როგორ ვებრძოლოთ უძილობას - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ უძილობას

 

საწოლში წოლის დროს, აზრობრივად თქვით: "რამდენიმე წუთში ჩემთამ მოვა ჯანსაღი, ღრმა, მშვიდი ძილი. ძალიან მშვიდი და ღრმა ძილი მექნება, სანამ არ გავიღვიძებ დილით..." - ამის შემდეგ კი აზრი გადაიტანეთ სხვა თემაზე - რამე სასიამოვნოზე. ისეთი ფრაზები როგორიცაა - "ძალიან მალე", "რამდენიმე წუთის შემდეგ" და ა.შ., თამაშობენ საკმაოდ დიდ როლს. მათი დახმარებით თქვენ წყვეტთ ცნობიერების კონტროლს, არ აქცევთ მას დროის მკაცრ ჩარჩოებში.

 

უძილობასთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდია - ჩაძინების რიტუალად გადაქცევა. ამისათვის საჭიროა გაიხსენოთ ის მოქმედებები და გრძნობები, რომლებიც თან გახლდათ მშვიდად ჩაძინების დროს და შეეცადეთ ეს მომენტები გაიხსენოთ ყოველ ღამით, დაწოლის დროს. ამასთანავე ძალიან ეფექტურია დამამშვიდებელი მელოდიების - ზღვის, ტყის ან წვიმის ხმების მოსმენა.

 

თუ ძილში გარედან შემოსული ხმაური გიშლით, მაშინ ყურებზე აიფარეთ ხელის გულები 2-3 წამის განმავლობაში და ყური დაუგდეთ სიჩუმეს, შემდეგ ცოტათი გაწიეთ ხელები და კონცენტრაცია მოახდინეთ ხმაურზე. განაგრძეთ ამ სავარჯიშოს კეთება ხელების ყურებზე მიდებითა და მოშორებით. ამის შედეგად გაჩნდება რითმი, რაც ნიშნავს, რომ ტვინში შეფერხდება ის პროცესები, რომელბიც ხელს გიშლით ძილში და მიიღებთ სასურველ შედეგს.