როგორ დავიცვათ ხილის სრული დიეტა - rogor.ge

როგორ დავიცვათ ხილის სრული დიეტა

 

დიეტის პერიოდში, დღეში სამჯერ მიირთვით შემდეგი ულუფა: ვაშლი, მსხალი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, ანანასი, ატამი,ნესვი, საზამთრო - ყოველგვარი ხილი, რაც სეზონშია. არ შეიძლება ჩირი, დაკონსერვებული ან ჩაშუშული ხილი.

 

სასმელად გამოიყენეთ ლიმნიანი წყალი (ცივი ან ცხელი), სხვა არაფერი! ხილთან ერთად თუ სხვა რამესაც მიირთმევთ, მაგალითად პურს, მთელი მკურნალობა წყალში ჩაგეყრებათ. ვინც ხილის დიეტით წონაში სწრაფად იკლებს, ვინც უიმისოდაც ძალზე გამხდარია, მას შეუძლია თავის ყოვლდღიურ ტრაპეზს ერთი ჭიქა რძე დაუმატოს.

 

ხილი უნდა იყოს აუცილებლად მწიფე. უმწიფური ან მჟავე ხილი დიეტისათვის არ ვარგა. თუ ახალ ხილს ვერ შოულობთ, მაშინ ის ჩაანაცვლეთ წყალში დამბალი ჩირით, მიღების წინ დაუმატეთ მას თაფლი.

 

ხილის ნაცვლად შეიძლება ახალი ბოსტნეულის სალათიც გაიმზადოთ. თუ უმ ბოსტნეულს ვერ ეგუებით, ორთქლზე მოშუშეთ. კარტოფილი კანიანად უნდა მოხარშოთ და გაუფცქვნელი ჭამოთ. დასაკტბობად ყოველთვის თაფლი ან ყვითელი შაქარი გამოიყენეთ.