როგორ გავიმარჯვოთ კამათში - rogor.ge

როგორ გავიმარჯვოთ კამათში

 

გაურკვეველი სიტყვები და ტერმინები ყველაზე ეფექტური ეს მეთოდი არის იმ შემთხვევაში როდესაც ეკამათები იმ ადამიანებს რომლებიც არიან თვითკმაყოფილი და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარბულები. მათ ან შეეშინდებათ შეგეკამათონ იმაში რაც თქვი თუ არ იციან ზუსტად რა იგულისხმე, ან ისეთ სახეს მიიღებენ თითქოს ყველაფერი გაიგეს და გეთანხმებიან. სინამდვილეში კი შენ შეძლებ გაამყარო საკუთარი არგუმენტი და პოზიცია, იქნები უფრო თავდაჯერებული.

 

კითხვა - ხაფანგი კარგად ჩამოყალიბებული კითხვები დაგეხმარება შენ შეავიწროვო და დააკონკრეტო არსებული პრობლემა რაზეც მიდის კამათი. ასეთი ტიპის კითხვები იყოფა სამ ნაწილად : შენ შეგიძლია წაუყენო ულტიმატუმი, როგორიც არის "ან - ან" - ოპონენტს კი არ რჩება მეტი არჩევანი. მეორე მხრივ შეეცადე დასვა კითხვა გვერდულად მაგალითად "როგორ შეგიძლია ეკამათო სამეცდნიერო ფაქტებს? " ან "თქვენ უგუვებელყოფთ სტატისტიკურ მონაცემებს ?" იშვიათად, რომ ნორმალურმა ადამიანმა უბრალოდ ფაქტებზე თქვას, რომ ეს ესე არ იყო. მესამეც, დასვით კონტრა კითხვები. ეს გამოგადგებათ მაშინ როდესაც თქვენი ოპონენტი გაურბის კითხვებს.

 

მოულოდნელობის ეფექტი შეეცადეთ მოუმატოთ თქვენი მეტყველების ტემპს. ასეთი საქციელით თქვენ, არა მხოლოდ შეუქმნით თქვენს ოპონენტს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, ასევე შეაფერხებთ მის ტვინში ინფორმაციის ოპერატიულად აღქმას და გააზრებას.

 

ეჭვები ეს არის ძალიან მარტივი ხაფანგი, რომელიც ჩააყენებს ოპონენტს უხერხულ სიტუაციაში. თითქოსდა კითხულობ მის აზრებს, რომელშც ის გადანაშაულებს შენ ტყუილში. ასეთი საქციელით შენ განზე გაგაქვს ეს ეჭვები, მაგალითად: "შენ ფიქრობ, რომ გატყუებ ხო?" ან "თქვენ ალბათ გგონიათ, რომ თქვენს დაყოლიებას ვცდილობ ეხლა!"

 

შანტაჟი ამ შემთხვევაში ბევრი რამის მოფიქრება შეგიძლია. თუ ის ადამიანი არ დაგეთანხმება ან არ გაგითვალისწინებს რომ შენ მიიღებ გარკვეულ ზომებს. მაგალითისათვის თუ ის არ გადმოვა შენ მხარეს შეგიძლია მიმართო იმ ადამიანებს ვისი განაწყენებას სავსებით არ უნდა თქვენს ოპონენტს.

 

გამეორება ამ ფსიქოლოგიური ილეთის არსი გამომდინარეობს იმაში, რომ იმეორებ ერთსა და იმავე დაუსაბუთებელ აზრს. ასეთი საქციელით შენ აჩვევ შენს თანამოსაუბრეს ამ აზრს. ეს მისთვის უკვე ნაცნობი ხდება და ის ასე მარტივად ვეღარ უარყოფს ამ დამოკიდებულებას.

 

აღიარების სირცხვილი მითხარი, რამე, რაზე ლაპარაკობ, - დიდი ხნის ცნობილი ფაქტია. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც აღიარებს საკუთარ დანაშაულს და ბრალეულობებს, თავის არაკომპეტენტურობასა და რაღათქმაუნდა სისულელეებსა და უცოდნირობებს.

 

ირონია ეს ილეთი უნდა გამოიყენოთ მაშინ როცა კამათი შენთვის უკიდურესად არამომგებიანია. შენ შეგიძლია უბრალოდ წახვიდე პრობლომისგან, თქვი "ჰო რას ვიზავთ, თქვენი დასაბუთებები ჩემს ცნობიერებასა და აღქმის შესაძლებობებზე მაღლა დგას!" ან "ეს უბრალოდ აბსურდია !" ასე შენ შენს ოპონენტს გაუჩენ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას და ის შეეცდება პოზიციის შერბილებას რადგან გაარძელოს კამათი.

 

წყენა ეს ილეთიც გამოდგება იმ შემთხვევაში თუ გინდა აარიდო თავი მორიგ კამათს. უთხარი მოწინააღმდეგეს, რომ: "შენ მე ვინ გგონივარ?" შენი ოპონენტი ვერ შეძლებს კამათის გაგრძელებას, იმიტომ, რომ ახლა შენ განიცდი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, უფრო სწორედ წყენას იმ ნათქვამებზე რომლებიც არ იყო გააზრებული და ნაჩქარევად იყო ნათქვამი საპირისპირო მხარის მიერ.

 

სოკრატეს მეთოდი ბოლოსთვის კი სოკრატეს უძველესი და კარგად ნაცნობი მეთოდი. ეს არის ყველაზე ეფექტური კამათის წაყვანის მეთოდი რაც კი ალბათ ადამიანებს გამოუგონიათ. - თავიდან რამენაირად ისე უნდა ილაპარაკოთ თემების გარშემო, რომ აიძულოთ ოპონენტი დაგეთანხმოთ თქვენს ნააზრევს. ამ საშუალებით მას ჰგონია, რომ დასკვნა რასაც აკეთებს ის მისი საკუთარი ნააზრევია. მთავარია, რომ ყველა შენი კითხვა რასაც დაუსვამ უნდა იყოს დადებითად ნაპასუხები მაგალითად "მემგონი, მეთანხმები იმ ფატზე, რომ შენს მხარეს ვარ" ან " კი მარა შენ თვითონ არ მითხარი ამაზე ეს ?" ან "მე როგორც ვიცი სამართლიანი ადამიანი ხარ, რომელიც აზროვნებს და საღად აფასებს ყველაფერს, ვიმედოვნებ, რომ სიტუაციას ობიექტურად შეაფასებ არაა ასე ?" ან "ბოლო ბოლო მეთანხმები იმაში მაინც, რომ ჩვენ ორივეს გვინდა სიმართლის გარკვევა?" ასეთი მიგდომა არა მხოლოდ დადებით განწყობაზე გადაიყვანს ოპონენტს არამედ, დაარწმუნებთ იმაშიც, რომ რაზეც ელაპარაკეთ ეგ აზრები მას ეკუთვნის.