როგორ მოვიშოროთ შფოთვა და სწრაფად დავიძინოთ - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ შფოთვა და სწრაფად დავიძინოთ

იმისათვის, რომ სწრაფად დაიძინოთ, გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი. ზოგი სვამს მცენარეულ ჩაის ან დამამშვიდებელ საშუალებებს ძილის წინ, ზოგი მუსიკას უსმენს, ზოგიც მედიტაციას ცდილობს. თუმცა, როდესაც ფიქრობთ რაიმე შემაშფოთებელზე, ასეთი ტექნიკა დიდი ალბათობით ვერ დაგვეხმარება, რადგან აკვიატებული აზრები მთლიანად დაიპყრობს თქვენს გონებას და დაგავიწყებთ დასვენებას.

დაისვენეთ და დააკვირდით თქვენს სუნთქვას. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

როგორ დავიწყოთ მედიტაცია - რჩევები დამწყებთათვის

შეეცადეთ არ იფიქროთ ისეთ რაღაცებზე, რაც თქვენს გონებას შეაშფოთებს. თუ რაიმეზე სერიოზულად დაიწყებთ ფიქრს, მეტად კონცენტრირდით სუნთქვაზე, კერძოდ, სუნთქვის სიღრმესა და რეგულარულობაზე.

როგორ დავასრულოთ ცუდი დღე

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიეცით ამოსუნთქვებს. ეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ამოისუნთქავთ არა ფილტვებით, არამედ "თავით". ჰაერთან ერთად ყველა ფიქრი იფანტება თავიდან, რაც არ უნდა იყოს.

გაატანეთ ნეგატიური აზრები სუნთქვას. თქვენ შეგიძლიათ ვიზუალურად წარმოიდგინოთ, როგორ ტოვებს ცუდი აზრები თქვენს ცნობიერებას ჰაერთან ერთად. ამ პროცესზე ფოკუსირება უფრო დაგამშვიდებთ. შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ როგორ დაგეძინებათ.

როგორ დაიძინოთ მარტივად ქრონიკული ტკივილის დროს