როგორ დავძლიოთ ძილის სურვილი - rogor.ge

როგორ დავძლიოთ ძილის სურვილი

 

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საშუალება, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. რაც უფრო მეტია ტემპერატურის ცვალებადობა, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ძილის სურვილი დაგეკარგებათ და იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. როცა შხაპზე მხოლოდ ოცნებაა შესაძლებელი, მაშინ შეგიძლიათ ხელ-პირი დაიბანოთ ძალიან ცივი წყლით, ჩვეულებრივ ეს მეთოდი უმკლავდება ძილიანობას, მაგრამ ეფექტი ყოველთვის არ გრძელდება დიდხანს.

 

კოფეინი - ძილთან ბრძოლაში თქვენი ერთგული დამხმარე. დალიეთ მაგარი ყავა, განსაკუთრებით ეფექტურია უხსნადი (ნალექიანი). მაგრამ არ გადააჭარბოთ ნორმას, შესაძლებელია აგიწიოთ წნევა, ხოლო ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაივიწყოთ სიმხნევე. თუ დაფქვილი ყავა არ აღმოგაჩნდათ ხელთ, არ დაიდარდოთ, გამოდგება ხსნადი ყავაც, მაგრამ მას არ გააჩნია იმდენად დიდი ეფექტი როგორიც უხსნადს.

 

შეგიძლიათ დალიოთ ერთი ქილა არაალკოჰოლური ენერგეტიკული კოქტეილი, რომლებიც იყიდება უმეტესობა მაღაზიებში. უმეტეს შემთხვევაში, მათ შემადგენლობაში შეგის: კოფეინი, ჟენ-შენი ან გუარანა. მაგრამ არ გადააჭარბოთ ამ ნივთიერებების მიღება, რა თქმა უნდა, თქვენ ზოგჯერ უნდა მიიღოთ "სასწაულმოქმედი" სასმელები, მაგრამ მაქსიმუმ კვირაში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არა მარტო იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, არამედ შეიძლება გახდეთ მეტისმეტად აგრესიული, ვინაიდან ენერგეტიკული კოქტეილები ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

 

აქტიური ფიზიკური ვარჯიშები ახდენენ სისხლის აქტიურ ცირკულაციას, ამასთან ქრება ძილის სურვილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ადრენალინთან, რომელიც გამოიყოფა სირბილის, სექსის, ტკივილისა და მსგავს პროცესთა დროს. მსუბუქ გარბგენს შეუძლია აგავსოთ მხნეობით მთელი დღის განმავლობაში, ამიტომ თუ გაქვთ თავისუფალი 10-15 წუთი, გამოიყენეთ იგი აქტიური ფიზიკური ვარჯიშების შესასრულებლად. თუ არ შეგიძლიათ საკუთარი თავისათვის ვარჯიშის დაძალება, გამოიყენეთ ზემოთხსენებული მეთოდებიდან რომელიმე.

 

იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა აპათია და წამოწოლის სურვილი, დაუთმეთ ძილს მინიმუმ 6 საათი. არ იქნება ზედმეტი ვიტამინების კომპლექსი, რომლებიც ასტიმულირებს ორგანიზმს და არ აძლევს "ძილის რეჟიმში" გადასვლის საშუალებას.