო თუ მოგეწონა წამო გავიცნობ და გაგაცნობ (მიდიხართ და იცნობთ)" - მოულოდნელი საქციელი თქვენი მხირდან; - "შენ, რომ მთხოვო ღამის 3 საათზე აფრიკაშიც გაგყვები" - და მართლაც აკეთებ ამას. თქვენი მოულოდნელი ქცევებით, იჩენთ ლიდერულ თვისებას მასთან დამოკიდებულებაში, სწორედ, რომ ეს ლიდერული თვისება გეხმარებათ მოახდინოთ მასზე მანიპულაცია. თქვენი თხოვნა უკვე მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ გაგიკეთებიათ იგივე, თქვენ ლიდერი ხართ და იძულებულია გააკეთოს ის, რაც თქვენ გინდათ, რადგან თქვენნაირი მოულოდნელი საქციელის მქონე ადამიანის და ამავდროულად ლიდერის დაკარგვა არ სურს.

 

არასდროს მიმართოთ სათხოვრად, მორალური მხარდაჭერისთვის თქვენ უკვე ლიდერი ხართ, თქვენ არ შეიძლება გამოიჩინოთ ასეთი სისუსტე და არ მიმართოთ მორალური მხარდაჭერისთვის, ან ისეთი მოქმედების შესრულებისთვის რაც თქვენ არ შეგიძლიათ. როდესაც საქმე ეხება პუბლიკას, ხოლო ანგარიშზე ჩარიცხვა შეიძლება, რომ სთხოვოთ, 37,1 სიცხეზეც კი :)

 

იყავით ემოციური, გამოხატეთ დადებითი ემოცია რაც შეიძლება მეტი თქვენმა მეგობარმა ახალი ნასკის შეძენაზეც კი ისეთი რეაქცია უნდა მიიღოს თქვენგან, რომ თითქოს სახლი იყიდა ისე გაგიხარდათ. ეს არწმუნებს თქვენს სიყვარულში მის მიმართ.

 

არასასიამოვნო რეალობის ლამაზად გადაფარვა მაგალითად: - "დიახ ბატონო გიორგი, ამ ცხრილს გავაკეთებ 5 წუთში" - უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე 20 წუთში.

 

თემის შეცვლა ადამიანი, რომელზეც ატარებთ მანიპულირებას, გესაუბრებათ მისთვის საინტერესო თემაზე, უცბათ ცვლით თემას და ცოტახანში "ეუბნებით არ დაგავიწყდეს მერე მითხარი". მაგალითად: მეგობარი: "ბიჭო, იცი დღეს რა ლამაზი გოგო გავიცანი?" თქვენ: "ვა საღოლ შენ :) სად? როგორ?" მეგობარი: "ბიჭო, მივდიოდი და უცბათ დავეჯახე, მაგრად მეცნობოდა და გამახსენდა Facebook-ზე მყავდა..." - ამ დროს თქვენ აწყვეტინებთ წინადადებას და გადაგაქვთ სხვა თემაზე საუბარი. თქვენ: "მოიცა ნატალის უნდა დავურეკო" - რეკავთ და თან ეუბნებით - "მერე მომიყევი კაი არ დაგავიწყდეს". მას უკვე ინტერესი მისდის და ფიქრობს, რომ დიდი არაფერი გაუკეთებია, რადგან თქვენ ვერ გაგაკვირვათ და ვერ დაგაინტერესათ.

 

შექმენით ხელოვნური შიში/პრობლემა - გადაწყვიტეთ თქვენვე პატარა პრობლემა გახადეთ ძალიან დიდი, შექმენით შიში და თითქოს ყველაფერი ძალიან ცუდათაა, მოიყვანეთ ფაქტები. მაგრამ ამ პრობლემას ისე აგვარებთ, რომ მას ზედმეტი ფიქრიც აღარ უწევს და თქვენზეა უკვე დაყრდნობილი 100%.

 

ნებისმიერ პრობლემაში/საკითხში გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენ, ეს პასუხისმგებლობა კი აიღეთ თქვენ თავზე ეს მეთოდი კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ლიდერულ თვისებებს და კიდევ უფრო დაიჭერთ მის ცხოვრებაში ადგილს, ლიდერის პოზიციით. - აიღეთ პრობლემა თქვენ თავზე, თუნდაც ზიანი მოგიტანოთ; - აიღეთ დიდი საკითხების მოგვარება თქვენ თავზე, პატარა მიეცით მას და თუ ვერ შეასრულა, ანახეთ, რომ თქვენ მასზე ბევრად რთულ საკითხებს აგვარებთ; - სიარულშიც კი იარეთ პირველმა, კარები გააღეთ პირველმა, ზარს უპასუხეთ პირველმა და საერთოდ - იყავით ყველაფერში პირველი!

 

დაიწყეთ პატარა მიზნით - ადით დიდამდე მაგალითად: თქვენ: "ბიჭო, შეყვარებულს უნდა შევხვდე და მერე გამოგყვები კარგი?" მეგობარი: "კარგი :)" თქვენ: "აუ ბიჭო ფული არ მაქვს და დამიმატე რა ცოტა, ხოიცი როგორ მიყვარხარ" მეგობარი: "კარგი" - გაძლევთ 5 ლარს თქვენ: "აუ კინოში უნდა დამეპატიჟებინა, სულ დამავიწყდა და ცოტაც მომეცი და მერე მოგცემ კარგი?" მეგობარი კი ცოტაოდენი წუწუნის შემდეგ დაგთანხმდებათ - რაც უკვე ნიშნავს, რომ თქვენ მანიპულირებთ მასზე, რადგან აკეთებს ბევრ ისეთ მოქმედებას რაც მას არ უნდა.