როგორ შევაჩეროთ მუცლის (ღიპის) ზრდა - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ მუცლის (ღიპის) ზრდა

 

შეზღუდეთ კვება. მოერიდეთ ცხიმოვან და ცომეულ საჭმელს. იმოძრავეთ მეტი. თუ ატყობთ, რომ მადა გაქვთ მნიშვნელოვნად მომატებული, მიიღეთ შესაბამისი ზომები. იკვებეთ მოზომილად. ნუ შეჭამთ ძალიან ჩქარა. ჭამისას ნუ დაკავდებით სხვადასხვა საქმიანობოთ, მაგალითად, ტელევიზორის ყურება და ა.შ. ასევე სასურველია თუ დაიცავთ მსუბუქ, მაგალითად ხილის დიეტას.

 

შეცვალეთ ცხოვრების სტილი. იმისათვის, რომ დაკლოთ წონაში და იყოთ აქტიური, ენერგიული, მომხიბვლელი, წარმატებული და ჯანმრთელი საჭიროა საკუთარი თავის რწმენა. დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი. ნუ შეჭამთ დაძინებამდე 3-4 საათი. კარგი იქნება თუ ძილის წინ მცირე ვარჯიშებს შეასრულებთ.

 

იყავით აქტიური, იმოძრავეთ და ივარჯიშეთ. შეეცადეთ იყოთ რაც შეიძლება მეტად მოძრავი. განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ ნუ გაჩერდებით. გაისეირნეთ, იმოძრვეთ. არავითარ შემთხვევაში არ წამოწვეთ და დაიძინოთ ახალ ნაჭამზე. კარგი იქნება თუ თუ ირბენთ დილაობით ცოტას, ან აუზზე შეძლებთ სიარულსა და იცურავებთ კვირაში რამოდენიმე დღე თუნდაც თითო საათით.

 

აკეთეთ სპეციფიკური ვარჯიშები მუცლის ზომის შესამცირებლად. ესენია პრესის ვარჯიშები რომელიც თითქმის ყველა თქვენგანმა იცის. დღეში რამოდენიმეჯერ არ დაიზაროთ და გააკეთეთ. ვარჯიში 2, წამოწექით ზურგზე, ფეხები შეატყუპეთ და ასწიეთ ჰაერში 35-45 გრადუსით. შეეცადეთ გააჩეროთ რამოდენიმე წუთი ასე. შემდეგ ასწიეთ და დასწიეთ. შეასრულეთ ვარჯიში რამდენჯერაც შეძლებთ. ვარჯიში 3. აკეთეთ ბუქნები. ბუქნებისას მუცლის კუნთები მოძრაობს. შეეცადეთ შეასრულოთ რაც შეიძლება მეტი. მუცლის (ღიპის) მოცულობის შესამცირებლად ასევე კარგი საშუალებაა ოფლის გამოდინება ორგანიზმიდან. ესტუმრეთ აბანოს (პარნოი) ასევე სახლის პირობებშიც შეგიძლიათ ცელოფნის საშუალებით მოიდინოთ ოფლი. გარდა ამისა ორგანიზმი გასუფთავდება მავნე შლაკებისაგან.

 

უარი თქვით ქეიფებზე და ალკოჰოლის მიღებაზე. განსაკუთრებით ლუდზე. ლუდის ასუქებს ადამიანს ძალიან მალე, განსაკუთრებით კი მუცლის გაბარიტები იზრდება მისი დიდი რაოდენობით მიღებისას.