სამსახური და კარიერა

დასაქმება

როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

პირველს, რასაც გააკეთებთ, შესაძლოა, იმაზე ფიქრი იყოს, რა ჩაიცვათ და როგორ აჯობებს რომ გამოიყურებოდეთ. საჭიროა დამაჯერებლობა მოიკრიბოთ და მშვიდად გაარკვიოთ, რომელი კომპანიაში მიდიხართ და რა პოზიციაზეა საუბარი. უმთავრესია, კიდევ ერთხელ ეწვიოთ აღნიშნული კომპანიის ვებ გვერდს და კარგად გაეცნოთ მათ მოთხოვნებს. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გასაუბრებაზე მისულები ვერ პასუხობენ კითხვას: „თქვენ იცით, რა პოზიციაზე დაგიბარეს?“ გასაუბრების მიზანია, დამყარდეს ურთიერთობა დამქირავებელთან იმ მიზნით, რომ მიაწოდოთ სასურველი მესიჯი და უბიძგოთ მათ, აგირჩიონ ამ თანამდებობაზე. გასაუბრება ასევე დაგემარებათ გაარკვიოთ, არის თუ არა ეს თანამდებობა თქვენთვის მისაღები.

 

საფეხურები

  1. 1 კვლევების თანახმად ტრადიციულად გასაუბრებაზე არჩევანი ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:
    60% - იმიჯი (როგორ გამოიყურება ინტერვიუზე კანდიდატი);
    30% - რამდენად მსგავსია კანდიდატისა და ინტერვიუერის ხედვები;
    10% - კანდიდატის სამუშაოს შესრულების უნარი.
    გასაუბრება ძირითადად გრძელდება 15 წუთს. განსაკუთრებით დიდია გასაუბრების პირველი ორი წუთის მნიშვნელობა, რადგან ინტერვიუ არც ისე ხანგრძლივია, რომ მოასწროთ პირველი შთაბეჭდილების გამოსწორება.
  2. 2 გასაუბრების პროცესში ინტერვიუერი უსვამს კანდიდატს კითხვებს მის ისტორიაზე, პირად თვისებებზე, მუშაობის სტილზე და სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებზე. კანდიდატს გასაუბრების ბოლოს მიეცემა შანსი, რომ თავადაც დასვას კითხვები.
    მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია თქვენს სამსახურეობრივ მოვალეობებზე, იამაყეთ შესრულებული სამუშაოთი. შეკითხვებს ყოველთვის უპასუხეთ სრული წინადადებებით, არანაირი ერთსიტყვიანი პასუხები!
  3. 3 წამოსვლამდე კვლავ შეაჯამეთ თქვენი კვალიფიკაცია. როდესაც გასაუბრება დამთავრდება, წამოდექით, უთხარით ინტერვიუერს, რომ კმაყოფილი ხართ მასთან შეხვედრით და დაელოდებით მის გადაწყევტილებას. ზედმეტად დიდხანს არ დაყოვნდეთ. არ დაგავიწყდეთ დამშვიდობება და ღიმილი.
  4. 4 რა უნდა გააკეთოთ გასაუბრებისას:
    > დაამყარეთ კარგი თვალის კონტაქტი, არ დაიწყოთ კედლების თვალიერება.
    > ისმინეთ ყურადღებით.
    > პასუხი გაეცით ყურადღებით.
    > ჩაიცვით ისე, როგორც ივლიდით სამუშაოზე.
    > გამოიყენეთ „სხეულის ენა“.
    > იყავით გულწრფელი.
    > გადაუხადეთ მადლობა.
  5. 5 რა არ უნდა გააკეთოთ გასაუბრებისას:
    > არ ჩაიწყოთ ხელები ჯიბეში.
    > არ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი.
    > არ მოკუმშოთ ან დაგრიხოთ ხელები.
    > არ ათამაშოთ ხელში კალამი ან ფანქარი.
    > არ დახედოთ ხშირად საათს.
    > არ განიხილოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა რელიგია, ასაკი, ნაციონალური წარმომავლობა, სქესი.
    > არ დააგვიანოთ, არც ძალიან ადრე მიხვიდეთ


    გისურვებთ გასაუბრების წარმატებით გავლას !
  6. 6 იხ : როგორ დავწეროთ CV

    როგორ დავწეროთ CV [II]