ბედობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციური ქართული ტრადიციაა.ძველი რწმენის მიხედვით, როგორიც იქნება 2 იანვარი, ისეთივე იქნება მთელი წელი. ამიტომ ამ დღეს ადამიანები ცდილობენ სიმშვიდე, სიხარული და კეთილგანწყობა შეინარჩუნონ.
მაგრამ როგორ უნდა შევხვდეთ ბედობას სწორად? რას ვაკეთებთ, რას ვერ?
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად რთული გამოწვევა საყვარელი ადამიანებისთვის სათქმელი სიტყვების პოვნაა. სწორად შერჩეულ ტექსტს შეუძლია განწყობის შექმნა და ურთიერთობების გათბობა.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 განსხვავებულ ვარიანტს, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ.
რატომ უთხრეს უარი ბათუმის სასტუმროში მიღებაზე ეგნატე ნინოშვილს
თბილისში მდებარე ძველი სასტუმროების შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რამდენად გამორჩეული სასტუმროები იყო ბათუმში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. ამ სასტუმროებს ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი რუსუდან კობრავა გვაცნობს.
ეს ევოლუციური თავისებურება წინაპრებისგან გადმოგვეცა და სულაც არ არის შემთხვევითი.
წვიმის განსაკუთრებულ სურნელს მეცნიერები „პეტრიკორს“ უწოდებენ. ტერმინი 1964 წელს ავსტრალიელმა მკვლევრებმა, იზაბელა ბეარმა და როდერიკ ტომასმა შემოიღეს. ბერძნულიდან „პეტრა“ ნიშნავს ქვას, ხოლო „იხორი“ — ღმერთების ძარღვებში მომდინარე სითხეს.
დედამიწა თავის ღერძზე ბრუნავს საათში დაახლოებით 1674 კმ სიჩქარით. ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ ჩვენ მის არსებობას ვერც კი ვამჩნევთ. მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ: რა მოხდებოდა, თუ დედამიწა ერთ წამში შეწყვეტდა ბრუნვას? შედეგები იმდენად კატასტროფული იქნებოდა, რომ კაცობრიობას გადარჩენის შანსი თითქმის არ ექნებოდა.
სახელი არა მხოლოდ ადამიანის იდენტობის ნაწილია, ის ხშირად ასახავს მშობლების იმედებს, სურვილებს და ეპოქის განწყობასაც კი. ზოგიერთი სახელი საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს პოპულარობას, ზოგი კი სულ ახლახან შემოვიდა ქართულ რეალობაში და თანამედროვე ტენდენციად იქცა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ სახელებს, რომლებიც 2024/2025 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად შეარჩიეს ახალშობილებისთვის.
მოთხრობის წერა ბევრისთვის სპონტანური პროცესია, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წინასწარ შედგენილი გეგმა ტექსტს უფრო გამართულს, ლოგიკურს და მკითხველისთვის დამაინტრიგებელს ხდის.
გეგმა არის „ჩონჩხი“, რომელიც შემდეგ სიტყვებითა და სიუჟეტური დეტალებით ივსება.
ანალიტიკური ტექსტის ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე არის მხატვრული ნაწარმოების ანალიზი. მხატვრული ნაწარმოები შეიძლება რამდენიმე მიმართულებით გაანალიზდეს, კერძოდ:
საკუთრივ მხატვრული ნაწარმოების ანალიზი;
მხატვრულ ნაწარმოებში წამოჭრილი ცალკეული კონკრეტული პრობლემის ანალიზი;
ნაწარმოების ლიტერატურულ-მხატვრული ანალიზი;
ნაწარმოებთან დაკავშირებული ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების განხილვა;
ალექსანდრიის დასავლეთ სანაპიროზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ჩაძირული პორტის ნაშთები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტაპოსირის მაგნას ტაძარს, იმ ადგილს, სადაც ბევრი მეცნიერი კლეოპატრა VII-ის სავარაუდო სამარხს ეძებს.
პირველი ლექცია უნივერსიტეტში ბევრისთვის მღელვარებით სავსე დღეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა საკუთარი თავის წარდგენა მთელი აუდიტორიის წინაშე. ეს გამოცდილება შეიძლება დამთრგუნველიც კი იყოს, თუმცა სწორი მიდგომით ის დაგეხმარებათ არა მხოლოდ შიშის დაძლევაში, არამედ კარგი პირველი შთაბეჭდილების შექმნაშიც.
უნივერსიტეტი ამაღელვებელი ეტაპია ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ თავდაპირველად საკმაოდ ბევრი რამ გექნებათ მოსამზადებელი. ჩვენ გეტყვით, როგორ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა მზად იყოთ უნივერსიტეტისთვის.
ყოველ ზაფხულს ყველას ერთნაირი კითხვა უჩნდება: რატომ ხდება ისე, რომ ზოგ ადამიანს კოღოები თითქმის არ ეკარებიან, ხოლო სხვებს ბოლომდე ღრღნიან? პედიატრმა ამ თემაზე ისაუბრა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე დაყრდნობით საინტერესო ახსნა გაავრცელა.
მერილინ მონროს სიკვდილის ამბავი, რომელიც 1962 წლის 4 აგვისტოს მოხდა — უკვე 60 წელია, რაც საიდუმლოს ბურუსშია გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვერსიით მსახიობმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მრავალი თეორია გავრცელდა მისი გარდაცვალების მიზეზებზე: ზოგი მიიჩნევდა, რომ საქმეში მაფია ან ამერიკის სპეცსამსახურებიც კი ფიგურირებენ.
ახლახან ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail გამოაქვეყნა ამ თემაზე ახალი დეტალები, რომლებიც გამოქვეყნდა წიგნში „ლოს-ანჯელესის კორონერი“. ავტორი ენ სუნ ჩოი წარმოგვიდგენს იმ ექიმის (თომას ნოგუჩის) მოგონებებს, რომელმაც პირადად ჩაატარა მერილინ მონროს გაკვეთა.
შოთა რუსთაველი — ლეგენდა, საიდუმლო და მსოფლიო კლასიკა
შოთა რუსთაველი — XII საუკუნის ქართველი პოეტი, მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე, რომლის სახელი ოქროს ასოებით წერია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ის გახლავთ გენიალური პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი — ნაწარმოების, რომელმაც საუკუნეები გადალახა და დღესაც რჩება ქართველობის ერთ-ერთ უმაღლეს მხატვრულ სიმბოლოდ.
თუმცა მისი ცხოვრება დღემდე მოცულია იდუმალებით. ზუსტი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიის შესახებ არ არსებობს, მაგრამ თავად პოემიდან, ძველი ფრესკებიდან და სხვადასხვა ისტორიულ წყაროებიდან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მისი მოღვაწეობა. ვარაუდობენ, რომ რუსთაველი იყო თამარ მეფის კარის მაღალი რანგის მოხელე — შესაძლოა ვეზირი. მისი სახელი უკავშირდება „რუსთავის“ ტოპონიმს, თუმცა სად მდებარეობდა ეს რუსთავი — აღმოსავლეთ საქართველოში თუ მესხეთში — დღემდე საკამათო თემაა.
„ვეფხისტყაოსანი“ — მისი ერთადერთი ცნობილი პოემა, მთლიანი ეპოქის ანარეკლია. მასში მოთხრობილია ორი მთავარი ამბავი — ინდოეთისა და არაბეთის — რომლებიც გაერთიანებულია სიყვარულის, მეგობრობის, გმირობისა და ჭეშმარიტების ძიების იდეით.
ვეფხისტყაოსნის პოპულარობა და გავლენა იმდენად დიდია, რომ ის უკვე 160-ზე მეტ ხელნაწერშია დაცული, ხოლო ბეჭდურად პირველად 1712 წელს გამოიცა. ტექსტი საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა, ეძინებოდა და ხშირად ემატებოდა გამგრძელებლების მიერ შედგენილი თავები, თუმცა რუსთაველის გენიალურობა მაინც უცვლელად ინარჩუნებს თავის ძალას.
შოთა რუსთაველი არ იყო მხოლოდ პოეტი — ის იყო ეპოქის სული, ეროვნული ფასეულობების მატარებელი და შემოქმედი, რომლის სიტყვები დღემდე შთაგონებას აძლევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკითხველს. მიუხედავად ყველა ისტორიული ბურუსისა, ერთი ფაქტი უდავოა — შოთა რუსთაველი არის ქართული კულტურის მარადიული ლეგენდა.
ზოგჯერ, ერთი ადამიანის იდეა იმდენად ეფექტურად ხორციელდება, რომ სერიოზულ გავლენას ახდენს ინდუსტრიაზე და დიდი ხნით რჩება მილიონობით ადამიანის გულებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაქსინ კლარკი - ასეთი ადამიანია, ხოლო Build-A-Bear Workshop — სწორედ ასეთი იდეა.
ბოლო ასწლეულის განმავლობაში დედამიწის კლიმატი დრამატულად შეიცვალა. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1.1°C-ით გაიზარდა პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით. ეს ცვლილება უპრეცედენტოა კაცობრიობის ისტორიაში და გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ეკოსისტემებზე, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე და საერთაშორისო უსაფრთხოებაზეც.
საკლასო ოთახი მხოლოდ სწავლების სივრცე კი არაა — ესაა ადგილი, სადაც მოსწავლეები ყოველდღე ატარებენ საათებს, სწავლობენ, იზრდებიან, მეგობრობენ და ქმნიან მოგონებებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გარემო იყოს არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ინსპირაციული და კრეატიული.
სტატიაში გაგიზიარებთ იდეებს, რომლებიც სკოლის ოთახის ორგანიზებას საინტერესოს და ეფექტურს გახდის.