გასაუბრება - rogor.ge

როგორი შეცდომა არ უნდა დაუშვათ გასაუბრებაზე, ყველაფერი რომ არ გააფუჭოთ

რაც არ უნდა შესაფერისი იყოთ კონკრეტული სამუშაოსთვის, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი გასაუბრებისთვის, რომ არ დაუშვათ შეცდომა.

როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე

პირველი, რასაც გააკეთებთ, შესაძლოა, იმაზე ფიქრი იყოს, რა ჩაიცვათ და როგორ აჯობებს რომ გამოიყურებოდეთ. საჭიროა დამაჯერებლობა მოიკრიბოთ და მშვიდად გაარკვიოთ, რომელი კომპანიაში მიდიხართ და რა პოზიციაზეა საუბარი. უმთავრესია, კიდევ ერთხელ ეწვიოთ აღნიშნული კომპანიის ვებ გვერდს და კარგად გაეცნოთ მათ მოთხოვნებს. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გასაუბრებაზე მისულები ვერ პასუხობენ კითხვას: „თქვენ იცით, რა პოზიციაზე დაგიბარეს?“ გასაუბრების მიზანია, დამყარდეს ურთიერთობა დამქირავებელთან იმ მიზნით, რომ მიაწოდოთ სასურველი მესიჯი და უბიძგოთ მათ, აგირჩიონ ამ თანამდებობაზე. გასაუბრება ასევე დაგემარებათ გაარკვიოთ, არის თუ არა ეს თანამდებობა თქვენთვის მისაღები.

როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე?!

პირველი ეტაპი გავლილია. თქვენი CV სხვებისგან გამოარჩიეს და გასაუბრებაზე დაგირეკეს. გასაუბრებაზე, რომელზეც ბევრი კონკურენტი გყავთ. რომელიც გაძლევთ შანსს პირდაპირი კონტაქტის დამყარებით საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და დაიმსახუროთ დამსაქმებლის სიმპათია. აქ გაგიზიარებთ იმ რჩევებს, რომელიც გასაუბრებაზე საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

როგორ ავირიდოთ თავიდან უხერხულობა გასაუბრებაზე

თითქმის ყველა, ვინც ახლა არის დასაქმებული, აქვს გავლილი გასაუბრება, ეს აუცილებელი პროცედურაა,რომელიც წარმატებით არის გასავლელი, თქვენ უნდა დაუსაბუთოთ პოტენციურ დამსაქმებელს, რომ იქნებით ღირებული თანამშრომელი და თავს გაართმევთ დაკისრებულ მოვალეობებს. ეს პროცესი არ არის ადვილი, რადგან ხშირ შემთხვევაში მას თან ახლავს დაძაბულობა და დისკომფორტი, რამაც შესაძლოა ძირეული გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგზე. გაეცანით ინსტრუქციას სრულად, აირიდეთ თავიდან უხერხული მომენტები და შეხვდით გასაუბრებას მაქსიმალურად მომზადებული.

როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის

ტანში ჟრუანტელი გივლით: იქნებ არ ღირდა საერთოდ ამ მახეში გაბმა? იქნებ საერთოდ ჯობია არ წახვიდეთ ინტერვიუზე? იქნებ ამ სირცხვილს და თავის მოჭრას აჯობებს სახლში დარჩენა, იქნებ… სანამ ჩვენ თვითონ არ გადავწყვეტთ გადავლახოთ ეგრედ წოდებული "ინტერვიუს კოპლექსი".

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

სამოტივაციო წერილი მნიშვნელოვანია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, და უკვე სამსახურებშიც. ეს უნდა იყოს ინფორმაციული, დამაჯერებელი ნაწერი, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ უნდა ეცადო, პირველივე სიტყვიდან მოახდინო შთაბეჭდილება. რეზიუმეზე დართულ სამოტივაციო წერილს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: დაარწმუნოს პოტენციური დამსაქმებელი, რომ დაგიბაროთ გასაუბრებაზე და წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ჩანს თქვენს რეზიუმეში.

როგორ გავიაროთ გასაუბრება (რჩევები გოგონებს)

გსურს, რომ დაიწყო მუშაობა? და ეს სამსახური დაკავშირებულია საოფისე საქმესთან? სანამ თქვენ აგიყვანენ სამსახურში გადახედეთ რჩევებს რაც დაგეხმარებათ იყოთ საუკეთესოები.