როგორ მოვიქცეთ მომატებული მადისას - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ მომატებული მადისას

 

დასაწყისისთვის მოდით ჩამოვწეროთ გაძლიერებული მადის გამომწვევი მიზეზები, ესენია: ძილი; მცდარი (ტყუილი) შიმშილის გრძნობა; ფიზიკური ვარჯიში და სხვადასხვა აქვიტობა; არასწორად კვება; გონებრივი - ემოციური დაღლა, ნერვიულობა. გადახედეთ მოცემულ მიზეზებს. გაანალიზეთ, რომელი ან რომელი 2 ან 3 მიზეზის გამო გაქვთ მომატებული მადა და გადადით შემდეგ საფეხურზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ არეული ძილის რეჟიმი. ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი რადგან ძილისას ადამიანი გამოუმუშავებს ჰორმონ გრელინს და ლეპტინს. უძილობა ან ბევრი ძილი იწვევს დისბალანსს ამ ორ მნიშვნელოვან ჰორმონს შორის, რომელიც დაკავშირებულია ასევე ორგანიზმში სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან. დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი. მიაქციეთ ყურადღება უძილობას, ასევე ბევრ ძილს.

 

მცდარი შიმშილის გრძნობა. ადამიანი რომელიც ნერვიულობს, არის ემოციურად გადაღლილი, ამ დროს თავს იჩენს შემდგომი პრობლემა, ხდება ნამდვილი შიმშილის გრძნობის ფსიქოლოგიურით ჩანაცვლება. მის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა თავს ხელში აყვანა, უნდა შეწყვიტოთ ნერვიულობა. თუ გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ მიიღეთ საკვები, შიმშილის მიუხედავად შეზღუდეთ თავი და ჭამეთ მხოლოდ რამოდენიმე საათის შემდეგ. თქვენ ამ ქცევით ასევე გაგიძლიერდებათ ნებისყოფა.

 

ფიზიკური ვარჯიში და სხვადასხვა აქტივობა. ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს და დაკავებულია აქტიური ცხოვრების წესით, მისი მადა მატულობს. ვარჯიშისას საჭიროა გააკონტროლოთ თქვენი კვების რაციონი. ჭამეთ ზომიერად და შეეცადეთ, რომ მიირთვათ ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე. იკვებეთ და ივარჯიშეთ ზომიერად.

 

იკვებეთ ნელა, ჭამის შემდეგ საჭიროა გავიდეს 10-15 წუთი რათა ტვინამდე მივიდეს სიგნალი, რომ ადამიანი დანაყრდა. ჭამეთ პატარა ლუკმებად და ნელა. ჭამისას არ აკეთოთ სხვა საქმე. არ უყუროთ ტელევიზორს, არ იკითხოთ. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც უვარს ფეხზე დგომით ჭამა, თუ თქვენ გაძლიერებული მადა გაწუხებთ დაივიწყეთ ეს ჩვევა. ჭამის შემდგომ აუცილებლად იმოძრავეთ, არ წამოწვეთ ან არ იყოთ უძრვად. ეს ჩვევა ასევე დაგეხმარებათ საკვების მონელებაში. ნუ გამოტოვებთ საუზმეს, ის ახდენს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას ორგანიზმში.