როგორ დავგეგმოთ და განვავითაროთ ახალი პროდუქტი - rogor.ge

როგორ დავგეგმოთ და განვავითაროთ ახალი პროდუქტი

 

იდეების განვითარება ყველა პროდუქტი იწყება რაღაც იდეიდან. ერთი წარმატებული პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა 60–70 იდეის დამუშავება. იდეას სჭირდება ეკონომიკური, კომერციული არგუმენტაცია. ახალი პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა: > იდეების განვითარება; > იდეების გაფილტვრა; > პროექტის დაგეგმა; > პროდუქტის განვითარება; > ბაზრის შესწავლა; > ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანა/გაყიდვა.

 

იდეების გაფილტვრა იდეების გაფილტვრა მოიცავს ისეთი იდეების გამორიცხვას, რომლებიც კომპანიისათვის მომგებიანი ვერ იქნება და შემდგომში უკვე ეფექტური იდეების გატარებას. ახალი პროდუქტის იდეების აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს შემდეგი მიზეზებით: იდეა არის კომპანიის ინტერესების მიღმა, მისი განხორციელებისათვის კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი რესურსები და ტექნოლოგია. ზოგადად, ორგანიზაციამ გადაწყვეტილების მიღებამდე იდეების გაფილტვრის პროცესში უნდა გაითვალისწინოს რისკის სამი კატეგორია. > სტრატეგიული რისკი (Strategic risk) – როდესაც ახალი პროდუქტის მიზანი და როლი არ შეესაბამება ორგანიზაციის სპეციფიკურ მოთხოვნებს. > საბაზრო რისკი (Market risk) – როდესაც არსებობს საშიშროება იმისა, რომ ახალი პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. ვითარდება ახალი პროდუქტები, სამომხმარებლო მოთხოვნებიც შესაბამისად იცვლება და ვითარდება ახალი ტექნოლოგიები; > შიდა რისკი (Internal risk) – როდესაც ახალი პროდუქტის განვითარება არ მიმდინარეობს გაწერილ დროსა და ბუჯეტში.

 

პროექტის დაგეგმა ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პროექტის გუნდი პასუხისმგებელია ახალ პროდუქტზე და ახორციელებს ახალი პროდუქტის შეთავაზების შეფასებას. მიმდინარეობს მისი განხილვა სხვადასხვა კუთხით, წარმოება, მარკეტინგი ფინანსები და კონკურენცია. განისაზღვრება შესაბამისი ბიუჯეტი და განხორციელდება წინასწარი მარკეტინგული და ტექნიკური კვლევა. ხდება პროდუქტის სამუშაო ვერსიის შექმნა. კეთდება ალტერნატიული პროდუქტის ნიშნებისა და კომპონენტური სპეციფიკაციების მონახაზი, საბოლოოდ იწერება პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავს მომავალი განვითარების, წარმოების და გაყიდვების ხარჯების შეფასებას. საბოლოოდ პროექტის შეთავაზება გადაეგზავნება ტოფ–მენჯმენტს გადაწყვეტილების მისაღებად, ვიზირებისათვის.

 

პროდუქტის განვითარება ახალი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მოლოდინს, შემდეგ ის იქცევა კვლევისა და ტესტირების ობიექტად. ლაბორატორიაში პროდუქტის კონვერტირება ხდება საბოლოო ნაწარმად და მიმდინარეობს მისი ტესტირება. მზადდება შესაბამისი პროდუქტის განვითარების ანგარიში, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგს: 1. კვლევების შედეგები; 2. შესაბამისი გეგმა, მონახაზი; 3. პროდუქციის შესაძლებლობები; 4. მოთხოვნები; 5. მარკეტინგული ტესტის გეგმა; 6.ფინანსური პროგრამის კვლევა.

 

ბაზრის შესწავლა დღემდე პროდუქტი წარმოადგენდა კომპანიის საიდუმლოებას. ახლა მენეჯმენტი სცილდება კომპანიის ფარგლებს და ახალი პროდუქტის წარდგენა ხდება პირდაპირ მომხმარებლისთვის შესაფასებლად. ბაზრის შესწავლა, ეს არის კონტროლირებადი ექსპერიმენტი შეზღუდულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. იმისათვის, რომ მოხდეს ახალი პროდუქტის ან ზოგიერთ შემთხვევაში მარკეტინგული სტრატეგიის გარკვეული ასპექტების გამოცდა, როგორიცაა დაფასოება ან რეკლამირება. ამ პროცესის მთავარი მიზანია ზოგადი მარკეტინგული სტრატეგიის შეფასება. მოგვიანებით ხდება ამ პროცესში მიმდინარე აღმოჩენების ანალიზი და განვითარების მოცულობის განსაზღვრა. ბაზრის ტესტირების ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, სრულდება მარკეტინგის გეგმა და პოდუქტი მზად არის წარმოებისთვის.

 

გაყიდვა ეს არის ეტაპი, როდესაც კომპანია წარადგენს პროდუქტს ბაზარზე. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორგანიზაციულ სტრუქტურას და მენეჯმენტს, რომელიც საჭიროა მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე ისეთი საკითხები, მაგალითად: როგორიცაა დიზაინის ნაკლი, პროდუქციის ფასი, ხარისხის კონტროლი და სხვა.

 

დროის ფაქტორი ბოლო 5 წლის განმავლობაში, კომპანიებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თავიანთი პროდუქტის გაყიდვების დროის შემცირებაზე. ეს დროის შუალედი შეიძლება განისაზღვროს, როგორც დრო პროდუქტის განსაზღვრიდან პროდუქტის ბაზარზე შესვლამდე. დადასტურებულია, რომ ის კომპანიები, რომლებიც პირველად წარადგენენ პროდუქციას ბაზარზე სარგებლობენ კონკურენტული უპირატესობით, ორივე მოგებისა და საბაზრო წილის კუთხით.

 

ხარისხის დონე მომხმარებლებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკვე არსებული ან ახალი პროდუქტის ხარისხის დონე. მყიდველებს სურთ ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც შეასრულებს შესაბამის ფუნქციებს მაღალ დონეზე. ზოგიერთ მომხმარებელს აკმაყოფილებს ასევე შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტი, თუ ამ პროდუქტზე ნაკლები მოთხოვნა არსებობს ბაზარზე და ფასიც შესაბამისად ნაკლებია. არსობობს 8 ძირითადი კრიტერიუმი, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ახალი პროდუქტის აღქმისას: Performance - რამდენად კარგად ასრულებს პროდუქტი თავის ფუნქციებს? Features - აქვს თუ არა პროდუქტს რამე უნიკალური თვისებები, რომელიც მყიდველისთვის მნიშვნელოვანი იქნება? Reliability – რამდენად გამძლეა პროდუქტი, ანუ რამდენად კარგად იმუშავა გარკვეული პერიოდის განმავლობაში? Conformance - შეესაბამება თუ არა პროდუქტი გარკვეულ სტანდარტებს, მაგალითად უსაფრთხოების სტანდარტები? Durability - რამდენ ხანს იქნება პროდუქტი კარგ მდგომარეობაში, გაცვეთამდე ან შეცვლის საჭიროებამდე? Serviceability - რამდენად სწრაფად და ადვილად შეიძლება პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემების გამოსწორება? Aesthetics - რამდენად შეესაბამება პროდუქტის თვისებები ისეთ შეგრძნებებს, როგორიცაა, მაგალითად მხედველობა, გემო, სუნი, გრძნობა და/ან სმენა? Overall evaluation - რამდენად კარგია პროდუქტი. პროდუქტთან დაკავშირებული ყველა საკითხის გათვალისწინებით, მათ შორის ფიზიკური მახასიათებლები, მწარმოებელი, ბრენდის იმიჯი, დაფასოება და ფასი?

 

პროდუქტის დიზაინი კარგი დიზაინის მქონე პროდუქტი ადვილად იპყრობს მომხმარებლის გულს. მაღალი დონის დიზაინს შეუძლია გაზარდოს ახალი პროდუქტის ფასი. ეს პროცესი განსაკუთრებით კარგად მიმდინარეობს, როდესაც ახალი პროდუქტის დიზაინზე მუშაობს ორგანიზაციის კომპლექსური ჯგუფი.

 

პროდუქტის უსაფრთხოება ახალ პროდუქტს აუცილებლად უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების შესაბამისი დონე. უსაფრთხოება მოიცავს ორივე ეთიკურ და პრაკტიკულ ფაქტორებს. მაგალითად, მომხმარებელი არ უნდა დაშავდეს ახალი პროდუქტის გამოყენებისას, რადგან ასეთ შემთხვევაში ის აღარ ყიდულობს მას, უზიარებს სხვებს თავის გამოციდილებას ან უჩივლებს კომპანიას, რომლისგანაც შეიძინა ეს პროდუქტი.

 

ახალი პროდუქტის წარუმატებლობა ქვემოთ მოცემულია ის მიზეზები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი პროდუქტის წარუმატებლობა: > არ განსხვავდება კონკურენტული პროდუქტებისგან; > ცუდი პოზიციონირება; > პროდუქტის დაბალი ხარისხი; > არასაკმარისი მარკეტინგული მხარდაჭერა; > არასწორი აღქმა პროდუქტის ფასის/ხარისხის; > ბაზრის პოტენციის არასწორი შეფასება აბ სხვა სახის მარკეტინგული კვლევის შეცდომა; > წარმოებისა და საბაზრო ფასის არასწორი შეფასება; > არასწორი დისტრიბუციის გზა; > სწრაფი ცვლილება ბაზარზე, ახალი პროდუქტის წარმოდგენის შემდეგ;

 

კვლევის მნიშვნელობა საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ ახალი პროდუქტის დაგეგმვისას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მარკეტინგულ და ტექნიკურ კვლევას. ახალი პროექტის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, მაგალითად, როგორიცაა: > როგორი იქნება ბაზრის მოთხოვნა გარკევეული პერიოდის შემდეგ? არიან თუ არა ახალი პროდუქტის პოტენციური მომხმარებლები შეზღუდულები რამე სახით? > შეიძლება თუ არა მისი დაპატენტება? არსებობს თუ არა უნდობლობის პრობლემა? > შესაძლებელია თუ არა პროდუქტის გაყიდვა არსებული წყაროებით? რა დამატებითი ფაქტორებია საჭირო პროდუქტის გაყიდვისთვის? > როგორი დაფასოება შეესაბამება ახალ პროდუქტს, ფერი, მასალა, დიზაინი და ა.შ? > როგორი იქნება მოსალოდნელი მოგება? > როგორია შესაბამისი ფასების სტრატეგია?