როგორ ავირჩიოთ ბიზნეს იდეა (ზოგადი რჩევები) - rogor.ge

როგორ ავირჩიოთ ბიზნეს იდეა (ზოგადი რჩევები)

 

პირველ რიგში თქვენ უნდა განსაზღვროთ საქმიანობის სფერო, რომელშიც უკეთ ერკვევით. თავიდანვე სწორედ განვსაზღროთ თუ როგორ ბიზნეს ორგანიზაციას ვაყალიბებთ. შეიმუშავეთ ბიზნესის სამომავლო ხედვა. გადაწყვიტეთ რა ინვესტიციას ჩადებთ საწყისში და განიხილეთ შეძლებთ თუ არა ყველა გეგმის განხორციელებას.

 

განსაზღვრეთ საქმიანობის სფერო. ამ ეტაპზე აუცულებელია დადგინდეს დარგი, რომელშიც თქვენ იმუშავებთ. ამისათვის უნდა შევისწავლოთ ბაზარი, გავიგოთ ვინ არიან ჩვენი კონკურენტები. არ გაჩერდეთ ერთ იდეაზე, განიხილეთ ყველა შესაძლებელი ვარიანტი და შეეცადეთ შეადაროთ ისინი.

 

ბიზნესის ორგანიზების მეთოდი. მოვიფიქროთ სრულიად ახალი პროდუქტი-რთული გზაა, სადაც საჭიროა არა მარტო განავითარო იდეა, უნდა ვიცოდეთ არსებობს წარუმატებლობის დიდი რისკი. იმისათვის, რომ გადავაკოპიროთ სხვისი იდეა, საჭიროა უბრალოდ ვნახოთ რას საქმიანობს ესა თუ ის საწარმო შევისწავლოთ ის და გავაკეთოთ იგივე. გამზადებული ბიზნესი იწვევს ბევრ პრობლემას, ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ მისი პოზიცია ბაზარზე, მიზეზი რის გამოც გაიყიდა და სხვ.

 

ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველაფერი: რისი რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ, რა ფასში, სად შევიძინოთ საჭირო მასალები, რამდენი ადამიანი იქნება ჩართული ბიზნეში, იქნებიან თუ არა კონკურენტები. იმისათვის, რომ საწყისი ბიზნესი იყოს წარმატებული მხოლოდ სურვილი არ არის საჭირო, ერთგვაროვანი თავგანწირვაა საჭირო. ბევრი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ, რადგან პირველი ნაბიჯები რთულია. შეეცადეთ იპოვოთ თანამოაზრე ადამიანები თქვენს ჯგუფში