სამსახური და კარიერა

დასაქმება

როგორ გავიაროთ გასაუბრება (რჩევები გოგონებს)

როგორ გავიაროთ გასაუბრება (რჩევები გოგონებს)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

გსურს, რომ დაიწყო მუშაობა? და ეს სამსახური დაკავშირებულია საოფისე საქმესთან? სანამ თქვენ აგიყვანენ სამსახურში გადახედეთ რჩევებს რაც დაგეხმარებათ იყოთ საუკეთესოები.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • თავდაჯრებულობა, ფაქტებზე დაფუძნებული!
  • სხვების განსხვავებული აზრების და შეხედულებების მოსმენის ნიჭი.
  • ზომიერების გრძნობა
  • საუბრის მანერების ფლობა და საკუთარი აზრის მოკლედ და ლაკონურად გამოთქმის თვისება.

საფეხურები

  1. 1 მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოემზადოთ გასაუბრებისათვის. თუ გაქვთ ისეთი საშუალება, რომ თქვენი ახლობელი ან ნაცობი მუშაობს, აუცილებლად ჰკითხეთ მას თუ რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას იმ ორგანიზაციაში სადაც აპირებთ მისვლას. ამის ცოდნა და მომზადება დაგეხმარებთ გასაუბრებისას.
  2. 2 ცნობილია გამოთქმა "მღვდელი ჭილობში იცნობაო", ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება დაუთმოთ იმას თუ რა გაცვიათ. ჩაიცვით სოლიდურად და საქმიანად. გოგონებისთვის ვისიც გაბარიტები გაძლევთ საშუალეაბას ჩაიცივთ საშუალო სიგრძის კაბა (იუბკა), შეუხამეთ ფერები რასაც იცვემთ და ასევე ყურადღება მიაქციეთ დეკოლტეს. არაა აუცილებელი ძალიან ჩახსნილი და ღია იყოს არც საპირისპიროდ. სასურველია გეცვათ პიჯაკი და ფეხსაცმელები მაღალ ქუსლებზე. მიუხედავად იმისა იქნება თუ არა სიცხე აუცილებლად ჩაიცვით თხელი "კალგოტკა" მაინც. ეს არის სტანდარტები საოფისე ტანსაცმლის ქალთათვის დასავლეთის ქვეყნებში, ხოლო ყველამ ვიცით, რომ დასავლური ინტეგრაციის პირობებში თითქმის ყველა ორიენტირებულია ამ სტანდარტებისკენ. სამკაულებიც კარგია მაგრამ არა ბროსის. არ გიჩევთ ვულგარულ მაკიაჟს, ყველაფერი ჯობია იყოს ბუნებრივად და უფრო ქალურად. თუმცა იცოდეთ ყველა შემთხვევაში თქვენი შერჩეულ ტანსაცმელში თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად უნდა გრძნობდეთ. უნდა შექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქენ ყურადღებას უთმობთ თქვენს ვიზუალურ მხარეს, მაგრამ არა ისე, რომ მთელი თქვენი დრო მაგაზე გეხარჯებოდეთ.
  3. 3 თან იქონიეთ ჩანთა რომელშიც გექნებათ ყველაფერი საჭირო: გარდა საჭირო დოკუმენტებისა, არ დაგავიწდეთ ბლოკნოტი და პასტა.
  4. 4 დაიმახსოვრეთ! მთავარია არ ინერვიულოთ. ის ადამიანები რომლებიც იქ დაგხვდებიან ისინი ასრულებენ საკუთარ სამუშაოს, თქვენ მათი არ უნდა გეშინოდეთ! მისვლამდე მოამზადეთ პატარა წარდგინება თქვენს შესახებ : განათლებაზე, გამოცდილებაზე, უნარ-ჩვევებზე, ხასიათის თვისებებზე რომლებიც დაგეხმარებათ სამუშაოს შესრულებაში (მაგალითად: კომუნიკაბელურობა, მოთმენის უნარი, შრომისმოყვარეობა, კრეტიულობა, სტრესებში მუშაობის უნარი და ა.შ.) მორიდებულობა, დამიჯერეთ ზედმეტია ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიანაც ნუ გათამამდებით. ილაპარაკეთ მხოლოდ იმაზე რაც რეალურია. ასევე შეეცადეთ ხაზი გაუსვათ იმას, თუ რატომ ჯობიხართ თქვენ სხვებს ამ აღნიშნულ ვაკანსიაზე.
  5. 5 გასაუბრებაზე უნდა გამოიყურებოდეთ თავდაჯერებულად: ახლა თქვენ მოგიწევთ ესაუბროთ ბევრ თქვენთვის უცნობ ადამიანს ასე, რომ თქვნი უბრალოდ შეშინებული იაერი განიზიდავს სხვებს. იყავით კონცენტრირებული და დაუკვირდით ყველას, რა ხდება თქვენს ირგვლივ, თქვენ დაგჭირდებათ ბევრი ინფორმაციის მოგროვება.
  6. 6 კაბინეტში შესვლისას, სადაც ხდება თვითონ გასაუბრება, გაიღიმეთ და თავაზიანად მიესალმეთ იქ მყოფ ადამიანებს. ნუ იწრიალებთ, დაიკავეთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი და მოისმინეთ რასაც გეტყვიან. იყავით მომთმენი, არ ჩაეჩრათ ლაპარაკისას მოსაუბრეს, იქნება ეს HR თუ სხვა თანამშრომელი. არ შეხვიდეთ კამათში, გახსოვდეთ, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში თქვენ ხართ სტუმარი! ხოლო, რომ დაიმკვიდროთ ადგილი ამ საზოგადოებაში თქვენ უნდა დატოვოთ კარგი შთაბეჭდილება გარშემომყოფებზე. ამასთანავე ნუ დაეთანხმდებით ყველას ყველაფერზე, თქვენ თქვენი განსხვავებული აზრი მოკლედ ნათლად და ლაკონურად უნდა ჩამოაყალიბოთ თორემ დატოვებთ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ არ გაგაჩნიათ ინდივიდუაურობა. გაეცით პასუხი კითხვებს თავისუფლად, უამბეთ მათ თქვენს თავზე. ნუ გააკეთებთ ხანგრძლივ პაუზებს, მაგრამ ნურც სხაპასხუპით უპასუხებთ, დაფიქრდით რასაც ამბობთ. ხაზი გაუსვით თქვენს იმ თვისებას რომ თუ რაღაც არ იცით და არ გესმით ცდილობთ, რომ გაიგოთ და გაინტერესებთ და დაანახეთ მათ, რომ თქვენ გინდათ განივითაროთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები და რომ სიახლეების ძიებაში ხართ.
  7. 7 თუ თქვენ შემოგთავაზებენ, რომ დაასახელოთ თანხა რაზე იმუშავებდით, თქვით რეალური ფასი საკუთარი შრომის! ნუ მოგერიდებათ და ნურც "განაგლდებით".
  8. 8 და ბოლოს გამოთქვით იმედი, რომ თქვენ მიიღებათ ამ სამსახურს ასეთი კარგი კოლექტივის გვერდით. გახსოვდეთ, რომ სამსახურში თქვენ რობოტებს არ აყავხართ, სუბიექტური შეფასება ძალიან დიდი როლს თამაშობს!

    გისურვებთ გასაუბრების წარმატებით გავლას !