როგორ დაიძინოთ მარტივად ქრონიკული ტკივილის დროს - rogor.ge

როგორ დაიძინოთ მარტივად ქრონიკული ტკივილის დროს

ყინული ამცირებს ტკივილს. მოათავსეთ ქსოვილი ან პირსახოცი მტკივნეულ ადგილზე. 10-20 წუთის განმავლობაში ნაზად დაიდეთ ყინულის შეკვრა მტკივან მიდამოში. არ დაიდოთ ყინული ან ქიმიური ყინულის პაკეტი პირდაპირ კანზე. ეს ართმევს ქსოვილებს ჟანგბადს და შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება.

1-1668546098.jpg

დაიძინეთ ბნელ, წყნარ ოთახში. ნათელი განათება და ხმაური ართულებს დაძინებას, თუნდაც ტკივილის გარეშე. გამორთეთ ყველანაირი განათება თქვენს საძინებელში, როცა დაიძინებთ. ეცადეთ, რომ თქვენი ოთახი ლამაზი და მშვიდი გახადოთ. არ უყუროთ ტელევიზორს და არ გამოიყენოთ თქვენი ტელეფონი ან ლეპტოპი საწოლში, რადგან ეს უბრალოდ ართულებს დაძინებას. შეწყვიტეთ ელექტრონიკის გამოყენება დაძინებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.

2-1668546139.jpg

სცადეთ დამამშვიდებელი ვარჯიშები საწოლში. ეს დაგეხმარებათ, რომ გონებიდან ტკივილი ამოიგდოთ და დაიძინოთ. მაგალითად, სცადეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ან მედიტაცია. ან უბრალოდ წარმოიდგინეთ თავი მშვიდ ადგილას, შეეცადეთ წარმოიდგინოთ პეიზაჟი თქვენ გარშემო. შეგიძლიათ მოიძიოთ რელაქსაციის სავარჯიშოები ონლაინ, ან გამოიყენოთ აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ მედიტაციის დაწყებაში. ასევე, მიეცით საკუთარ თავს დრო დასასვენებლად ძილის წინ. მაგალითად, შეიძლება უყუროთ ტელევიზორს ან წაიკითხოთ წიგნი, რათა გათავისუფლდეთ დღის სტრესისგან.

3-1668546158.jpg

მიიღეთ საძილე საშუალება. ეს დაგეხმარებათ დაიძინოთ მთელი ღამის განმავლობაში. სთხოვეთ თქვენს ექიმს გირჩიოთ საძილე საშუალება, რომელიც ხელს არ შეუშლის თქვენი ტკივილის მკურნალობის გეგმას. მიიღეთ რეკომენდებული დოზა ძილის წინ, რათა დაისვენოთ და გაიღვიძოთ ნაკლები ტკივილით. ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას ექიმთან წინასწარ საუბრის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, რადგან ზოგიერთი წამალი ხელს უშლის ერთმანეთს.

4-1668546199.jpg

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი ძილის წინ. ამან შეიძლება შეამსუბუქოს ღამის ტკივილი და გააადვილოს დაძინება. მიიღეთ რეკომენდებული ან დანიშნული დოზა დაახლოებით 20-30 წუთით ადრე, სანამ დაიძინებთ. თუ თქვენ იღებთ რეცეპტით გაცემულ ტკივილგამაყუჩებელს, იყავით ძალიან ფრთხილად და არ მიიღოთ დანიშნულ რაოდენობაზე მეტი.

5-1668546212.jpg

წყარო: wikihow.com